სამოთხე დედამიწაზე, ანუ რაში უნდა მივბაძოთ იტალიელებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში” იტალიაში მცხოვრებ ქართველ იურისტს ნინო რურუას და მის საქმიანობას გაგაცნობთ.

არაოფიციალური სტატისტიკით, იტალიის ქალაქ ბარში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ამიტომ აქ წამოწყებულ ნებისმიერ ქართულ საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის, ვინც იტალიაში თავის ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს, პროფესიით იურისტი ნინო რურუაც გახლავთ. იგი ქალაქ ბარის სასამართლოს ავტორიზებული კულტურათშორისი მედიატორი და იტალიის რესპუბლიკის მიერ აკრედიტებული ქართულენოვანი თარჯიმანია.

იტალიაში ასოციაცია „აისი“ (A.I.S. Assistenza per integrazione degli stranieri) ჩამოაყალიბა და ქართველი ბავშვებისთვის ბარის პირველი ქართული საკვირაო სკოლა „აისიც“ დააფუძნა. ამას გარდა 2017 წელს ბარის სერვისების სააგენტოში საემიგრაციო საკითხებითაა დაკავებული.

© photo: Courtesy of Nina Ruruaნინო რურუა
სამოთხე დედამიწაზე, ანუ რაში უნდა მივბაძოთ იტალიელებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ - Sputnik საქართველო
ნინო რურუა

– ქალბატონო ნინო, თქვენ მაგალითზე რას გვეტყვით, როგორაა შესაძლებელი ქართული საქმის კეთება უცხოეთში?

– მიუხედავად ემიგრაციის რთული ცხოვრებისა, სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია. მე იტალიაში 2012 წლიდან ვცხოვრობ, იტალიის მიერ აკრედიტებული ქართულენოვანი თარჯიმანი და ქალაქ ბარის სასამართლოს მიერ ავტორიზებული მედიატორი ვარ. იტალიაში დავაარსე ქართული ასოციაცია, რომლის საქმიანობაში ყველაზე დიდ მიღწევად ქართულენოვანი გაზეთის დაარსება მიმაჩნია. გაზეთი ამ ეტაპზე შეზღუდული ტირაჟით გამოდის, თუმცა სამომავლოდ მის უფრო ფართო მასშტაბით გამოცემას ვგეგმავთ. ასოციაცია აქ მყოფი ქართველების ნიჭის გამოსავლენად ხშირად მართავს კულტურულ-შემოქმედებით საღამოებს, პერიოდულად გამოსცემს საინფორმაციო ბროშურებს, აწყობს საინფორმაციო შეხვედრებს. 2018 წლის 10 თებერვალს ბარიში დავაარსე ქართული უფასო საკვირაო სკოლა „აისი“, რომელიც დაახლოებით 40 ბავშვს ითვლის.

© photo: Courtesy of Nina Ruruaსაკვირაო სკოლაში
სამოთხე დედამიწაზე, ანუ რაში უნდა მივბაძოთ იტალიელებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ - Sputnik საქართველო
საკვირაო სკოლაში

ბავშვობის სამყარო - შტრიხები პორტრეტისთვის

ნინო რურუა: ერთ ჩვეულებრივ, ტრადიციულ თბილისურ ოჯახში დავიბადე. ოჯახში პირველი შვილიშვილი ვიყავი და, ცოტა არ იყოს, მათამამებდნენ. თუმცა ბავშვობიდან ყოველთვის ჩემი სამყარო მქონდა და რაღაცნაირი სიჯიუტით გამოვირჩეოდი. არასდროს მხიბლავდა ერთფეროვნება, ყოველთვის რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი. მიყვარდა კითხვა და დროის უდიდეს ნაწილს სახლში, წიგნებთან ვატარებდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახის სურვილი იყო, რომ ექიმი გავმხდარიყავი. თუმცა როცა მივხვდი, რომ ჩემგან ექიმი ვერ დადგებოდა, გადავწყვიტე პროფესია შემეცვალა და ბავშვობის ოცნება ამესრულებინა – იურისტი გავმხდარიყავი. 

© photo: Courtesy of Nina Ruruaნინო რურუა
სამოთხე დედამიწაზე, ანუ რაში უნდა მივბაძოთ იტალიელებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ - Sputnik საქართველო
ნინო რურუა

– ნოსტალგიას საოცარი უნარი აქვს – ის შენში მანამდე უცნობ თვისებას ააქტიურებს ან მიმალულ ნიჭს აღვიძებს... 

