მოყვარული ხელოვანის ულამაზესი დეკორაციები და ტყეში შეგროვებული მასალით შექმნილი ნაძვის ხე

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeთამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევრები
თამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აი, დადგა ახლი წელი და ჩვენც შეძლებისდაგვარად შევეგებეთ მას. ათასფერი სათამაშოებით, დეკორაციებით მოირთო და გალამაზდა სახლები, აივნები, ეზოები. წელს ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი იყო ხელნაკეთი დეკორაცია.

დარწმუნებული ვარ თქვენში დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს თვითნასწავლი ხელოვანის, თამუნა გაჩეჩილაძის ხელნაკეთი დეკორაცია. თხილი, კაკალი, რკო, წიწვები, გირჩი - ეს იმ მასალების მცირედი ჩამონათვალია, რითაც ქალბატონი თამუნას განსხვავებული და ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები იქმნება.

© photo: Tamuna Gachechiladze / FBთამუნა გაჩეჩილაძე და მისი ნამუშევრები
მოყვარული ხელოვანის ულამაზესი დეკორაციები და ტყეში შეგროვებული მასალით შექმნილი ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
თამუნა გაჩეჩილაძე და მისი ნამუშევრები

- მართალია ყოველი ახალი წლის მოახლოება ასაკის მომატებას უკავშირდება, მაგრამ ახალი წელი სიახლის, ბედნიერების, განახლების და ოცნებების ახდენასთან ასოცირდება. ყველას მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი წელი ბევრ სიახლეს და კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ ჩვენთაგანს.

ჩემთვის, წინასაახალწლო სამზადისი, ყოველთვის ნოემბრის დასაწყისში იწყება. შენახული სკივრებიდან ნელ-ნელა ვალაგებ გასულ წელს საგულდაგულოდ შეფუთულ უამრავ ნივთს, დეკორაციას, ვიწყებ რაღაც ახლის, საინტერესოს კეთებას, მერე წინა წლის ნივთებს ვაწყობ და ერთმანეთს ვუხამებ. ძირითადად ფერებზე მაქვს გართულება. ყოველ წელს ერთ კონკრეტულ ფერს ვირჩევ და ყველა ნივთი და აქსესუარი იმ წელს იმ ფერშია.

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeთამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევარი
მოყვარული ხელოვანის ულამაზესი დეკორაციები და ტყეში შეგროვებული მასალით შექმნილი ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
თამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევარი

- ულამაზეს ხელნაკეთ ნივთებს ქმნით. საახალწლოდ რა ნივთები შექმენით?

- საახალწლოდ ყველაზე აქტუალური მაინც ნაძვის ხე და საახალწლო გვირგვინია, რომელსაც კარებზე კიდებენ. ყოველ წელს ვცდილობ სხვადასხვა მასალა გამოვიყენო მათ შესაქმნელად და ვიზუალურადაც განსხვავებულს ვქმნი. ძალიან მბეზრდება ერთი და იგივე. ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს ყოველი ახალი წელი.

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeთამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევარი
მოყვარული ხელოვანის ულამაზესი დეკორაციები და ტყეში შეგროვებული მასალით შექმნილი ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
თამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევარი

- რა მასალას იყენებთ ხოლმე მათ შესაქმნელად? 

- ბუნებრივი მასალა ყველაზე ლამაზია და თუ ამ ბუნებრივს ცოტა საახალწლო აქსესუარებსაც დაუმატებ, სასწაულები გამოდის. ზაფხულში, როცა დასასვენებლად მივდივარ, ტყეში ყოველთვის ვაგროვებ ლამაზ გირჩებს, რკოს, ხავსს, ლამაზ ტოტებს, ასკილს, სოკის, ყველაფერს რასაც ბუნება გვაძლევს. ამ ყველაფერს ვშლი და ვახმობ. ზამთარშიც მომიგროვებია, მაგრამ გირჩსაც და რკოსაც ამორჩევა უნდა, წვიმებისგან და ყინვებისგან ფუჭდება, ამიტომ ზაფხულში ჯობია ყველაფრის მოგროვება. წელს მაგალითად ძალიან ბევრი რკო მოვაგროვე და ვინაიდან ღორის წელი მოდის ყველა მთხოვს მაგიდის დასამშვენებლად ცოტა ვუწილადო. ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული აქსესუარები ყველაზე ლამაზია. მაგალითად, ახალ წლამდე, რამდენიმე დღით ადრე აგარაკზე ვიყავი და უამრავი წიწვი და პატარა გირჩები მოვაგროვე და მაგიდაც ამით გავაწყე.

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeთამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევარი
მოყვარული ხელოვანის ულამაზესი დეკორაციები და ტყეში შეგროვებული მასალით შექმნილი ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
თამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევარი

წელს  ნაძვის ხე თხილის, კაკლის, რკოს, გირჩების და სხვა ბუნებრივი მასალისგან გავაკეთე. ვფიქრობ ორიგინალური გამოვიდა.

ერთ-ერთი ნაძვის ხე 6 000 ღილისგან მაქვს გაკეთებული. ხშირად ხდება ისე, რომ რაღაც მასალას ვყიდულობ და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამას გამოვიყენებ და რაიმე ნივთს აუცილებლად ვაჩუქებ სიცოცხლეს.

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeთამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევრები
მოყვარული ხელოვანის ულამაზესი დეკორაციები და ტყეში შეგროვებული მასალით შექმნილი ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
თამუნა გაჩეჩილაძეს ნამუშევრები

- წინასაახალწლოდ რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურეთ. მოგვიყევით, როგორ ემზადებიან ევროპაში საშობაოდ.  რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით საქართველოში?

ზღაპრულია ევროპული შობის მოლოდინი. იქ დასაქმებული ადამიანებიც უფრო საქმიანად და ბედნიერად ხვდებიან ამ დღესასწაულს. მხოლოდ საქართველოში ყიდულობს ხალხი ბოლო დღეს ყველაფერს, ზოგი მაშინაც ვერ ახერხებს. იქ ნოემბრის დასაწყისში უკვე ნაყიდი აქვს ხალხს საჩუქრები, ზუსტად იციან სად და როგორ შეხვდებიან შობას, რაც მთავარია ყველა ძალიან ბედნიერია, საოცარი განწყობა იყო საფრანგეთში წინასაშობაოდ, განსაკუთრებით დისნეი ლენდში იყო დიდი ზეიმი. უამრავი ნაძვის ხე, განათება, მუსიკა და ბედნიერი სახეები. ძალიან მინდა რომ ასეთი ბედნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი.

ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო!

 

ყველა ახალი ამბავი
0