გაიფერადე მგზავრობა - „ფერადი ღვედი“ პოზიტიური და ხალისიანი მძღოლებისთვის

გამოწერა
სულ რამდენიმე თვეა თბილისში ფერად ღვედებიანი მანქანები გამოჩნდნენ. „ფერადი ღვედი“ ინოვაციური სტარტაპია, რომლის ავტორი ჯული კაპანაძე გახლავთ. მისმა შემქმნელმა მოიფიქრეა, როგორ გახადოს მგზავრობა უფრო კომფორტული, ფერადი და ხალისიანი.

როგორც ჯულიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „ფერადი ღვედი“ იცავს კანს გაღიზიანებისგან (კისერთან და მხართან), ხოლო ტანსაცმლის ქსოვილს დაზიანებისაგან.

- ბოლო წლებში ჩართული ვარ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების პროექტებში. უკვე რამდენიმე თვეა სამსახურებრივი პროექტების პარალელურად ფერადი ღვედის  იდეის ავტორთან, ანუ დედაჩემთან ერთად სრულად ჩართული ვარ კომპანიის საქმიანობაში, რაც უზომოდ საინტერესოა, თუმცა მოითხოვს ძალიან დიდ დროის რესურსს. დღესდღეობით ფერადი ღვედისთვის მოდელების შექმნა შეიძლება ითქვას, რომ არის  ჰობი, რომლისთვისაც სხვა ინტერესებისგან განსხვავებით დროს ყოველ დღე ვპოულობ.

© photo: courtesy of Colored beltჯული კაპანაძე
გაიფერადე მგზავრობა - „ფერადი ღვედი“ პოზიტიური და ხალისიანი მძღოლებისთვის - Sputnik საქართველო
ჯული კაპანაძე

- როგორ გაჩნდა „ფერადი ღვედის“ იდეა და როგორ მოიყვანეთ ეს იდეა სისრულეში?

- პირველი ღვედზე გადასაკრავი წლების წინ საკუთარი ხელით შემიკერა  დედამ. მანქანის ღვედმა ტანსაცმლის ქსოვილი დამიზიანა და რა თქმა უნდა მასთან დავიწუწუნე სახლში. პრობლემის მოსაგვარებლად რბილი და სასიამოვნო ნაჭრისგან შემიკერა ღვედზე გადასაკრავი, რომელიც ფხრიწით იკვრებოდა. მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო სავალდებულო ღვედის შეკვრა, მე ვიყავი ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც უსაფრთხოების ამ წესს იცავდა ჩემი უცხოელი მეგობრების გავლენით.  შესაბამისად, მე გახლავართ ღვედზე გადასაკრავის ყველაზე ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი. საზოგადოებისათვის ამ პროდუქტის შეთავაზების იდეა კი რამდენიმე თვის წინ გაჩნდა და მალევე შევუდექით განხორციელებას.

© photo: courtesy of Colored beltფერადი ღვედი
გაიფერადე მგზავრობა - „ფერადი ღვედი“ პოზიტიური და ხალისიანი მძღოლებისთვის - Sputnik საქართველო
ფერადი ღვედი

- რა არის „ფერადი ღვედის“  მიზანი და რა ფუნქცია აკისრია მას?

- ფერადი ღვედის პროდუქციას აქვს უპირველეს ყოვლისა დამცავი ფუნქცია. ღვედზე გადასაკრავი დამზადებულია რბილი და სასიამოვნო ქსოვილისგან და მისი გამოყენებით თქვენ უფრთხილდებით როგორც კანს (კისერთან და მხართან), ისე ტანსაცმელს.

გარდა დამცავი ფუნქციისა უნდა აღინიშნოს, რომ ღვედზე გადასაკრავის დახვეწილი ვიზუალი არა მხოლოდ საჭესთან მსხდომებს, არამედ ავტომანქანაში მსხდომ მგზავრებსაც წაახალისებს და უბიძგებს ღვედის შეკვრისაკენ. ავტომანქანით მგზავრობისას კი უსაფრთხოების ამ აუცილებელი წესის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.

© ფერადი ღვედი / FBფერადი ღვედი
გაიფერადე მგზავრობა - „ფერადი ღვედი“ პოზიტიური და ხალისიანი მძღოლებისთვის - Sputnik საქართველო
ფერადი ღვედი

მომხმარებლებში ძალიან პოპულარულია დაპრინტული მოდელები, პრინტი მომხმარებელს ერთგვარად თვითგამოხატვის შესაძლებლობას აძლევს, მათ შეუძლიათ დააფიქსირონ თავისი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

ფერადი ღვედის პროდუქციით შეიძლება დაინტერესდეს ნებისმიერი მძღოლი, რომელსაც დისკომფორტს უქმნის ავტომანქანის ღვედის უხეში კიდეები, თუმცა ჩვენს მიერ შექმნილი ღვედზე გადასაკრავები გამოსადეგია არამხოლოდ ავტომანქანის ღვედზე გადასაკრავად, არამედ ძალიან კომფორტულია ხელჩანთის, ლეპტოპის სახელურზე და ფოტოაპარატის საკიდზეც. 

