როცა სიმღერა მკურნალია – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება უცხოეთში

© Sputnik / Alex Shlamovთამარ დუდუნია
თამარ დუდუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მომღერალმა, რომელმაც მოკლე დროში მეზობელ ქვეყანაში დიდ წარმატებას მიაღწია, „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავის შემოქმედებით კარიერაზე და ახლად შექმნილ ოჯახზე ისაუბრა.

თამარ დუდუნია არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატია. მის ყულაბაშია ჯილდოები ისეთი მუსიკალური კონკურსებიდან, როგორიცაა: რუსეთის ხელოვნების ფესტივალის Сквозь тернии — к звездам პრემია, ვიტებსკში კონკურს Студенческая весна-ს ბრინჯაოს მედალი, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის Мелодия друзей Италии გრან-პრი, ტელეარხ СТС-ის შოუ Успех-ის ფინალი, ხელოვნების XXVII საერთაშორისო ფესტივალზე Славянский базар მეოთხე ადგილი და სულ ახლახან შოუ Новая звезда 2019-ის გამარჯვებულის ტიტული.

© photo: Tamro Dudunia / FBთამარ დუდუნია შოუ "Новая звезда 2019"-ის გამარჯვებული გახდა
როცა სიმღერა მკურნალია – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება უცხოეთში - Sputnik საქართველო
თამარ დუდუნია შოუ "Новая звезда 2019"-ის გამარჯვებული გახდა

თამარის მშობლები აფხაზეთიდან არიან. გასაგები მიზეზების გამო 90-იან წლებში გალიდან თბილისში მოუხდათ საცხოვრებლად გადმოსვლა. ასე რომ, თამარი თბილისში დაიბადა. როცა ორი წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად რუსეთის ქალაქ სმოლენსკში გადავიდა და გოგონამ ბავშვობა სწორედ ამ ქალაქში გაატარა. ვოკალში თავისი ძალები ძალიან პატარამ მოსინჯა, თუმცა მომღერლის კარიერაზე არასდროს უფიქრია და ექიმის პროფესია არჩია.

© Sputnik / Alex Shlamovთამარ დუდუნია
როცა სიმღერა მკურნალია – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება უცხოეთში - Sputnik საქართველო
თამარ დუდუნია

– თამარ, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე გამარჯვებას! კონკურსი საკმაოდ რთული იყო, მასში რუსეთის ყველა რეგიონის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას და ამდენ ვოკალისტს შორის საუკეთესოდ გაღიარეს. როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

– კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემ ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა – მამა დამეღუპა. იმდენად შემძრა ამ ამბავმა, რომ არაფერზე ფიქრი არ შემეძლო. კონკურსის პირველ ტურზე მივედი იმიტომ, რომ განაცხადი მონაწილეობაზე ამ ტრაგედიამდე მქონდა შეტანილი. მამას ძალიან უნდოდა სმოლენსკის სახელით მიმეღო მონაწილეობა ვოკალურ კონკურსში. ასე რომ, ხომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ მტკიოდა და მემღერებოდა...

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ზუსტად ვიცი – პირველი ტურიდან დაწყებული, ფინალურ კონცერტამდე დარბაზში მამაჩემი იჯდა და მამხნევებდა – „იმღერე, შვილო, იმღერე!“

© FB / Земфира Паразияთამარ დუდუნია მშობლებთან და ძმასთან ერთად.
როცა სიმღერა მკურნალია – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება უცხოეთში - Sputnik საქართველო
თამარ დუდუნია მშობლებთან და ძმასთან ერთად.

სცენაზე ზემოდან პროჟექტორები მანათებდა, თვალებს მივაპყრობდი და მამის სახეს ვხედავდი. ეს ძალიან მეხმარებოდა, თუმცა ქვითინი ყელში ბურთად მებჯინებოდა და ძალიან რთული იყო სიმღერისას ამის გადალახვა...

