თბილისი ვერტიკალური ბაღების ქალაქი - ახალგაზრდების ოცნება

© photo: courtesy of Green Decorხელნაკეთი საყვავილე
ხელნაკეთი საყვავილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვისაც 70-იანი წლების თბილისი ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რომ მასში ნაცრისფერს მწვანე სჭარბობდა და ქალაქს „მზის და ვარდების მხარეს“ ფორმალურად არ ეძახდნენ.

თბილისის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან სპეციალისტები დიდი ხანია, რაც საგანგაშო ციფრებს აქვეყნებენ. მასალაში გვსურს ახალგაზრდა სპეციალისტი გაგაცნოთ, ვისაც ეს თემა კარგად აქვს გაცნობიერებული. მომავალში, ვფიქრობთ, მისი საქმიანობა ქალაქს სასიკეთოდ დააჩნდება...

აგროტექნიკოსი გიორგი ნადიბაიძე ვერტიკალური ბაღების მოწყობაზე მუშაობს და თავისი საქმიანობისთვის ძირითადად ცოცხალ მცენარეებს - სუკულენტებს იყენებს.  სამომავლოდ თბილისის ზღვაზე არსებულ ნაკვეთზე, მეგობართან, გიორგი ლავრელაშვილთან ერთად სახელოსნოსა და სანერგე მეურნეობის მოწყობას აპირებს.

© photo: courtesy of Green Decorმუშაობის პროცესში
თბილისი ვერტიკალური ბაღების ქალაქი - ახალგაზრდების ოცნება - Sputnik საქართველო
მუშაობის პროცესში

- გიორგი, ამ პროფესიის არჩევა ალბათ ბუნების სიყვარულმა განაპირობა...

- ასე გამოდის... აგრარული უნივერსიტეტის აგროტექნოლოგიის ფაკულტეტი 2010 წელს დავამთავრე. ხატვა ბავშობიდან მიყვარდა და ჩემთვის სულ ვხატავდი ხოლმე. ხოლო რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს - ეს ბუნებაა. ცხოველები, ფრინველები, მცენარეები - მათთან ურთიერთობა იმიტომ მიყვარს, რომ ნამდვილები არიან და არასდროს იტყუებიან…

© photo: courtesy of Green Decorხელნაკეთი საყვავილე
თბილისი ვერტიკალური ბაღების ქალაქი - ახალგაზრდების ოცნება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი საყვავილე

- ვერტიკალური ბაღების მოწყობის იდეა როდის გაგიჩნდათ?

- ჩხირკედელაობა ბავშვობიდან მიყვარს. ამის შედეგია იდეა, რაც მე და ჩემ მეგობარს, გიო ლავრელაშვილს გაგვიჩნდა - ესაა ვერტიკალური ბაღების მოწყობა. მოგვწონს და სიამოვნებას ვიღებთ იმისგან, რასაც ვაკეთებთ. შეიძლება ითქვას, რომ 30 წლის ასაკში ჩემი საქმე ვიპოვნე და 100% დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ცხოვრებას ამ საქმეს მივუძღვნი. აქამდე ბევრ სხვადასხვა სფეროში მიმუშავია, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად ვპოულობდი.

© photo: courtesy of Green Decorხელნაკეთი საყვავილე
თბილისი ვერტიკალური ბაღების ქალაქი - ახალგაზრდების ოცნება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი საყვავილე

-რამდენად შრომატევადია ვერტიკალურ ბაღზე მუშაობა?

-ეს საქმე ძალიან შრომატევადია. პირველ რიგში, ხარისხზე ვფიქრობთ. ხარისხიანად შესრულებული საქმე კი დიდ ენერგიას მოითხოვს. გარდა ამისა, სადურგლო სამუშაოებსაც თავად ვასრულებთ. თითოეული ნამუშევარი მინდა, რომ ესთეტიურად ლამაზი სანახავი იყოს და გემოვნებიანად გაკეთებული, ამიტომ ჩარჩოს დიზაინსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მე თემქაზე ვცხოვრობ და სახელოსნო ავტოფარეხში მაქვს. დამზადების მერე ნამუშევარი სახლში მიმაქვს რათა სუფთად იყოს შენახული. შეკვეთებს სოციალური ქსელის საშუალებით ვიღებთ და სამომავლოდ გვსურს, რომ ჩვენი ნამუშევრების შოუ-რუმი მოვაწყოთ.

© photo: courtesy of Green Decorხელნაკეთი საყვავილე
თბილისი ვერტიკალური ბაღების ქალაქი - ახალგაზრდების ოცნება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი საყვავილე

- ამ საქმიანობას ქალაქში სხვებიც ახორციელებენ, მაგრამ თქვენ უპირატესობა გაქვთ...

- დიახ, თბილისში არის კომპანია, რომელიც ვერტკალურ ბაღებზე მუშაობს, თუმცა ისინი ხელოვნურ მცენარეებს იყენებენ. ჩვენ კი ამ საქმეში ძირითადად სუკულენტებს ვიყენებთ. ესენი ბუნებრივი მცენარეებია და ბევრ წყალს არ მოითხოვენ. თანაც, ვერტიკალურ მდგომარეობაში ადვილი მოსავლელია.

© photo: courtesy of Green Decorხელნაკეთი საყვავილე
თბილისი ვერტიკალური ბაღების ქალაქი - ახალგაზრდების ოცნება - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი საყვავილე

-ოდესღაც თბილისი მწვანე ქალაქი იყო... 

- ძალიან მადარდებს დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა და ისიც, რომ მის გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს. ძალიან მინდა, თითოეულმა ჩვენგანმა ვისწავლოთ ბუნების სიყვარული და მასზე ზრუნვა ჩვენს ყველაზე მთავარ მოვალეობად ვაქციოთ. ჩემი ოცნებაა თბილისის ყველა უბანში რაც შეიძლება მეტი ვერტიკალური ბაღი იყოს გაშენებული, სიმწვანე ხომ ჯანსაღი გარემოს შეგრძნებას იწვევს და დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქამდე ამ საქმით ჩვენში სერიოზულად არავინ დაინტერესებულა. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ვერტიკალური გამწვანება უფრო და უფრო პოპულარული  გახდება.

- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რას შეცვლიდით?

- სამწუხაროდ ის სიმწვანე რაც თბილისს ადრე ჰქონდა, მთლიანად შენობა-ნაგებობებმა ჩაანაცვლა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული თბილისს ვერტიკალური ბაღების ქალაქად ვაქცევდი და იმედია, რომ ჩემი ეს ოცნება ოდესმე ასრულდება...

 

ყველა ახალი ამბავი
0