© photo: courtesy of Colored beltფერადი ღვედი
გაიფერადე მგზავრობა - „ფერადი ღვედი“ პოზიტიური და ხალისიანი მძღოლებისთვის - Sputnik საქართველო
ფერადი ღვედი

- როგორ ფიქრობთ გაამართლა  იდეამ?

- სრულყოფილი შეფასების გაკეთება ცოტა ნაადრევი მეჩვენება. ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია ეს ყველაფერი, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ლოიალური კლიენტების არსებობა წარმატებაზე მიუთითებს და გვახარებს ის ფაქტი, რომ მომხმარებლებმა რომლებმაც თავად „დატესტეს“ ჩვენი პროდუქცია, უკვეთავენ მეგობრებისთვისაც. უამრავი ადამიანი გვწერს, რომ მოხიბლულები არიან იდეით, ძალიან მოსწონთ პროდუქტი და გვისურვებენ წარმატებებს. მათ მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები თუ შეფასებები საოცრად სასიამოვნო წასაკითხია  და რა თქმა უნდა სტიმულს გვაძლევს.

- „ფერად ღვედს“ საქართველოში ანალოგი თუ აქვს?

- რამდენადაც ვიცი არა.

- ღვედის გარდა სხვა ნივთებსაც ამზადებთ?

- ვამზადებთ მანქანის საბავშვო სავარძლის ღვედზე გადასაკრავებს. მომხმარებელთა თხოვნით ვცადეთ ავტომანქანის საჭეზე გადასაკრავების შექმნა. ვცდილობთ მომხმარებლების საჭიროებები გავითვალისწინოთ. ფუმფულა ზედაპირიანი საჭეზე გადასაკრავი დავტესტე და საოცრად კომფორტულია, ზამთარში დილას ხელები აღარ გეყინებათ საჭეზე შეხებისას.

© photo: courtesy of Colored beltფერადი ღვედი
გაიფერადე მგზავრობა - „ფერადი ღვედი“ პოზიტიური და ხალისიანი მძღოლებისთვის - Sputnik საქართველო
ფერადი ღვედი

- ამ ყველაფერს საკუთარი ხელით კერავთ?

- პროდუქციას ვამზადებთ კონტრაქტორების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩვენი უშუალო ჩართულობით ხდება ყველაფერი.

- რთული არ იყო მომხმარებლებისთვის თქვენი პროდუქტი მოგეწონებინათ? როგორ დაიმკვიდრეთ ქართულ ბაზარზე თავი?

- პირველივე დღეებში მომხმარებლის მოწონება დავიმსახურეთ. უცებ აღმოჩნდა, რომ ყველას აწუხებდა ღვედი. რაღაც ახალს ზოგჯერ სკეპტიციზმით ხვდებიან ადამიანები, მაგრამ ფერადი ღვედის შემთხვევაში სხვაგვარად იყო ყველაფერი და ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად იმოქმედა ჩვენს შემართებაზე. თავიდან ინტერნეტის მეშვეობით, GSS Car Rental-ში და გალფის რამდენიმე ბენზინგასამართზე იყიდებოდა ღვედზე გადასაკრავები. შემდეგ გავხსენით სტენდი თბილისი მოლში და დავამზადეთ საახალწლო მოდელები, თითოეული ღვედზე გადასაკრავი გაფორმებული იყო საახალწლო აპლიკაციით, თოვლის ბაბუის სხვადასხვანაირი გამოსახულებებით, ნაძვის ხეებით, ირმის გამოსახულებით. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად არაჩვეულებრივი იდეა იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა.

© photo: courtesy of Colored beltფერადი ღვედები
გაიფერადე მგზავრობა - „ფერადი ღვედი“ პოზიტიური და ხალისიანი მძღოლებისთვის - Sputnik საქართველო
ფერადი ღვედები

- მომხმარებლები რა შეფასებას გაძლევენ? ალბათ ხშირად გწერენ საკუთარ შთაბეჭდილებებს...

- ზოგიერთი მომხმარებელი არ იშურებს შეფასებებს. კარგი იქნებოდა  ყველა საჯაროდ წერდეს და გამოხატავდეს თავის კმაყოფილებას, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე უსაზღვროდ გვახარებს  პოზიტიური უკუკავშირის მიღება ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს საჯარო კომენტარი თუ პირადი შეტყობინება სოციალურ ქსელში.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ალბათ როგორც ყველა სტარტაპერს გვინდა წარმატებულ კომპანიად ვაქციოთ ფერადი ღვედი. ამ წარმატების ნაწილი იქნება იმ ჩანაფიქრის განხორციელებაც რაც დასაწყისშივე გქონდა: საქველმოქმედო საქმიანობა, უფრო კერძოდ კი მოხუცებულთა სახლების, თავშესაფრების დახმარება. კიდევ გვაქვს საინტერესო იდეები, როგორც პროდუქციასთან დაკავშირებით, ისევე საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად  განვახორციელებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0