თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა

© Iuri Akopov Photographer / FBევროპის 2017 წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფის დაჯილდოების ცერემონია - "ოქროს კამერა"
ევროპის 2017 წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფის დაჯილდოების ცერემონია - ოქროს კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოგრაფობა ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, ვინაიდან სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, ფაქტი, საზოგადოების წინაშე სწორედ ფოტოგრაფს მოაქვს. შესაბამისად ისტორიას ყველაზე კარგად ფოტოები ინახავენ.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ფოტოგრაფი იური აკოფოვია. ის 2017 და 2018 წლის ევროპის ტოპ 5 ქორწინების ფოტოგრაფთა სიაში შევიდა. მისი შემოქმედება საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავია.

© Iuri Akopov Photographer / FBიური აკოფოვი
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
იური აკოფოვი

- ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესიით ვარ მეტროლოგი და პროდუქციის ხარისხის ექსპერტი, მაგრამ ბავშვობიდანვე  მიზიდავდა და მიტაცებდა სხვა სფერო.  ვხატავდი და ყოველთვის მინდონდა დავკავებულიყავი ხელოვნებით. მეორე კურსზე სწავლის დროს  დავიწყე მუშაობა სარეკლამო კომპანიაში სარეკლამო აგენტად, ამავე დროს დავიწყე გრაფიკული პროგრამის შესწავლა და  ბოლომდე  მივუძღვენი  თავი ამ საქმეს. აი, უკვე 20 წელია კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი ვარ და  ვმუშაობ რეკლამისა და დიზაინის სფეროში.

- ფოტოგრაფიით როდის დაინტერესდით და რამ განაპირობა ეს ინტერესი?

- ჩემს პროფესიაში ხშირად მიწევდა ფოტოგრაფიასთან შეხება.  რეკლამა და დიზაინი პირდაპირ კავშირშია ფოტოგრაფიასთან.  ყოველთვის მინდოდა  მქონოდა კამერა, მაგრამ  ხელი არ მიმიწვდებოდა.  ხუთი  წლის წინ ვიყიდე ჩემი პირველი კამერა და დავიწყე  ფოტოგრაფიის შესწავლა. მე არასოდეს არ მივლია ფოტოგრაფიის სპეციალურ კურსებზე, ვისწავლე  ინტერნეტის და წიგნების დახმარებით. სამაგიეროდ, ჩემი ჰობი ეტაპობრივად  გადაიქცა პროფესიად.

© Iuri Akopov Photographer / FBმეთევზე
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
მეთევზე

- რამდენად რთული პროფესიაა ფოტოგრაფობა და რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ წარმატებულ ფოტოგრაფად ჩამოყალიბდე?

-  ვთვლი, რომ ნებისმიერი პროფესია რთულია. არც ფოტოგრაფიაა გამონაკლისი,  ხალხი ფიქრობს, რომ   ფოტოგრაფია ეს უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერაა და მეტი არაფერი. გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის.  ეს ის პროფესიაა, რომელიც  სულ უნდა ისწავლო და ვითარდებოდე, არასოდეს არ მთავრდება შესწავლა. ისევე, როგორც ნებისმიერ პროფესიაში   პროფესიონალს უნდა ჰქონდეს ხელსაწყოები, ჩვენს საქმიანობაში ეს კამერაა, განათება და ბევრი სხვა ტექნიკა.  ყველაფრის   ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ  ყველა ეს ტექნიკა მოითხოვს  ბევრ ფინანსებს. იყო კარგი პროფესიონალი ფოტოგრაფი ნამდვილად არ ჯდება იაფი.

იმისთვის, რომ გახდე წარმატებული  ფოტოგრაფი პირველყოვლისა  უნდა შეგეძლოს  და იცოდე კარგად გადაღება, გიყვარდეს ეს საქმე და დაკავდე ამ საქმიანობით არა ფულის გამო, არამედ ენთუზიაზმით. თუკი თქვენ საქორწილო, მოდის ან პორტრეტის ფოტოგრაფი ხართ, უნდა შეგეძლოთ ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაციის დამყარება. უნდა დაამყაროთ მეგობრული ურთიერთობა, მოიპოვოთ ნდობა. გადაღების  დროს უნდა დაიჭიროთ ემოციები და თუ თქვენ არ გენდობიან, რა თქმა უნდა   ემოციებიც არ იქნება ბუნებრივი.