– ასეთი რამ ჩემ ცხოვრებაშიც მოხდა. ყველა ემიგრანტი საქართველოს გულით ატარებს. ნოსტალგია გრძნობაა, რომელიც ყოველდღიურად გეძალება, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოსცემ. რამდენიმეწლიანმა ემიგრაციამ უფრო ძლიერი გამხადა. სულ ვცდილობ, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთო. ამ ქვეყნის მადლობელი ვარ, რადგან აქ საშუალება მომეცა, რომ საკუთარი ძალებისა და თუნდაც სურვილების რეალიზება მომეხდინა. რაც შეეხება ჩემში აღმოჩენილ მანამდე უცნობ თვისებას, რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, იტალიაში ხატვა დავიწყე და ამის მიზეზი და წინაპირობა სწორედ ნოსტალგია გახდა. ჩემდა გასაოცრად, ერთ მშვენიერ დღეს ხელში ფუნჯი ავიღე და ხატვა დავიწყე.

© photo: Courtesy of Nina Ruruaნინო რურუა
სამოთხე დედამიწაზე, ანუ რაში უნდა მივბაძოთ იტალიელებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ - Sputnik საქართველო
ნინო რურუა

– იტალიელებს ორი სიტყვით როგორ აცნობთ საქართველოს?

– როდესაც ჩემი იტალიელი მეგობრები მეკითხებიან საქართველოზე, მარტივად ვპასუხობ: ეს არის სამოთხე დედამიწაზე. ჩემი დიდი სურვილია, რომ იქ დაბრუნება ყველამ შევძლოთ. თითოეული ჩვენგანი უცხოეთში თავისი ქვეყნის სახე და დესპანია. როგორც ჩვენ მოვიქცევით, ამის მიხედვით იმსჯელებენ მთლიანად ერზე და ქვეყანაზეც, ამიტომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

© photo: Courtesy of Nina Ruruaოფიციალური შეხვედრის დროს
სამოთხე დედამიწაზე, ანუ რაში უნდა მივბაძოთ იტალიელებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ - Sputnik საქართველო
ოფიციალური შეხვედრის დროს

– ზოგჯერ ბედნიერება და კმაყოფილება ერევათ ერთმანეთში...

– იყო ბედნიერი არ ნიშნავს იმას, რომ შენ გარშემო ყველაფერი სრულყოფილია, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვიტე თვალი აარიდო ყველაფერ იმას, რაც არასრულყოფილად გეჩვენება – მე ასე მესმის ბედნიერება...

© photo: Courtesy of Nina Ruruaნინო რურუას შემოქმედება
სამოთხე დედამიწაზე, ანუ რაში უნდა მივბაძოთ იტალიელებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ - Sputnik საქართველო
ნინო რურუას შემოქმედება

– ქართველებს და იტალიელებს ხშირად გვადარებენ ერთმანეთს, თქვენი აზრით, რაში უნდა მივბაძოთ მათ?

– მსგავსება მართლაც დიდია, ქართველებს ტემპერამენტით განსაკუთრებით სამხრეთ იტალიელები ჰგვანან. თუმცა სხვაობაც მკვეთრია. აქ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობას. საკმაოდ კარგად აქვთ ეს სფერო მოწესრიგებული და უპირატესობა ქვეყნაში წარმოებულ პროდუქციას ენიჭება. რიგით იტალიელებს ურჩევნიათ, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია შეიძინონ და არა ექსპორტირებული. ეს მათი პრინციპული პოზიციაა. ასეთი დამოკიდებულება კი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. აი, ასეთ პატრიოტიზმში თუ მივბაძავთ მათ, კარგი იქნება და ეს ჩვენ ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.

© photo: Courtesy of Nina Ruruaნინო რურუას ნაქარგები
სამოთხე დედამიწაზე, ანუ რაში უნდა მივბაძოთ იტალიელებს, რომ უკეთ ვიცხოვროთ - Sputnik საქართველო
ნინო რურუას ნაქარგები

– თქვენთვის რა არის ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი?

– ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი ემიგრაციამ ჩამიტარა, აქ ბევრი რამ ვისწავლე: გიყვარდეს შენის საქმე, დაისახე მიზანი და იშრომე ამ მიზნის მისაღწევად. როდესაც სურვილი დიდია, დამერწმუნეთ, ყველაფერი გამოვა. უნდა გვახსოვდეს, სად არის ჩვენი ფესვები. მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამშობლოში ყველა დაბრუნდეს და იქ იყოს ბედნიერი...

 

ყველა ახალი ამბავი
0