პათანატომიის პირველი ციფრული ლაბორატორია და ქართველი მეცნიერი, რომელიც ამ სფეროს იკვლევს

© photo: courtesy of Alexi Baidoshviliალექს ბაიდოშვილი
ალექს ბაიდოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ჰოლანდიაში ერთ-ერთ წარმატებულ პათოლოგანატომს ალექსი ბაიდოშვილს გაგაცნობთ.

ალექსი ბაიდოშვილი იმ პროფესიონალთა რიცხვშია, ვინც თავისი კარიერა უცხოეთში ააწყო და საქართველოსთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს გაკეთებული. მისი ინიციატივით ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაცია შეიქმნა. მას სისტემატურად მიჰყავს რეზიდენტები ევროპულ სახელმწიფოებში სტაჟირებაზე, საქართველოში კი ტრენინგებსა და ვორკშოპებს აწყობს.

ქართველი ექიმი IAP-ს ბრიტანული დივიზიისა და ჰოლანდიის პათოლოგთა ასოციაციის (NVVP) წევრი და ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) პრეზიდენტია, ასევე საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის დამაარსებელი და ჰონორარული პრეზიდენტი, ინტერნაციონალური პათოლოგიის აკადემიის (IAP) ქართული დივიზიის დამაარსებელი და IAP-ში საქართველოს წარმომადგენელი.

© photo: courtesy of Alexi Baidoshviliალექს ბაიდოშვილი
პათანატომიის პირველი ციფრული ლაბორატორია და ქართველი მეცნიერი, რომელიც ამ სფეროს იკვლევს - Sputnik საქართველო
ალექს ბაიდოშვილი

– ბატონო ალექსი, თქვენ სწავლის გასაგრძელებლად საქართველოდან 90-იან წლებში გაემგზავრეთ, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ მაშინ თუ არა?

– ამის შესახებ ხშირად მიფიქრია და დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმ მომენტში ეს ემოციური ნაბიჯი იყო, რომლის გადადგმა საქართველოში და ჩემ ცხოვრებაში მომხდარმა ბევრმა ნეგატიურმა მოვლენამ გამოიწვია.

© photo: courtesy of Alexi Baidoshviliალექს ბაიდოშვილი
პათანატომიის პირველი ციფრული ლაბორატორია და ქართველი მეცნიერი, რომელიც ამ სფეროს იკვლევს - Sputnik საქართველო
ალექს ბაიდოშვილი

– უცხო ქვეყანაში ფაქტობრივად თავიდან მოგიწიათ სამედიცინო განათლების მიღება, ანუ პარალელის გავლების საშუალება გაქვთ – როგორი იყო საქართველოში და ჰოლანდიაში სწავლა?

– სამედიცინო განათლება ჰოლანდიაში ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც საქართველოში ვიღებდი. გარდა იმისა, რომ ჩემთვის ახალ და რთულ ჰოლანდიურ ენაზე მიწევდა სწავლა, განათლების სისტემაც განსხვავებული იყო. საგნების ნაწილი იგივე იყო, უბრალოდ, ჰოლანდიაში მოთხოვნები გაცილებით მაღალი იყო. იყო საგნები, რომლებსაც საქართველოში არ ასწავლიდნენ და ჩემთვის ახალი და მოულოდნელი გახდა. მაგალითად, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს მასწავლიდნენ როგორც სამედიცინოს ლექტორები, ასევე მსახიობები. ანუ მასწავლიდნენ იმას, თუ როგორ უნდა ვესაუბრო კოლეგებს და განსაკუთრებით პაციენტებს, რა და როგორ ვკითხო და როგორი რეაგირება მოვახდინო მათ ემოციებზე. საქართველოში ნამდვილად გვაკლდა ეს და კიდევ სხვა საჭირო საგნები. იმ დროს საქართველოში სამედიცინოს უამრავი სტუდენტი იყო და მათთვის არ იყო სამუშაო ადგილები. ვიცოდი, როცა დავამთავრებდი სამედიცინოს, ბევრ ძლიერ კონკურენტთან მექნებოდა საქმე. თანაც მეცნიერულ ხარისხსაც თუ ავიღებდი, უფრო კარგი იქნებოდა. ეს კარიერაში და, რაც მთავარია, ცოდნის მიღებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებაში დამეხმარებოდა.