მამას „ჩემს გმირს“ ვეძახდი. ის ჩემთვის მხოლოდ მამა კი არა, უდიდესი მეგობარი იყო. სულ პატარაობიდან საყრდენად და უძლეველ კედლად მყავდა... როცა დედა მიწყრებოდა, მამა ყოველთვის მიცავდა, ძალიან განებივრებული „მამიკოს გოგო“ ვიყავი. მას ვანდობდი ყველა ჩემ საიდუმლოს, ყველა ჩემი სურვილი მაშინვე სრულდებოდა. არასოდეს დავფიქრებულვარ იმაზე, შეეძლო თუ არა მას ამის გაკეთება... ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო და ამის გამო ყველა დიდ პატივს სცემდა.

– რა გახსოვთ საქართველოში გატარებული ბავშვობიდან?

– თბილისში დავიბადე და მხოლოდ ორ წლამდე ვცხოვრობდი აქ. შემდეგ სმოლენსკში გადავედით. დიდი მადლობა დედას, რომ მან ვიდეოკასეტებზე შემოინახა ჩემი თბილისური ბავშვობის ამსახველი ჩანაწერები. სიმართლე გითხრათ, სულ ვიცოდი, რომ თბილისში უნდა მეცხოვრა, თუმცა არ ვიცოდი რა ასაკში...

და, აი, უკვე საქართველოს დედაქალაქში ვცხოვრობ, რაც ძალიან მახარებს!

– გათხოვების მერე გადმოხვედით? გვიამბეთ, როგორ შეხვდით თქვენ მეუღლეს.

– ჩემი მეუღლე სწორედ ის მფარველი ანგელოზია სიმღერიდან „ძლიერი ქალი“, რომელიც კონკურსის ფინალში შევასრულე. ეს სიმღერა სპეციალურად ჩემთვის დაწერეს კომპოზიტორმა გიგა კვენეტაძემ და პოეტმა ინესა კამინსკაიამ. ისინი ახლოს იყვნენ ჩემ ოჯახთან და მამის დაკარგვის ტრაგედია ჩემთან ერთად გაითავისეს... სიმღერა ჩემი ცხოვრების ორ მამაკაცს ეძღვნება – მამას და ჩემს მეუღლეს, რომელიც ჩემი ცხოვრების ამ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში მფარველ ანგელოზად მომევლინა.

ჩემს მომავალ მეუღლეს შემთხვევით შევხვდი თბილისში. ყოველ ზაფხულს და ზამთარს თბილისში ვატარებ. ოჯახური ტრადიციაც კი გვაქვს – ახალ წელს თბილისში ვხვდებით. შარშან, ზაფხულში დედასთან ერთად კვლავ ვსტუმრობდი დედაქალაქს. მეგობარმა გოგონამ კარაოკე ბარში დამპატიჟა. სწორედ იმ საღამოს შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს. აღმოჩნდა, რომ მას რამდენიმე წლით ადრე გაუცვნია ჩემი მშობლები და პირველი, რაც მითხრა, იყო – „ძალიან მაგარი მამა გყავს“. მერე მაცნობა, რომ დიდი ხანია Facebook-ზე მეგობრობს ჩემთან და კომენტარებსაც კი მწერდა, რომელთაც თურმე „არ ვამჩნევდი“. ისიც მითხრა, რომ დილას ჩემი სიმღერით „უსიყვარულობანას ვთამაშობდით“ იწყებს...

© Photo: courtesy of Tamara Duduniaთამარ დუდუნია მეუღლესთან ერთად
როცა სიმღერა მკურნალია – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება უცხოეთში - Sputnik საქართველო
თამარ დუდუნია მეუღლესთან ერთად

ურთიერთობა უბრალო მეგობრობით დავიწყეთ და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე სერიოზულ სახეს მიიღებდა...

როცა მამა დავკარგე, ჩემთვის უმძიმეს პერიოდში მან ისეთი საოცარი თანადგომა გამიწია, იმდენად ადამიანურად და ვაჟკაცურად გადამატანინა ეს ტკივილი, რომ ჩემი გრძნობები აბსოლუტურად შემოტრიალდა და...

ერთმანეთი ივლისში გავიცანით, ჯვარი კი სექტემბერში დავიწერეთ. მამა ახალი გარდაცვლილი იყო და ბევრმა ახლობელმა გამკიცხა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან სწრაფად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მაგრამ, იცით რა, ადამიანს სანამ გაკიცხავ, ჯერ მის ადგილზე უნდა წარმოიდგინო თავი...

