,,ეკო ხელნაკეთი“ – ჟურნალისტი, რომელმაც დამოუკიდებლად ათამდე ხელობა აითვისა

© photo: courtesy of eco handmadeეკა ჯოლოგუას ნამუშევარი
ეკა ჯოლოგუას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალბატონი, რომელიც გვსურს გაგაცნოთ, რეალურად ადასტურებს იმ აზრს, რომ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ხელობის დამოუკიდებლად ათვისება და საქართველოში წარმატებული საქმიანობის წამოწყება...

ჟურნალისტი ეკა ჯოლოგუა ზუგდიდის მერიის თანამშრომელია. საკუთარი ნიჭისა და მონდომების წყალობით ტრადიციული რეწვის ოსტატი გახდა და ათამდე სხვადასხვა ხელსაქმე შეისწავლა. ძველებური ქარგვის შესასწავლად სპეციალურად ჩავიდა სვანეთში. ზოგი ტექნიკა კი თავად გამოიმუშავა და შექმნა. რაც მთავარია, ნივთებისა და სამკაულების დასამზადებლად მხოლოდ ეკოლოგიურ მასალას იყენებს. აქვს სახელოსნო, სადაც მსურველებს უფასო გაკვეთილებს უტარებს, youtube-ზე ქართული ვიდეო-გაკვეთილები ძირითადად მისი ატვირთულია. აქვე ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე მას ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო „ეკო ხელნაკეთი“, ამავე სახელწოდების ონლაინ-მაღაზია და ოფიციალური ვებ-გვერდი (www.ecohandmade.ge) აქვს, სადაც დაინტერესებული პირები სხვადასხვა ნივთებს უკვეთავენ.

ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ მის საქმიანობაზე, მოკლე ჩამონათვალს გაწვდით: ქარგავს ოქროს ძაფებით, ლენტებით, ბისერებით, მუშაობს თიხაზე, ტყავზე, ცივ ფაიფურზე, გალვანოპლასტიკის ინოვაციურ მეთოდებშიც გაერკვია და ამ მეთოდით ყვავილებისგან პირველი სამკაული დაამზადა, ძველ ნივთებს დეკუპაჟის ტექნიკით ახალი სიცოცხლე შთაბერა, დანარჩენს ინტერვიუში გაიგებთ.

© photo: courtesy of eco handmadeეკა ჯოლოგუა
,,ეკო ხელნაკეთი“ – ჟურნალისტი, რომელმაც დამოუკიდებლად ათამდე ხელობა აითვისა - Sputnik საქართველო
ეკა ჯოლოგუა

– ქალბატონო ეკა, პროფესიით ჟურნალისტმა ვისგან და როგორ შეისწავლეთ ათამდე სახეობის ხელსაქმე და პირველად რის გაკეთება სცადეთ?

– მაშინ 22 წლის ვიყავი, როცა ადგილობრივ ჟურნალში დავიწყე მუშაობა. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო, მცირე ანაზღაურებით. როგორც ხდება ხოლმე, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, მუდმივად ცდილობ წინ წახვიდე, მეტი ისწავლო და წარმატებას მიაღწიო. ჩემთვის თექის თმის სამაგრის ხილვა იმპულსი აღმოჩნდა. მახსოვს წლები, როცა ბუმი იყო თექისგან დამზადებული აქსესუარების, რომელიც ძვირი ღირდა. ძალიან მინდოდა თუნდაც ერთი თმის სამაგრი მქონოდა. გავხსენი youtube და მოვიძიე შესაბამისი ვიდეო. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ხელსაქმესთან. ასე ვცადე პირველად თექის ყვავილების დამზადებაც. მოკლედ, ჩემი თავდაპირველი და ძირითადი ხელსაქმე თექა იყო. ამის შემდეგ უკვე ქარგვის ტექნიკას დავეუფლე. ჩემ ირგვლივ ბევრი ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი აღმოჩნდა. მათგან ვიღებდი რჩევებს, თუმცა ყველაფერი მაინც ინტერნეტით ვისწავლე. ასე გავიდა რვა წელი. დღეს სამოსს, ინტერიერის აქსესუარებს, სათამაშოებს, ფეხსაცმელს, ყველაფერს თექისგან ვამზადებ.

© photo: courtesy of eco handmadeეკა ჯოლოგუას ნამუშევარი
,,ეკო ხელნაკეთი“ – ჟურნალისტი, რომელმაც დამოუკიდებლად ათამდე ხელობა აითვისა - Sputnik საქართველო
ეკა ჯოლოგუას ნამუშევარი

– მართალია, რომ ხელით ქარგვის უძველესი ტექნიკის დასაუფლებლად სვანეთში ჩახვედით?

– დიახ, ოქრომკედით ქარგვის უძველეს ტექნიკას სკოლის მოსწავლეებმა მაზიარეს სვანეთში. საოცარია, მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენი ხელსაქმე იციან სვანეთში ბავშებმა. იმისთვის, რომ ორი ნემსით ქარგო ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და საეკლესიო ნაქარგობებზე მუშაობის ყველა წესი დაიცვა, განსაკუთრებული მოთმინების უნარი და ყურადღებაა საჭირო. ხელსაქმეზე მუშაობამ სწორედ ეს უნარები გამომიმუშავა. მატყლს ინოვაციური მეთოდით ვამუშავებ, დიდი ზომის თექის ნაჭრის შესაქმნელად კუსტარულად დამზადებული დანადგარი მაქვს. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიისგან მივიღე მასშტაბური შეკვეთა და ზუსტად ერთ თვეში დავამზადე ნახევარ კილომეტრამდე სიგრძისა და ოთხ მეტრამდე სიმაღლის თექის პანოები. რა თქმა უნდა, მის დასამზადებლად მუშებიც დავიხმარე. ეს იყო ყველაზე დიდი შეკვეთა და ერთგვარი გამოწვევაც ჩემთვის. როდესაც დასრულდება მშენებლობა და ჩვენი დეკორატიული პანოები ამ დაწესებულების კედლებს დაამშვენებს, ძალიან ამაყი ვიქნები.