© photo: courtesy of Alexi Baidoshviliალექს ბაიდოშვილი
პათანატომიის პირველი ციფრული ლაბორატორია და ქართველი მეცნიერი, რომელიც ამ სფეროს იკვლევს - Sputnik საქართველო
ალექს ბაიდოშვილი

მნიშვნელოვანი ფაქტები სამეცნიერო და შრომითი ბიოგრაფიიდან

2004 წელს ამსტერდამის Vrije Universiteit-ის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ალექსი ბაიდოშვილი სტაჟირებას ჰოლანდიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გადიოდა. 2009 წელს მან დაამთავრა რეზიდენტურის სრული კურსი ამსტერდამის VU Medical Center-ის პათოლოგიის დეპარტამენტში და ჰოლანდიაში როგორც სპეციალისტი, ექიმი-პათოლოგი დარეგისტრირდა. 2009 წლიდან ალექსი ბაიდოშვილი მუშაობს პათოლოგად აღმოსავლეთ ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეში არსებულ პათოლოგიის ლაბორატორიაში და ციფრული პათოლოგიის ჯგუფს ხელმძღვანელობს. 2014 წლიდან იგი ციფრულ პათოლოგიაში სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს. ხელმძღვანელობს Image analysis პროგრამის ჯგუფს, რომელიც პათოლოგიაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს.

© photo: courtesy of Alexi Baidoshviliალექს ბაიდოშვილი
პათანატომიის პირველი ციფრული ლაბორატორია და ქართველი მეცნიერი, რომელიც ამ სფეროს იკვლევს - Sputnik საქართველო
ალექს ბაიდოშვილი

– თავად რას თვლით თქვენ ყველაზე დიდ წარმატებად უცხოეთში?

– ძნელია რამე გამოვყო, რადგან ბევრ რამეს ვუყურებ როგორც დიდ წარმატებას. ოჯახი, ორი შვილი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ, ჩემი აზრით, წესიერ და კარგ ადამიანებად, ჩემი დიდი წარმატებაა ცხოვრებაში. მათ აღზრდაში მშობლების გარდა ჰოლანდიაში არსებულმა გარემომ და ჰოლანდიელმა ხალხმა დიდი როლი ითამაშეს. ჩემი დიდი ბედნიერება და წარმატებაა ის, რომ პათოლოგანატომი გავხდი. ეს არის სამედიცინო სპეციალობა, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოსაა და რომლითაც ყოველდღე სიამოვნებით ვარ დაკავებული. აქაურმა განათლებამ, ჩემმა ჰოლანდიელმა კოლეგებმა და ჰოლანდიის ჯანდაცვის სისტემამ შემიქმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩემ დარგში ინოვაციები განმეხორციელებინა და საშუალება მომეცა ციფრული ტექნოლოგიები დამენერგა ჩვენ ლაბორატორიაში. ჩვენ მსოფლიოში პირველი ლაბორატორია გავხდით, რომელიც სრულად გადავიდა ამ ტექნოლოგიაზე. ამის გამო ჩემმა ლაბორატორიამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

© photo: courtesy of Alexi Baidoshviliალექს ბაიდოშვილი უცხოელ კოლეგებთან ერთად
პათანატომიის პირველი ციფრული ლაბორატორია და ქართველი მეცნიერი, რომელიც ამ სფეროს იკვლევს - Sputnik საქართველო
ალექს ბაიდოშვილი უცხოელ კოლეგებთან ერთად

– რომელ ქართულ ტრადიციას და სახასიათო თვისებას ვერ „შეელიეთ“ უცხოეთში და რომელი ჰოლანდიური თვისება გაითავისეთ?

