სამი პროფესიის სამსახურში და 21 წლის ასაკში დაწყებული ლექტორობა

© photo: courtesy of Shevchenko Leliლელი შევჩენკო და მისი მეუღლე, ცნობილი რადიოწამყვანი ბეგი ლოგუა
ლელი შევჩენკო და მისი მეუღლე, ცნობილი რადიოწამყვანი ბეგი ლოგუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელი შევჩენკო – არქიტექტორ-დიზაინერი და არტთერაპევტი. მონაწილეობდა ისეთი პროექტების განხორცილებაში, როგორიცაა ძველი თბილისის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო და საინვესტიციო პროექტები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიათეკა-ბიბლიოთეკა.

მუშაობდა ოცზე მეტი კლინიკის დიზაინსა და არქიტექტურაზე, მათ შორისაა სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი, ავერსის კლინიკები, პედიატრიული კლინიკა და ა.შ. არის დამფუძნებელი არქიტექტურული საპროექტო და სადიზაინერო სტუდიისა „ლელი შევჩენკო და პარტნიორები", რომელიც კერძო შეკვეთებზე მუშაობს.

© photo: courtesy of Shevchenko Leliლელი შევჩენკო
სამი პროფესიის სამსახურში და 21 წლის ასაკში დაწყებული ლექტორობა - Sputnik საქართველო
ლელი შევჩენკო

– ქალბატონო ლელი, ადამიანი თავის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანს პროფესიას უკავშირებს, როგორ მოხდა ეს თქვენ შემთხვევაში?

– არჩევანის წინაშე უკვე სკოლაში სწავლის პერიოდში ვიდექი, რათა სასურველი ოთხი პროფესიიდან ერთი ამერჩია. მინდოდა გავმხდარიყავი: ჟურნალისტი, მწერალი, მხატვარ-დიზაინერი ან ფსიქოლოგი. ამის გარკვევისთვის სრული სამი წელი დამჭირდა, რადგან ყოველთვის ერთნაირად მიყვარდა წერა, ხატვა, ახალი ნივთების შექმნა და ადამიანის ფსიქიკაში წვდომაც. საბოლოოდ არჩევანი დიზაინერობაზე შევაჩერე, რადგან ის ყველაზე მრავლისმომცველ სფეროდ ჩავთვალე. რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში. პროფესიონალ არქიტექტორად და დიზაინერად ჩამოყალიბებისთვის ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დამჭირდა. როცა აკადემიაში ჩავაბარე, სრული უმოქმედობა სუფევდა, არც სამსახურის პერსპექტივა ჩანდა. ასეთ დროს იმედგაცრუება დამეუფლა: რისთვის ვსწავლობდი ან რატომ გავიარე ასეთი რთული კონკურსი აკადემიაში მოსახვედრად? ჩემი ცხოვრება ასეთად არ წარმომედგინა, რეალობას ვერაფრით ვეგუებოდი...

© photo: courtesy of Shevchenko Leliლელი შევჩენკო
სამი პროფესიის სამსახურში და 21 წლის ასაკში დაწყებული ლექტორობა - Sputnik საქართველო
ლელი შევჩენკო

– თუმცა ყველაფერი გადალახეთ, მეგობრები და ნაცნობები ძლიერ ქალად გთვლიან...

– მომწონს, როცა ქალი ერთდროულად ძლიერიცაა და ქალურიც. ეს ორი ცნება ერთიმეორეს არ გამორიცხავს. არ მიყვარს სტერეოტიპებით აზროვნება, სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად მივსულვარ ობიექტზე, მშენებლობაზე ისე ჩაცმული, როგორც თავად მომწონს – ქალურად და ფერადად გამოწყობილი. ხშირად მქონია სასაცილო მომენტიც, როცა არქიტექტურული პროექტის განხილვამდე „გოგონათი“ მომმართავდნენ, პრეზენტაციის მერე კი „ქალბატონო ლელით“. ეს იმ სტერეოტიპის დამსახურებაა, როცა ჰგონიათ, რომ არქიტექტორი აუცილებლად 50-60 წლის, მუშის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცია და ქალს მხოლოდ მსუბუქი დიზაინის შექმნა შეუძლია. მიყვარს, როცა ადამიანებს არ ვაძლევ უფლებას, რომ თავად განმისაზღვრონ რა შემიძლია და რა არა.

© photo: courtesy of Shevchenko Leliლელი შევჩენკო
სამი პროფესიის სამსახურში და 21 წლის ასაკში დაწყებული ლექტორობა - Sputnik საქართველო
ლელი შევჩენკო

– საკმაოდ ახალგაზრდამ დაიწყეთ ლექციების კითხვა...