© photo: courtesy of eco handmadeეკა ჯოლოგუას ნამუშევარი
,,ეკო ხელნაკეთი“ – ჟურნალისტი, რომელმაც დამოუკიდებლად ათამდე ხელობა აითვისა - Sputnik საქართველო
ეკა ჯოლოგუას ნამუშევარი

– ერთი ქალის კვალობაზე საკმაოდ ბევრ ხელსაქმეს ფლობთ...

– ოქროს ძაფებით ვქარგავ, ვმუშაობ ლენტებით და ბისერებით. ასევე ვმუშაობ თიხაზე, ტყავზე, ცივ ფაიფურზე, მოგვიანებით ფიზიკა-ქიმიაში გადავვარდი და გალვანოპლასტიკის ინოვაციურ მეთოდებშიც ვეცადე გარკვევას. შემდეგ სახლის ეზოში საყვარელი კამელიას ყვავილისგან პირველი გალვანიზებული სამკაული დავამზადე. როდესაც აძველებ თანამედროვე დიზაინით შექმნილ სანათს ან, პირიქით, ახალ სიცოცხლეს შთაბერავ ბებოს მზითევში მოყოლილ კომოდს დეკუპაჟის ტექნიკით, სიამოვნებას უდავოდ იღებ, მაგრამ ნებისმიერი საქმე დიდ ნებისყოფას და მოთმენის უნარს მოითხოვს. ეს არის ის, რაც არ გაძლევს საშუალებას, რომ მუშაობის პროცესში დაიღალო. ეს მავსებს შთაგონებით, რომ სხვადასხვა გზით მიღებულ ცოდნას გზადაგზა რაღაც ახალი შევმატო.

© photo: courtesy of eco handmadeეკა ჯოლოგუას ნამუშევარი
,,ეკო ხელნაკეთი“ – ჟურნალისტი, რომელმაც დამოუკიდებლად ათამდე ხელობა აითვისა - Sputnik საქართველო
ეკა ჯოლოგუას ნამუშევარი

– რადგან სახელოსნოს „ეკო ხელნაკეთი“ უწოდეთ, შესაბამისად, ყველაფერს ეკოლოგიური მასალისგან ამზადებთ? 

– სახელოსნოს ნეიტრალური სახელი ,ეკო ხელნაკეთი“ შევურჩიე, რადგან მინდოდა, რომ სახელწოდებას სახელოსნოს ძირითადი მესიჯი – ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ნივთების დამზადება გადმოეცა. მატყლი, რომლითაც მზადდება ჩვენი თექა, ნატურალური საღებავებითაა შეღებილი, თიხაც საბავშვოა, საღებავები – ბუნებრივ საფუძველზე დამზადებული, ოქრომკედის ძაფი ნატურალურ ძუაზეა დახვეული და ასეა სხვა დანარჩენი ხელსაქმის დროსაც. ეგ კი არა, თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ნამუშევრების შეფუთვის საკითხი წამოიჭრა, ამავე პრინციპის გათვალისწინებით აქაც არჩევანი ნაჭერსა და მუყაოზე შევაჩერე.

© photo: courtesy of eco handmadeეკა ჯოლოგუას ნამუშევარი
,,ეკო ხელნაკეთი“ – ჟურნალისტი, რომელმაც დამოუკიდებლად ათამდე ხელობა აითვისა - Sputnik საქართველო
ეკა ჯოლოგუას ნამუშევარი

– ინტერნეტის ეპოქაში ფოტოებს იშვიათად ბეჭდავენ, თუმცა თქვენი ხელნაკეთი ალბომის „ხათრით“ ალბათ ბევრი მიუბრუნდება მას...

– ფოტოალბომის დასამზადებლად ვიყენებ ისეთ მეთოდს, რომელსაც სკრაპბუქინგი ჰქვია, რაც ჩვენ ქვეყანაში ახლა იკიდებს ფეხს. სულ თითზე ჩამოსათვლელ, რამდენიმე ადამიანს თუ იპოვით ქვეყნის მასშტაბით, ვინც ამ ხელსაქმეზე მუშაობს. ხშირად მიფიქრია, რატომ აღარ ვბეჭდავთ ფოტოებს? ციფრულ სამყაროში თითქოს ფოტოების ბეჭდვის აუცილებლობა აღარ არსებობს. როდესაც ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა, ჩემი მიზანი იყო ამ მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლება – ფოტოალბომები ჩვენ ტკბილ მოგონებებს სამუდამოდ ინახავს. ხელსაქმით დაკავებული ადამიანისთვის იმაზე დიდი საჩუქარი არაფერია, როდესაც შემთხვევით ქუჩაში აღმოაჩენს, რომ ვიღაცას, მაგალითად, მის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი აცვია. ბედნიერებაა, როდესაც თითოეულ ნამუშევარში შენი სულის მცირედ ნაწილს ჩადებ და შემდეგ კი მათ სხვას გაატან. დამიჯერეთ, ეს ყველაზე დიდი გასამრჯელოა...

 

ყველა ახალი ამბავი
0