ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე

© photo: courtesy of Guro Davitlidzeგურო დავითლიძე
გურო დავითლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ერთი კარგი ქართველის დაბადების დღეა, მას ჯერჯერობით ისე ფართოდ არ იცნობენ ლიტერატურულ წრეებში, როგორც სურდა, მაგრამ ყველაფერი წინ აქვს. რაც მთავარია, საამისო მონაცემებს უკვე ავლენს...

გურო დავითლიძე 23 წლის გახდა. ის ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. მისი ინტერვიუები ქართველ მწერლებთან ხშირად იბეჭდება „ლიტერატურულ გაზეთში“. ხშირად მოგზაურობს საქართველოს მთიან რეგიონებში, ნახულობს მიტოვებულ სოფლებს. საკუთარ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით უკვე 40-გვერდიანი მოგონებები აქვს დაწერილი, რაც მომავალში, ადვილი შესაძლებელია, წიგნად აიკინძოს. უყვარს ფოტოგრაფიაც და, როგორც გავარკვიეთ, საინტერესო მოსაუბრეც აღმოჩნდა.

© photo: courtesy of Guro Davitlidzeგურო დავითლიძე
ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე - Sputnik საქართველო
გურო დავითლიძე

– გურო, გილოცავ დაბადების დღეს. მოდი, მოგვიყევი შენი ცხოვრების ამბავი, ვინ ხარ, რა გიყვარს?

– მადლობა მოლოცვისთვის. თავიდან, ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, შემდეგ ტრავმის გამო მომიწია გზიდან გადახვევა. ჩემი გზა კი დღეს ლიტერატურისკენ მიდის. ბევრს დავდივარ თბილისში, სოფლებში, მთებში, უცხოეთში, ვსწავლობ და ვკითხულობ, ვწერ, ჯერ ჩემთვის. მიყვარს ფოტოების გადაღება, კინო და თეატრი. კიდევ ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მუსიკის გარეშე, უფრო ხშირად ქართულ სიმღერებს ვუსმენ. ისე, ერთ დღეს შეიძლება კლასიკას ვუსმენდე, მეორე დღეს კი როკს. არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყე მოგზაურობა საქართველოში. ყველა კუთხე მოვიარე და ყველაფერთან ერთად დაცარიელებული სოფლებიც ვნახე. სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩემი გულისტკივილისა...

© photo: courtesy of Guro Davitlidzeმეგობრებთან ერთად ლაშქრობის დროს
ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად ლაშქრობის დროს

– „გაგვიბალახდა ბილიკები" - ასეთია მოგზაურობის შედეგად მიღებული შენი ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება...

– ბილიკების გაბალახებაზე ჩემამდეც ბევრმა დაწერა, მე მხოლოდ ვკითხულობდი. თუმცა ერთ ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ მზიან დღეს მოვხვდი მთიულეთში და გოდერძისეული სევდა მომაწვა. ასე იყო ხევსურეთში, ფშავში და, საერთოდ, ყველა კუთხეში... ინგრევა ადამიანებისგან დაცლილი სახლები, არის ადგილები, სადაც არათუ აღარ ცხოვრობენ, საკუთარ პაპისეულ სახლებშიც აღარავინ ჩადის. როცა მოგზაურობ და ასეთ სახლებს უყურებ, შიში გიპყრობს. წარმოიდგენ როგორ დარბოდნენ აქ ოდესღაც ბავშვები, როგორ დადიოდნენ ნელი, დინჯი ნაბიჯებით ბებოები და პაპები. უფიქრდები დღევანდელ სიტუაციას და გული გწყდება, რომ დღეს ეს ყველაფერი უკვე წასრულია... რეალობა მწარე და დამღლელია და ამ რელობიდან გაღწევას ლიტერატურით ვცდილობ და ვახერხებ. უკვე დავწერე 40-გვერდიანი მოგონებები, სადაც მთელი მოგზაურობა მაქვს აღწერილი.

© photo: courtesy of Guro Davitlidzeგურო დავითლიძე
ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე - Sputnik საქართველო
გურო დავითლიძე

– გოდერძისეული სევდა ახსენე, ვიცი, რომ საქართველოს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ბევრი რამ გაწუხებს...

– ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ქართველები ერთად არ ვართ, არც ისეთი ნაღდები ვართ, როგორიც უნდა ვიყოთ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ არც ვცდილობთ რამის შეცვლას. ან, თუ ვიცვლებით, მხოლოდ საკუთარი თავის საზიანოდ. მთა აღარ გვინდა, სოფლებიდან არათუ მოვდვართ, არამედ უკან მიხედვაც არ გვსურს. მეხსიერება გვღალატობს: ომებს ვივიწყებთ, ისტორიას, დაღუპულ ბიჭებს ვივიწყებთ და მარტო პირად ინტერესებზე ვფიქრობთ. ესაა ჩემი სათქმელი და გულისტკენა, რომლის გადმოცემის ძალა ალბათ ბოლომდე არ შემწევს...