წარმატების კიდევ ერთი ასპექტი, ეს არის  პიარი. შეგეძლოს კარგი ფოტოს გადაღება  ეს წარმატებისთვის  საკმარისი არ არის. ასევე კარგად უნდა შეგეძლოს  მომსახურების სწორად რეკლამირება, მონაწილეობა მიიღო პრესტიჟულ კონკურსებში და ბევრი სხვა. მე ახლა ვსაუბრობ პროფესიონალ ფოტოგრაფებზე, რომლებსაც უნდათ, რომ ჰქონდეთ შემოსავალი ამ სფეროდან.

© Iuri Akopov Photographer / FB"ცხოვრება"
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
"ცხოვრება"

- როგორ ფიქრობთ აუცილებელია ფეხდაფეხ მიყვეს ფოტოგრაფი ტექნოლოგიურ განვითარებას? ერთჯერადი სწავლა საკმარისია, თუ სულ სიახლის ძიებაში, სწავლის პროცესში უნდა იყოს?

- ჩვენს დროში, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები  ვითარდება დიდი სისწრაფით, რომ მიჰყვე მას ფეხდაფეხ, საჭიროა გქონდეს ბევრი ფული.  როგორც ზემოთ მოგახსენეთ,  ფოტოგრაფისთვის საჭიროა ხარისხიანი ფოტოტექნიკა, მაგრამ მე ვთვლი, რომ  აუცილებელი არ არის  ფეხდაფეხ სდიო ტექნოლოგიებს, მათ ვერასოდეს დაეწევით.  ნებისმიერი პროფესიონალური ფოტოტექნიკა, რომელსაც თქვენ შეარჩევთ,  იმუშავებს დიდხანს და  დარჩება აქტუალური  რამდენიმე წელი. მე შევიძინე სამი კამერა ხუთი წლის განმავლობაში, ჩემი პირველი კამერა, ჯერ კიდევ მუშაობს  და  ვიყენებ გადაღებისთვის.  ნუ ფიქრობთ  მხოლოდ ძვირადღირებულ ტექნიკაზე,  კარგი ფოტოს გადასაღებად საჭიროა ცოდნა და არა   მხოლოდ ძვირადღირებული ტექნიკა.

რაც შეეხება სწავლას, როგორც მოგახსენეთ, ფოტოგრაფია ეს არის ხელოვნება, რომელსაც უნდა დაეუფლო და ისწავლო ისე, როგორც სკოლაში. დასაწყისში თქვენ მიდიხართ პირველ კლასში  და სწავლობთ  ფოტოგრაფიის საფუძვლებს, შემდეგ მოდის მაღალი კლასები, ღებულობთ საშუალო განათლებას, შემდეგ ყველაფერი ისეა, როგორც უნივერსიტეტში. თქვენ ირჩევთ ფოტოგრაფიის სფეროს, პეიზაჟი, ქორწილი, რეკლამა, პორტრეტი,  მოდა , ბავშვები და ასე შემდეგ.  სწავლა არასოდეს დამთავრდება, ყოველთვის არის რაღაც ახალი, ახალი სტილი, ტენდენცია, ახალი იდეები, ყოველთვის უნდა ვითარდებოდეთ.

© Iuri Akopov Photographer / FBპატარძლის ფოტო, რომლის საშუალებითაც 2018 წელს იური აკოფოვი შევიდა ტოპ 5 საქორწილო ფოტოგრაფის სიაში
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
პატარძლის ფოტო, რომლის საშუალებითაც 2018 წელს იური აკოფოვი შევიდა ტოპ 5 საქორწილო ფოტოგრაფის სიაში

- რაც შეეხება მოდელებს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ მოდელი? რა დროს არის თქვენი ურთიერთანამშრომლობა ეფექტური?

- პროფესიონალ ფოტოგრაფს არც ისე ხშირად უწევს, რომ  თვითონ  შეარჩიოს გადაღებისთვის მოდელი.  დამკვეთი  თითქმის ყოველთვის თვითონ ირჩევს მოდელს და  ფოტოგრაფს უწევს მასთან მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც დამკვეთი და ფოტოგრაფი ერთობლივად განიხილავენ გადაღების ასპექტებს და  ირჩევენ მოდელს   გადაღების თემატიკიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია  შეარჩიო საჭირო მოდელი. ხალხთან მუშაობა ადვილი არ არის.   ფოტოგრაფმა უნდა მიიღოს სასურველი შედეგი  მოდელისგან,  ამისათვის საჭიროა დაამყაროთ კარგი ურთიერთობა, მიაღწიოთ ურთიერთშეთანხმებას, შექმნათ მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო გადაღების მიმდინარეობისას. ფოტოგრაფი აუცილებლად უნდა იყოს მომთმენი, არ უნდა  გამოხატოს უკმაყოფილება და  ნეგატიური განწყობა, მაშინაც კი, თუ რაიმე ისე არ მიდის, როგორც მას სურს.

