ძიუდოზე შეყვარებული გოგონას ოცნება

© FB / Irakli Khmelidzeძიუდოისტი მარიამ ჭანტურია
ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მან 17 წლის ასაკში დიდ წარმატებას მიაღწია და მისი სახელი ძიუდოს ისტორიაში უკვე ჩაიწერა. მარიამ ჭანტურია ის გოგონაა, რომელიც თბილისის გრან–პრის ტურნირზე პირველად გამოვიდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

– მარიამ, რამდენი ხანია რაც ძიუდოთი დაინტერესდი?

– 2011 წლიდან… მამა, ბაბუა და  ბიძა ყოფილი სპორტსმენები არიან. აქედან გამომდინარე, მშობლებმა შენიშნეს ასე ვთქვათ, ჩემი ბრძოლისუნარიანობა და შემიყვანეს ძიუდოზე.  2011 წელს მქონდა პირველი შეჯიბრი,  სადაც,  სამწუხაროდ, დავმარცხდი. თუმცა,  ამან უფრო მეტი სტიმული მომცა, უფრო მეტად მოვინდომე და ჩემს საქმეში უკეთესი გავხდი.

© FB / Irakli Khmelidzeძიუდოისტი მარიამ ჭანტურია
ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია - Sputnik საქართველო
ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია

– პირველი გამარჯვება როდის მოიპოვე?

– 2012 წელს 12 წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონატზე. პირველ საერთაშორისო ტურნირზე კი 2015 წელს გავედი – ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთში ტარდებოდა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. შემდეგ უკვე იყო ოლიპიური ფესტივალი,  სადაც ოქროს მედლის მფლობელი გავხდი. მსოფლიოზე გუნდურში ბრინჯაო ავიღე.  გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორის ტურნირებეზე მაქვს მონაწილეობა მიღებული და შესაბამისად, აღებული მაქვს როგორც ბრინჯაოს, ისე ოქროს და ვერცხლის მედლები.  თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის, ალბათ, მაინც თბილისი 2018–ის გრან–პრი იყო, სადაც ორი გერმანელი, ერთი ჰოლანდიელი და ერთი ბრიტანელი ძიუდოისტი დავამარცხე და დიდების ჯგუფში პირველად მოვიპოვე მედალი.

© FB / Lasha Mgebrishviliძიუდოისტი მარიამ ჭანტურია შეჯიბრებაზე
ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია შეჯიბრებაზე - Sputnik საქართველო
ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია შეჯიბრებაზე

– მარიამ, რთული  არ არის  ასეთ  ასაკში იყო წარმატებული ქალი–ძიუდოისტი?

– სამწუხაროდ,  ძიუდოსიტი ქალისთვის არსებობს სხვადასხვა სირთულები. ეს საქართველოა, ამიტომ ქალი და ძიუდო  ერთად, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უხეშად აღიქმება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ სპორტის ნებისმიერი სახეობა, პირველ რიგში  ჯანსაღი ცხოვრების წესია, რაც  ხელს უწყობს ადამიანის განვითარებარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ, გოგონებსაც გვაქვს უფლება ავირჩიოთ სპორტის ის სახეობა, რომელიც ჩვენ მოგვწონს და ვიცხოვროთ  წარმატებული და ჯანსაღი ცხოვრებით.

– დღის განმავლობაში რამდენ საათს ვარჯიშობ?

– დღის განმავლობაში 3-4 საათი ვვარჯიშობთ, თუ შეკრებაზე ვართ, უფრო მეტიც.

© FB / Mariam Chanturiaძიუდოისტი მარიამ ჭანტურია
ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია - Sputnik საქართველო
ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია

– თბილისის გრან–პრისთვის როგორ ემზადებოდი?

– საერთოდ, ყველა ტურნირზე გასაკუთრებულ მომზადებას გავდივარ და ვარჯიშის დროს ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვიყენებ.

როდესაც ტატამზე გავდივარ,  ყოვეთვის მაქვს იმედი,  რომ გავიმარჯვებ, თუმცა, წარმატების მიღწევის სურვილი სხვასაც უნდა. ეს სპორტის ყველა სახეობაში ასეა… ტატამზე ყოველთვის მოგების ჟინით გავდივარ. ზოგადად, საოცარი შეგრძნებაა,  როდესაც იმარჯვებ. ძალიან სასიხარულო და ემოციური მომენტია. თავს ამ დროს ამაყად ვგრძნობ. გრან–პრიზე გამარჯვების შემდეგ მამაჩემმა მითხრა — „მიყვარხარ და ვამოყბ შენით“!  ეს იყო ჩემთვის ყველაზე დასამსახსოვრებელი და ემოციური მომენტი.

– შენი აზრით, საქართველოში რამდენად პოპულარულია სპორტის ეს სახება?

– ზოგადად, ძიუდო საქართველოში ძალზე პოპულარული სპორტის სახეობაა, თუმცა ქალთა ძიუდო ნაკლებად გამოირჩევა პოპულარობით.  ჩვენს ქვეყანაში ქალი–ძიუდოისტები ძალიან ცოტანი ვართ, ასე რომ მოვუწოდებ მებრძოლი სულის გოგონებს შემოგვიერთდით და ვასახელოთ ჩვენი სამშობლო.

–სამომავლო გემგებზე რას იტყვი  — წინ რა ტურნირები გელის?

– ჩემი გეგემები დღესდღეობით ძიუდოს ირგვლივ ტრიალებს. ძიუდოზე ვარ შეყვარებული. წინ უამრავი შეჯიბრი მელის. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები.  ჩემი ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაა 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე კვარლცხბეკზე დგომა. ძალიან მინდა ჩემი ქვეყნის ჰიმნს მთლი მსოფლიო უსმენდეს და ჩვენს დროშას მთელი მოსოფლიო უყურებდეს…

 

ნინი რაზმაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0