© Sputnik / Alex Shlamovთამარ დუდუნია
როცა სიმღერა მკურნალია – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება უცხოეთში - Sputnik საქართველო
თამარ დუდუნია

– არ გაგიჭირდათ საცხოვრებლად ახალ ადგილზე ასე უცებ გადმოსვლა?

– ჯერ ერთი, არასოდეს ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. ადვილად ვეგუები ახალ გარემოებებს, საკმაოდ კომუნიკაბელურიც ვარ. რა თქმა უნდა, მენატრებიან ახლობლები, მეგობრები და კოლეგები, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სადაც ჩემი მეუღლე იქნება, ჩემი ადგილიც იქ არის!

– როგორი წარმოგიდგენიათ თამარ დუდუნია დედის ამპლუაში?

– ხუთი შვილი მინდა მყავდეს, ღვთის წყალობით, და იდეალური იქნება სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი, მათგან ვაჟები – ტყუპები! იმედი მაქვს, ეს ოცნებაც ამიხდება. ბავშვები ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით მიყვარს, როცა სახლი სავსეა ბავშვების სიცილითა და სტუმრებით. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მარტოობისკენ ისწრაფვიან...

© FB / Tamriko Daduniaთამარ დუდუნია
როცა სიმღერა მკურნალია – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება უცხოეთში - Sputnik საქართველო
თამარ დუდუნია

– ქართველი მამაკაცები ძალიან ემოციურები არიან და ეჭვიანებიც კი. ამ საკითხში რა ხდება თქვენთან?

– გარდა მეუღლისა, ჩემი ქმარი, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია, ჩვენ ყველგან ერთად დავდივართ, ერთად ვაგვარებთ რაღაც პრობლემებს, ერთად ვისვენებთ. ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ალბათ ზოგჯერ ეჭვიანობს კიდეც, თუმცა ამას არ იმჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ მსუბუქი ხასიათი მაქვს, დათმობებზეც მიდის და იმდენად მსუბუქად ლავირებს ამ ჩემი ხასიათის თავისებურებებში, რომ ზოგჯერ თავადაც მიკვირს.

– რაც შეეხება თქვენ პროფესიას, როგორი ექიმია თამარ დუდუნია?

– ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ყოველთვის მინდოდა დავხმარებოდი ადამიანებს. პირველი პრაქტიკა სამშობიარო ბლოკში მქონდა, ჩვილებთან ურთიერთობა მომწონდა და გადავწყვიტე პედიატრი გავმხდარიყავი. შემდეგ ათასჯერ შევიცვალე აზრი ამ სფეროში – ფარმაცევტიდან დაწყებული, სტომატოლოგით დასრულებული... ბოლოს დერმატოლოგის პროფესიასაც დავეუფლე.

მთელი ამ ხნის მანძილზე მუსიკა ყოველთვის თან მდევდა. ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ვოკალურ კონკურსებში და ჩემი კოლეგები ხუმრობით მირჩევდნენ – პაციენტისთვის ნარკოზის გაკეთების ნაცვლად მემღერა.

© FB/ Тамро Дудунияთამარ დუდუნია
როცა სიმღერა მკურნალია – ქართველი გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება უცხოეთში - Sputnik საქართველო
თამარ დუდუნია

– ვის დაასახელებდით თქვენ კერპად თანამედროვე ვოკალისტებს შორის, ვისგანაც მაგალითს აიღებდით?

– უიტნი ჰიუსტონი, მე მისი ფანი ვარ. კიდევ ერთი ადამიანი, ვისი ნიჭის წინაშეც ქედს ვიხრი და აღფრთოვანებული ვარ მისი შრომისუნარიანობით – ბიონსეა. ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ასეთი ხანგრძლივი ტურნეების, ასეთი მასშტაბური და ხარისხიანი კონცერტების მოწყობას და ყოველ ჯერზე 100%-ით იხარჯება.

საერთოდ, ირგვლივ არც ისე ცოტა ადამიანია, რომელთა მაგალითი ფრთებს მასხამს, თუმცა ყველაზე მთავარ მამოძრავებელ ძალად სიყვარულს მივიჩნევ მისი ყოველგვარი გამოვლინებით...

ყველა ახალი ამბავი
0