© Iuri Akopov Photographer / FBვიქტორ ემანუილ II-ის გალერეა
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
ვიქტორ ემანუილ II-ის გალერეა

- ხშირად იღებთ ქორწილებსაც. როგორ არჩევთ ლოკაციას, ხედებს, რომ ფოტო საინტერესო და შთამბეჭდავი იყოს?

- ქორწილის წინ მე ყოველთვის ვხვდები წყვილს და ერთად  განვიხილავთ ქორწილის  ყველა დეტალს. ერთად  ვადგენთ  საქორწილო გრაფიკს. ლოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, ძირითადად ეს შეიძლება იყოს ბუნება, ქალაქის ხედების ან დახურული ტიპის შენობა, სასტუმრო, კაფე, რესტორანი, მუზეუმი, თეატრი და ა.შ.

ლოკაციის არჩევა გამომდინარეობს სხვადასხვა ასპექტებიდან, მაგალითად ბუნებაში გადაღება  ყოველთვის არ გამოდის, ყველაფერი დამოკიდებულია წელიწადის სეზონზე და ამინდზე. იმისათვის, რომ ავირჩიოთ ლოკაცია, პირველ რიგში  უნდა გავიგოთ წყვილისგან, რა მოსწონთ მათ, როგორი სტილი, როგორია მათი ჩაცმის სტილი. მაგალითად საქართველოში ხშირად ქორწილში იმოსებიან ნაციონალურ ტანსაცმელში ჩოხაში, ასეთი სტილისათვის  საჭიროა ისეთი ლოკაციის შერჩევა,  სადაც  იქნება ძველი ქალაქის ელემენტები.

იმისათვის, რომ ფოტოგადაღება გამოვიდეს ეფექტური  და საინტერესო,  მნიშვნელოვანია არა მარტო  ლოკაცია, არამედ კარგი  განათებაც. ფოტოგადაღების დროს ყველაზე მთავარი ასპექტია ხარისხიანი განათება, მაგალითად ყველაზე  ლამაზი განათება არის მზის ჩასვლის დროს. სამწუხაროდ ქორწილის დროს ფოტოსესია თითქმის ყოველთვის ხდება შუადღეს, როდესაც მზე ზენიტშია. ბევრი ფიქრობს, რომ  მზე კარგია ფოტოსესიის დროს, მაგრამ ფოტოგრაფებს ძირითადად  არ უყვართ  მზე, როცა ის არ არის ჩასვლის ფაზაში.

© Iuri Akopov Photographer / FBპატარძლის ფოტო, რომლის საშუალებითაც 2017 წელს იური აკოფოვი შევიდა ტოპ 5 საქორწილო ფოტოგრაფის სიაში
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
პატარძლის ფოტო, რომლის საშუალებითაც 2017 წელს იური აკოფოვი შევიდა ტოპ 5 საქორწილო ფოტოგრაფის სიაში

- გამორჩეული ფოტოები გაქვთ. რამდენად რთულია ასეთი შედეგის მიღება?

- გმადლობთ შეფასებისთვის. კარგი კადრის შედეგი  დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორც უკვე გითხარით ფოტოგრაფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი განათება,  ლოკაცია და რა თქმა უნდა  გადასაღები ობიექტი.  კარგი შედეგი შესაძლებელია მიიღო მაშინ, როდესაც გადაღება  დაგეგმილია და ფოტოგრაფს  აქვს შესაძლებლობა  შეარჩიოს   გადაღების ადგილი, გადაღების დრო და მოდელი. როდესაც ქორწილის გადაღებისას მუშაობ  აქ სიტუაცია  უფრო რთულია,  დრო ყოველთვის ცოტაა და არ გყოფნის, შენ დამოკიდებული ხარ დღის განმავლობაში,  ქორწილის  გრაფიკზე, ამინდზე,  წყვილზე. ხშირად გიწევს ექსტრემალურ რეჟიმში  გადაღება, ამიტომ ასეთ დროს მიიღო კარგი შედეგი ძალიან ძნელია.

