ნიკა ბაზაძე თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდნტია, რომელმაც სხვა სტუდენტებთან ერთად დამგზავრების პიველი ქართული ინოვაციური აპლიკაცია „ჰარი" შექმნა. აპლიკაციის მეშვეობით მძღოლს თქვნთვის სასურველი მიმართულებით დაემგზავრებით და მგზავრობის ხარჯს გაინაწილებთ. „ჰარის“ საშუალებით თქვენ იმგზავრებთ იაფად, სწრაფად და კომფორტულად. აპლიკაციის შესახებ დაწვრილებით მისი შემქმნელი, ნიკა ბაზაძე მოგვითხრობს.
– „ჰარის“ შექმნია იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, იმ პრობლემიდან გამომდინარე რასაც მე თვითონ ხშირად ვაწყდებოდი. წარმოშობით ქუთაისიდან ვარ და იქ ხშირად მივემგზავრები ჩემი ოჯახის სანახავად, მგზავრობა მეტწილად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიწევს, რაც დამეთანხმებით ნერვების ნამდვილი გამოცდაა. მთელი სისტემა გაუმართავი და მოუწესრიგებელი, არაკომფორტული ტრანსპორტი, მუდმივად არაგეგმიური გასვლები და ა.შ. საბჭოური გადმონაშთი „მარშუტკის” და მინივენის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამის გამო დავიწყე ფიქრი ალტერნატივაზე, თუ როგორ შევძლებდი შემემსუბუქებინა და უფრო სახალისო გამეხადა მგზავრობის პროცესი. აქედან გაჩნდა „ჰარი“, დამგზავრების მობილური აპლიკაცია, რომლის განვითარება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან კარგ და ძლიერ სტუდენტებთან ერთად. თავისუფალ უნივერსიტეტში შევძელი შემეკრიბა ყველაზე წარმატებული პროგრამისტების და დიზაინრებისგან შემდგარი გუნდი, ხოლო მოგვიანებით გუნდი გაიზარდა და ამ ეტაპზე შვიდი ადამიანი ვმუშაობთ აპლიკაციაზე. ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანი სრულიად უსასყიდლოდ, თავისუფალ დროს და მხოლოდ საკუთარი მოტივაციით, „ჰარის“ იდეის რწმენით ქმნიდა პროდუქტს.
სტარტაპზე მუშაობისას მონაწილოება მივიღეთ რამდენიმე ადგილობრივ კონკურსში, Creative Georgia-ს კონკურსის მეშვეობით დავესწარით ესტონეთში გამართულ ფორუმს, Creative Business Cup-ზე კი მეორე ადგილის მფლობელები გავხდით. დიდი გამოცდილება იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააქსელერაციო პროგრამის Y-Combinator School-ის ონლაინში გავლა, რაშიც ჰარის მეშვეობით მოვხვდი.
– რა არის აპლიკაციის მიზანი?
– აპლიკაციის მიზანია ქალაქიდან ქალაქისკენ მიმავალი ინდივიდუალური მძღოლები და მგზავრები ერთმანეთს დააკავშიროს მგზავრობის გაზიარების მიზნით. დამგზავრების საშუალებით მძღოლი შეძლებს საწვავის ხარჯი დაზოგოს და მეგობრულ გარემოში გაატაროს ხანგრძლივი გზა. მგზავრს კი საშუალება ექნება გაცილებით კომფორტულად და მხიარულად იმოგზაუროს ვიდრე ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოახერხებდა. გვინდა ხალხს შევთავაზოთ ალტერნატივა, რომლითაც მათი ცხოვრების შემადგენელი პროცესები უფრო გამარტივდება და მეტ სიამოვნებას მიანიჭებს მათ. ასევე მძღოლებისთვის შეთავაზებაც გვაქვს: წარმატებული მე-100 მგზავრობის შემსრულებელი მძღოლი საჩუქრად 25 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერს მიიღებს.
– რა ეტაპზეა აპლიკაცია? უკვე გაშვებულია?
– „ჰარი“ სულ რაღაც ერთი თვეა ხელმისაწვდომია IOS და ANDROID სისტემებისთვის. აპლიკაცია სატესტო რეჟიმშია და მუდმივად ვმუშაობთ ხარვეზების გამოსწორებაზე. პერიოდულად ვმატებთ საჭირო ფუნქციებს და ა.შ. ვცდილობთ საკუთარი რესურსებით მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას ჩვენს შესახებ. ამ დროისთვის კი 1500-ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული.
– როგორ აკონტროლებთ რეალუად უბრალო მგზავრია ჩართული აპლიკაციაში თუ მარშუტკის ან მინივენის მძღოლი, რომლისთვისაც მგზავრების გადაყვანა შემოსავლის წყაროა?
– „ჰარის“ კონცეფციაზე ფიქრისას დასაწყისშივე გავითვალისწინეთ, რომ დაგვჭირდებოდა დამცავი მექანიზმის შემუშავება, რაც ტაქსის, მინივენის თუ მარშუტკის მძღოლებს გაუქრობდა აპლიკაციის გამოყენების სტიმულს. ამიტომ შევიმუშავეთ ალგორითმი, რომელიც ფასების ზედა და ქვედა ზღვარს ადგენს, რაც თავის მხრივ არ არის მომგებიანი კომერციული კუთხით დაინტერესებილი მძღოლებისთვის.
– საქართველოში თუ არსებობს „ჰარის“ მსგავსი აპლიკაცია?
– საქართველოში „ჰარი“ პირველი აპლიკაციაა, რომელიც ამ სერვისს სთავაზობს მომხარებელს, თუმცა მანამდე იყო მცდელობები, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ასევე არსებობს ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლის მიზანიც მგზავრებისა და მძღოლების დაკავშირებაა. ამ ჯგუფებში კი ხშირად რთულია კომუნიკაცია და ჭირს განცხადებების პოვნა, აპლიკაციაში ვეცადეთ ყველა ის პრობლემა გაგვეთვალისწინებინა, რაც აქამდე მგზავრის და მძღოლის დაკავშირებას ართულებდა და ვფიქრობ „ჰარის“ მარტივი და მოსახერხებელი პლატფორმა ამ სირთულეებს ერთიანად აგვარებს.
– ის ადამიანები, ვინც უკვე ისარგებლეს აპლიკაციით, თავის შთაბეჭდილებებ გიზიარებენ?
– ჩვენი განვითარების საწინდარი მომხარებლის უკუკავშირია. მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი რჩევა თუ კრიტიკა მოვისმინოთ და გავაანალიზთ, რადგან „ჰარი“ არათუ ჩვენი არამედ ჩვენი მომხარებლის აპლიკაციაა, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ, გაიმარტივონ კომუნიკაცია და გაიხალისონ ქალაქებს შორის გადაადგილება. გვინდა ჰარი მომხარებლის ცნობიერებაში საყვარელ კომპანიად პოზიციონირდეს, რომელთანაც ასოცირებული იქნება თავგადასავლებით სავსე ბედნიერი მოგზაურობები.
– მომავალში რა გეგმები გაქვთ?
– საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რთულია ვისაუბროთ აპლიკაციით მიღებულ ისეთ შემოსავალზე, რაც დაფარავს ყველა საჭირო ხარჯს. ამიტომ „ჰარის“ გამართვისა და დახვეწის შემდეგ, ვფიქრობთ ამიერკავკასიის ქვეყნებში გასვლას.