© photo: courtesy of Guro Davitlidzeგურო დავითლიძე თავის საყვარელ ლექტორთან, ექვთიმე კოჭლამაზიშვილთან ერთად
ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე - Sputnik საქართველო
გურო დავითლიძე თავის საყვარელ ლექტორთან, ექვთიმე კოჭლამაზიშვილთან ერთად

– მაგრამ ბედნიერებისთვისაც რომ გაქვს მიზეზი?

– რა თქმა უნდა. ბედნიერი ვარ, რადგან ქართველ მწერლებთან ურთიერთობისა და მათთან ერთად მოგზაურობის შესაძლებლობა მაქვს. შემიძლია ამდენი ნამდვილი, საოცარი ამბავი გავიგო. მე მყავს უფროსი მეგობარი, პროფესორი, ბატონი ექვთიმე კოჭლამაზიშვილი, რომელთან ერთადაც ბევრჯერ ვყოფილვარ ლაშქრობაში. მას ჰყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებთან ერთად დიდი ხანია მთაში დადის. ყველაზე საინტერესო და ლამაზი დღეები სწორედ ჩემ უფროს მეგობრებთან ერთად მაქვს გატარებული.

© photo: courtesy of Guro Davitlidzeგურო დავითლიძე
ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე - Sputnik საქართველო
გურო დავითლიძე

– რომელმა ამბავმა მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება?

– ორი წლის წინ ძმაკაცთან ერთად ხევსურეთში ვიმოგზაურე. ავტოსტოპით ავედით შატილამდე, მერე ფეხით მუცომდე. გზაზე ბევრი დაღუპული ახალგაზრდა ადამიანის სახელობის წყარო შეგვხვდა. მათზე ძალიან სევდიანი ეპიტაფიები იყო მიწერილი. როცა არდოტში მივედით, ერთი სახლის ეზოში ბავშვი დარბოდა. მთელ იმ არემარეში მხოლოდ ის იყო სულიერი. როცა ვკითხე დედ-მამა სად არიან მეთქი, მიპასუხა, მამა არ მყავს, დედა კი, აი, იქაა, ტელეფონზე უნდა დარეკოსო და გაგვახედა მაღალი მთისკენ, სადაც წერტილივით ჩანდა დედამისი. ძალიან დავითრგუნეთ. წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვი, სრულიად მარტო, ოჯახის წევრების, სხვა ბავშვების გარეშე, მიტოვებულ სოფელში... ჩავეხუტეთ, ტკბილეული მივეცით და იქიდან ძალიან მძიმე განცდით წამოვედით. გზაზე კიდევ გვხვდებოდა ნასახლარები.

© photo: courtesy of Guro Davitlidzeგურო დავითლიძე
ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე - Sputnik საქართველო
გურო დავითლიძე

– რომელიმე სხვა დროში ცხოვრებას ისურვებდი?

– ყოველთვის ვამბობ, რომ მგონი, არასწორ დროს დავიბადე–მეთქი. რაღაც ამოუხსნელი ნოსტალგია მაქვს იმ თბილისისა, რომელზეც მამების თაობის ადამიანები მიყვებიან. ჩემი თაობის ადამიანებში ისტორიის დაუფასებლობა არ მომწონს. მოწონებით კი – ის, რომ თავისუფლები ვართ და იმის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, რაც სინამდვილეში გვსურს.

© photo: courtesy of Guro Davitlidzeგურო დავითლიძე
ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე - Sputnik საქართველო
გურო დავითლიძე

– შენი აზრით, ვინ არის დღევანდელი დღის გმირი?

– სიტყვა გმირზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბიჭები მახსენდებიან, რომლებიც აღარ არიან და ჩვენ ბედნიერებასა და თავისუფლებას შეეწირნენ. შემდგომ, რა თქმა უნდა, მასწავლებლები, პროფესორები, ექიმები მახსენდებიან. გმირია ყველა, ვინც უშუალოდაა ჩართული ადამიანის აღზრდა-განვითარების, ბედნიერებისა და ჯანმრთელობის საქმეში. ესენი არიან ჩემთვის დღევანდელი დღის გმირები.

© photo: courtesy of Guro Davitlidzeგურო დავითლიძე
ბალახადქცეული ბილიკები, არდოტელი დედა-შვილი და ნოსტალგია მამების თაობის თბილისზე - Sputnik საქართველო
გურო დავითლიძე

– როგორ საქართველოზე ოცნებობ?

– სამშობლო ადგილია, სადაც შემიძლია ღრმად და თავისუფლად ვისუნთქო. ვყოფილვარ საზღვარგარეთაც და ერთ დღეში მომნატრებია აქაურობა. ვიცი, ვერაფერს ვნახავ უცხოეთში ისეთს, რითიც აქაურობას ოდნავადაც მიჯობდეს. ვოცნებობ სიყვარულით სავსე საქართველოზე, სადაც ერთ ქართველს მეორე, მისთვის უცნობი ქართველი ეყვარება. სიყვარულით და მეგობრებით სავსე ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო...

 

ყველა ახალი ამბავი
0