– ჯერ კიდევ 21 წლის ვიყავი, როცა გრაფიკული პროგრამების ლექტორად მიმიღეს. სამი წელი ვასწავლიდი და გამოცდებს ვუტარებდი ჩემზე ასაკით ორჯერ და სამჯერ უფროს ხალხს. პროგრამებში მუშაობის დარგში გამოცდილება დავაგროვე, ხაზვა–პროექტირებაც კარგად ვისწავლე და არქიტექტურის მაგისტრატურაში ჩავაბარე. ამ სფეროს პროფესიონალმა, ბატონმა თემურ ჯორჯაძემ განსხვავებული სფეროდან მისული სტუდენტი იმ პირობით მიმიღო, რომ სემესტრში ერთის ნაცვლად ორი ამ სამი მოცემულობა უნდა გამეკეთებინა. ჩემმა სტუდენტურმა პროექტმა პირველი სემესტრის დახურვისას აიღო პრიზი. სულ ვხუმრობ ხოლმე – არქიტექტორი და რეჟისორი პროფესიულად ჩამოყალიბებას 45 წლიდან იწყებს, ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მოზარდი ვარ. არქიტექტურა და მენეჯმენტი იყო ის სფერო, სადაც საკუთარ თავს ვხედავდი. ამისთვის აუცილებლად მჭირდებოდა კომპიუტერის და 3ds Max, ArchiCAD და ა.შ. ურთულესი გრაფიკული, სამონტაჟო პროგრამების სწავლა, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რადგან თითო კურსის გავლა ძალიან ძვირი ღირდა.

© photo: courtesy of Shevchenko Leliლელი შევჩენკოს პროექტი
სამი პროფესიის სამსახურში და 21 წლის ასაკში დაწყებული ლექტორობა - Sputnik საქართველო
ლელი შევჩენკოს პროექტი

– თუმცა სხვა სასურველი პროფესიებიც არ დაგვიწყებიათ...

– დიახ, ისე გამოდის, რომ ჩემთვის სასურველი სამივე პროფესიული არჩევანი შევასრულე: წერა არ მიმიტოვებია და ერთხელაც აუცილებლად გამოვაქვეყნებ საკუთარ ჩანაწერებსა და კვლევებს, არქიტექტურა–დიზაინში მთელი დატვირთვით ვმუშაობ და უკვე ფსიქოლოგიაშიც ჩავერთე. რადგან მივხვდი, რომ მარტო ერთი მიმართულებით ვერასდროს ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი, მხოლოდ სცენოგრაფია ან ფერწერა არ დამხარჯავდა.

© photo: courtesy of Shevchenko Leliლელი შევჩენკოს პროექტი
სამი პროფესიის სამსახურში და 21 წლის ასაკში დაწყებული ლექტორობა - Sputnik საქართველო
ლელი შევჩენკოს პროექტი

– რატომ აიგივებთ დიზაინერს ფსიქოლოგთან და მსახიობთან?

– თითქოს სრულიად სხვადასხვა პროფესიებია დიზაინერი და მსახიობი, მაგრამ მათი მუშაობის მეთოდიკა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ორივეს შემთხვევაში სხვისი ხასიათი უნდა შეისწავლო, ჩაუღრმავდე, შეხვიდე „სხვის ტყავში” და სხვისი თვალებით შეხედო სამყაროს. დიზაინერის პროფესია ასევე ახლოსაა ფსიქოლოგთანაც, რადგან სივრცეც ადამიანივითაა და დიზაინერმა მისი სული უნდა ამოიცნოს... ფსიქოლოგიაში, კერძოდ, არტთერაპიაში ბავშვების მიმართულებითაც ვმუშაობ. ბავშვებისთვის ფერწერის, ხელოვნების კურსი შევქმენი და ჩემ მიერვე დაარსებულ სკოლაში „თამაში ფერებით“ 7-დან 13 წლამდე ბავშვებს დაახლოებით ორი წელი სპეციალური კურსი ჩავუტარე.

© photo: courtesy of Shevchenko Leliლელი შევჩენკო
სამი პროფესიის სამსახურში და 21 წლის ასაკში დაწყებული ლექტორობა - Sputnik საქართველო
ლელი შევჩენკო

– მაშინ როგორც ფსიქოლოგს გკითხავთ – როგორ შეუძლია ადამიანს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა?

– სითბოთი და სიყვარულით განებივრებული ბავშვობა მქონდა, აფხაზეთის ომის შემდეგ მშობლებთან ერთად თავიდან ავაშენეთ მომავალი. შეგვერყა ჯანმრთელობა, აღარ გვქონდა საცხოვრებელი სახლი, მაგრამ ყველაფერი, მათ შორის ფინანსური სირთულეებიც დავძლიეთ და ცხოვრება ახლიდან შევქმენით. უკეთესობისკენ შეცვლას ყველა თავისი მეთოდით ცდილობს, მე ჩემი გზა მაქვს არჩეული. მარტივად არაფერი მიმიღია ცხოვრებაში, ყველაფრისთვის ბრძოლა დამჭირდა. უბრალოდ, გადატანილ სირთულეებზე საუბარი არ მიყვარს, ვცდილობ სხვას არ გადავცე ჩემი ნეგატიური ემოციები, რათა ის უარყოფითად არ დავმუხტო. მჯერა ფიქრის ძალის, ოცნების, უზენაესი, კეთილი ძალის არსებობის და ვიცი, რასაც გავიფიქრებ, სამყარო იმას ზუსტად ისე მიიღებს. პირველ რიგში, აღვიქვამ განწყობასა და ფერებს, მჯერა ენერგეტიკისა და აურის არსებობის. ვიცი, თუ დადებით ტალღაზე მომართავ საკუთარ ფიქრებს, ბევრ რამეს უკეთესობისკენ შეცვლი. და, კიდევ, სამყაროს უკეთესად გარდაქმნა თუ გინდა, ჯერ საკუთარი თავით უნდა დაიწყო...

ყველა ახალი ამბავი
0