– არ ვიცი, რომელი დავასახელო. მე ქართველი ვარ - ყველა კარგი და ნაკლებად კარგი ტრადიციითა თუ სახასიათო თვისებებით. ვეცადე ზოგიერთი, ჩემი აზრით, ნაკლებად კარგი თვისებები ჩამენაცვლებინა ჰოლანდიელი ხალხის სახასიათო თვისებებით, რომლებიც უფრო მომწონდა. მაგალითად, ჰოლანდიაში ვისწავლე პრაგმატიზმი, ყოველდღიური, გუნდური მუშაობა და თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება. ვისწავლე, რომ ჩემ მიმართ გამოთქმული კრიტიკა ნეგატიური გრძნობის გამოვლინება კი არ არის, არამედ, პირიქით, კეთილგანწყობისა და გულშემატკივრობის გამოხატულებაა. კიდევ ბევრი დადებითი თვისებების ჩამოთვლა შემიძლია, რაც ჰოლანდიელ ხალხს აქვს და რისი გათავისება შევძელი და ვცდილობ, რომ გავითავისო. მთელი ამ ხნის მანძილზე მენატრებოდა ყველა ჩემი ახლობელი, ვინც მიყვარს. აქ ვგულისხმობ მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს და დანარჩენებს. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა საქართველოში, ჩემი მეგობრების გარემოცვაში ვიმყოფები. მიყვარს ქართული კერძები და სასმელები. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს ცოტას ვსვამ, კარგი ქართული ღვინის დალევას არაფერი მირჩევნია.

© photo: courtesy of Alexi Baidoshviliალექს ბაიდოშვილი კოლეგებთან ერთად
პათანატომიის პირველი ციფრული ლაბორატორია და ქართველი მეცნიერი, რომელიც ამ სფეროს იკვლევს - Sputnik საქართველო
ალექს ბაიდოშვილი კოლეგებთან ერთად

ჰოლანდიიდან გაკეთებული ქართული საქმეები

ერთხელაც ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა გადაწყვიტეს ისეთი რამ გაეკეთებინათ, რაც საქართველოს სამედიცინო სფეროს სარგებელს მოუტანდა. მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველ ექიმები გააერთიანეს ასოციაციაში, რომლის სახელია Georgian International Medical and Public Health Association (GIMPHA) და რომლის საქმიანობაც წარმატებული აღმოჩნდა. მათ მიერ განხორციელებული პროექტებია: საქართველოში კორპორაცია „ევექსთან“ ერთად ჩატარებული კონფერენციები, რომლებშიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებულმა ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთ სივრცეში აღმოჩენილმა კოლეგებმა კარგად შეისწავლეს საქართველოს სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ფიქრი დაიწყეს. „ევექსმა“ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ექიმები მოიზიდა და ისინი თავის ქსელში დაასაქმა.

© photo: courtesy of Alexi Baidoshviliალექს ბაიდოშვილი
პათანატომიის პირველი ციფრული ლაბორატორია და ქართველი მეცნიერი, რომელიც ამ სფეროს იკვლევს - Sputnik საქართველო
ალექს ბაიდოშვილი

– ბატონო ალექსი, თქვენ ხშირად ატარებთ კონფერენციებს საქართველოში და უკვე იცნობთ ქართულ რეალობას, თუ გაქვთ უკან დაბრუნების სურვილი?

– საქართველოში დაბრუნებაზე მუდამ ვფიქრობ და სწორედ ჰოლანდიაში ნასწავლი პრაგმატიზმი არ მაძლევს უფლებას, რომ ეს გავაკეთო. საქართველოში რომ ვარ, რაც უნდა დატვირთული ვიყო, რაც უნდა უწესრიგობასა და ქაოსთან მქონდეს შეხება, მაინც სულიერად ვისვენებ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, ბედნიერი ვიღვიძებ და ბედნიერი ვიძინებ. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ უკვე ჰოლანდიის გარეშეც გამიჭირდება. ძალიან მიყვარს ჰოლანდია და ჰოლანდიელები, თავს უკვე ჰოლანდიელადაც ვგრძნობ. ჰოდა, ვარ ასე, ორ სახელმწიფოს შორის „გაჭედილი“ და ვერც ერთს ვერ ვთმობ. მიხარია, რომ არსებულ სიტუაციაში ამ არჩევანის გაკეთება არ მიწევს და ჩემთვის ორივე საყვარელ სახელმწიფოში ვარ, ვმუშაობ პროფესიით და ორივეში მყავს კარგი მეგობრები...

 

ყველა ახალი ამბავი
0