© Iuri Akopov Photographer / FBმონაკო, მონტე კარლო
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
მონაკო, მონტე კარლო

- რამდენად მარტივად იღებენ საქართველოში სიახლეებს, განსხვავებულ ტენდენციას?

- მე ვთვლი, რომ საქართველოში ფოტოგრაფია ვითარდება, არის ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფი. თითოეულ მათგანს  გადაღების თავისი სტილი აქვს. თითოეული გვთავაზობს რაღაც სიახლეს, ყველაფერი ეს მიდის ახალი ტენდენციებისაკენ.  ვფიქრობ საქართველოში მარტივად იღებენ სიახლეებს.

- ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ფოტო უცხოეთში გაქვთ გადაღებული. ალბათ მოგზაურობაც გიზიდავთ... რამდენად საინტერესოა თქვენთვის ეს პროცესი?

- მოგზაურობა, რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე სასიამოვნო  რამ, რაც შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ფოტოგრაფების ცხოვრებაში.  აგვისტოში ვიყავი  სამოგზაუროდ.  ავტომობილით მოვიარე ევროპის ხუთი ქვეყანა და 30 ქალაქი.  სიტყვებით ძნელია გადმოგცეთ  ის ემოციები, რომლებიც მე შევიგრძენი და დამეუფლა.  ფოტოგრაფისთვის არ არის აუცილებელი გადმოსცეს ეს სიტყვებით, მას აქვს შესაძლებლობა  გაიზიაროს შთაბეჭდილებები ფოტოების დახმარებით.

© photo: courtesy of Iuri Akopov Photographerჯილდოს გადაცემისას
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
ჯილდოს გადაცემისას

- არ შემიძლია არ გამოვყო თქვენი ერთ-ერთი ფოტო, რომელიც შევიდა 2018 წლის ევროპის ტოპ 5 საქორწილო ფოტოების სიაში.

- ყოველ წელს „ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაცია“ ატარებს კონკურსს სახელწოდებით „წლის ფოტოგრაფი“. მასში მონაწილეობას ღებულობენ  ევროპის ყველა ქვეყნის ფოტოგრაფები. 2017 წელს მე მივიღე მონაწილეობა კონკურსში  „ევროპის წლის ფოტოგრაფი“  საქორწილო კატეგორიაში. ჩემს მიერ გადაღებულმა  ფოტოებმა მომიტანა გამარჯვება და  ავიღე ოქროს კამერა  „ევროპის საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფი 2017“.  ეს ფოტო გადავიღე სამების ეკლესიაში. ფოტოსესია არ ჩაგვიტარებია ქორწილის დღეს, ჩვენ გვქონდა ბევრი დრო, კარგი ლოკაცია, კარგი კაბა და რა თქმა უნდა მოდელიც. შედეგი გამოვიდა ბრწყინვალე. ფოტომ დაიპყრო ევროპელი შემფასებლების გულები და მან აიღო სამი ვარსკვლავი, პირველი ადგილი. მე მიმიწვიეს დაჯილდოების ცერემონიალზე იტალიაში, სიცილიაზე ქალაქ კატანიაში.  სხვათა შორის საქართველოდან მარტო მე არ მიმიღია ოქროს კამერა. პეიზაჟების კატეგორიაში ლევან ლევანიძემაც აიღო ოქროს კამერა და ირაკლი შავგულიძეც გავიდა წლის საუკეთესო პეიზაჟების ტოპ ათეულში. ათი ოქროს კამერიდან ორი ოქროს კამერა ავიღეთ  ფოტოგრაფებმა, რომლებიც ვიყავით საქართველოდან.  2018 წელსაც მივიღე მონაწილეობა კონკურსში  წლის ფოტოგრაფი ორ კატეგორიაში,  საქორწილო და მოდის.  საქორწილო კატეგორიაში მე გავედი ტოპ ხუთეულში და  მოდის კატეგორიაში ტოპ ათეულში.  2019 წელსაც ვაპირებ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

ძალიან მინდა, რომ ამ კონკურსში საქართველოდან ბევრმა ფოტოგრაფმა მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ საქართველოში არის ძალიან ცუდი ტენდენცია, ითვლება, რომ თუ ფოტოგრაფი ევროპელია ის ყველაზე საუკეთესოა ვიდრე ნებისმიერი ქართველი ფოტოგრაფი. გარწმუნებთ, რომ  ჩვენ გვყავს  ბევრი ძალიან კარგი ფოტოგრაფი, რომლებიც  კონკურენციას გაუწევენ ევროპელ ფოტოგრაფებს.

ყველა ახალი ამბავი
0