ქართველი ხატმწერი და მისი მოულოდნელი შეხვედრა ანდრეი კონჩალოვსკისთან ჭიათურაში

© photo: courtesy of Qeti Abelashviliქეთი აბელაშვილი
ქეთი აბელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარ-გრაფიკოსი ქეთი აბელაშვილი - შესწავლილი აქვს ლითოგრაფია, გრავიურა და პლაკატი. ბოლო წლებში ხატწერა დაიწყო და უკვე 50-ზე მეტი ხატი შექმნა. ამჟამად დაასრულა სიმსივნეებით დაავადებულთა მკურნალ პანტანასას ხატზე მუშაობა. ის საბერძნეთიდან ჩამოტანილი ხატის ქართული ანალოგია, რომელიც ერთი ქართველი ოჯახის შეკვეთით შექმნა.

ბოლო დროს მის მიერ დაწერილ ხატებს მირონდენა დაეწყოთ, ამ სასწაულზე და ერთ საოცარ შეხვედრაზე მის ცხოვრებაში თავად გვიამბობს…

© photo: courtesy of Qeti Abelashviliქეთი აბელაშვილი
ქეთი აბელაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი აბელაშვილი

-ქალბატონო ქეთი, ხატვით ბევრი ხატავს, მაგრამ ხატის წერა — ბევრს არ შეუძლია…

— ხატი რომ დაწეროს ადამიანმა, პირველ რიგში, უფლის და მარადისობის სიყვარულია საჭირო. კიდევ სიცოცხლე უნდა გიყვარდეს, იმიტომ, რომ ხატმწერი სიცოცხლეს ხატავს. ხატის წერა ერთგვარი ქადაგებაა და მარადიულობასთან შერწყმა. ერთხელ რომ დახატავ მერე ის სამყარო აღარ განებებს თავს… თავის დროზე სადიპლომო თემა „წელიწადის ოთხი დრო“ ფსალმუნების ილუსტრაციებით და ამონარიდებით გავაკეთე. ხატწერა მას შემდეგ დავიწყე. ის ჩემმა ნათლულმა გიორგი არსენიძემ მასწავლა. მერე ნელა-ნელა გავიზარდე. ვთვლი, რომ ყოველი ხატის მერე უკეთესი გამომდის.

© photo: courtesy of Qeti Abelashviliქეთი აბელაშვილის მიერ დაწერილი სიმსივნეების მკურნალი პანტანასას ხატი
ქეთი აბელაშვილის მიერ დაწერილი სიმსივნეების მკურნალი პანტანასას ხატი - Sputnik საქართველო
ქეთი აბელაშვილის მიერ დაწერილი სიმსივნეების მკურნალი პანტანასას ხატი

-ახლა სიმსივნეებით დაავადებულთა მკურნალ პანტანასას ხატზე მუშაობთ, ვინ შეგიკვეთათ ის?

— ეს ურთულესი საქმეა, უკვე დავასრულე და მარტო ლაქი მაქვს დასადები. ახლახან პანტანასას მონასტერი ააშენეს და ცოტა ხანი იქ ვაპირებ რომ ეს ხატი დავაბრძანო. ეს მონასტერი ზაჰესისკენაა, ავჭალას რომ გაცდები. თუ არ ვცდები, ათონის მთიდან ჩამობრძანდა. ჩემი შემკვეთის თხოვნით ამ ხატის ასლი — ქართული ვარიანტი გავეკეთე. რაღაცეები ცოტა შევცვალე. პანტანასას ხატი ერთი ადამიანისთვის იწერება, რომელსაც სიმსივნის მეოთხე სტადია აქვს. მისმა მეუღლემ  შემიკვეთა, მრავალშვილიანი ოჯახია. ძალიან უნდათ, რომ გადარჩეს ეს ადამიანი.

© photo: courtesy of Qeti Abelashviliქეთი აბელაშვილი სკოლაში
ქეთი აბელაშვილი სკოლაში - Sputnik საქართველო
ქეთი აბელაშვილი სკოლაში

-  რა საოცრება მოხდა თქვენს ხატებთან დაკავშირებით?

— ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისთვის ღვთისმშობლის ხატი შემიკვეთეს და შევწირე. ერთი თვეა, რაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ ხატიდან მირონი მოდისო, მივედი და მოვილოცე. ეს საოცრებაა-ნამდვილად დიდი ბედნიერება მეწვია. ჩემს სახლშიც დაიწყეს ხატებმა მირონდენა. ისეთი საოცრებები ხდება, რომლებსაც ვერ ახსნი. წმინდა გიორგის ხატი დამწვარი დამხვდა. მან ჯერ მირონდენა დაიწყო და მერე დამწვარი დამხვდა. ვერ გავიგეთ როგორ და რა მოხდა. ჩემი შვილი იყო სახლში, მაგრამ ვერაფერს მიხვდა. ირგვლივ არაფერი იყო ისეთი, რომ ცეცხლი წაკიდებოდა.

© photo: courtesy of Qeti Abelashviliქეთი აბელაშვილი მუშაობის პროცესში
ქეთი აბელაშვილი მუშაობის პროცესში - Sputnik საქართველო
ქეთი აბელაშვილი მუშაობის პროცესში

- ვიცი, რომ სკოლაში ასწავლიდით…

— სკოლაში ქართულს ვასწავლიდი. დღეს მოსამზადებელ ცენტრში ვარ და აბიტურიენტებს ვამზადებ. შარშან პირველ კლასელებისთვის „ანბანთქება“ დავწერე, რომელიც ბოლოს წიგნად გამომიცეს. ახლახან დავწერე „სონეტი სამშობლოზე“ — ძალიან ლამაზი გამოვიდა. ერთ სტროფს მოგახსენებთ:

„ჩემი სამშობლო მზის საუფლოა,

ქართა ველია ლაღად გაშლილი…

ანგელოზების ადგილ-სამყოფად

უფლისგან ქმნილი, ზღვად გადაშლილი“…

ეს სონეტი წირვის მერე დავწერე, დაღლილი დავბრუნდი სახლში და მამაოს ქადაგებიდან ჩარჩენილმა სიტყვებმა არ დამაძინა…

© photo: courtesy of Qeti Abelashviliქეთი აბელაშვილი
ქეთი აბელაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი აბელაშვილი

- მომიყევით როგორ შეხვდით ჭიათურაში გენიალურ რეჟისორს ანდრეი კონჩალოვსკის?

— ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, მაგრამ ჭიათურაში ნამყოფი არ ვიყავი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ იქ წასვლა ასე დამამახსოვრდებოდა, რადგან წელს, რამდენიმე თვის წინ იქ ისეთი გენიალური რეჟისორი ვნახე, როგორიც ანდრეი კანჩალოვსკია. იგი თურმე კაცხის სვეტზე და მის ირგვლივ მცხოვრებლებზე ფილმს იღებს. ქალაქის მერმა მიგვიპატიჟა და როცა სუფრასთან კანჩალოვსკი დავინახე — თვალებს არ დავუჯერე. ვიცი, რომ ამერიკაში ცხოვრობს და რას წარმოვიდგენდი, თუკი მას ჭიათურაში შევხვდებოდი? ძალიან ბევრი ფილმი მინახავს მისი, მაგრამ „მარიას საყვარლები“ მაინც განსაკუთრებულად მომწონს.

© photo: courtesy of Qeti Abelashviliქეთი აბელაშვილი და ანდრეი კონჩალოვსკი ჭიათურაში
ქეთი აბელაშვილი და ანდრეი კონჩალოვსკი ჭიათურაში - Sputnik საქართველო
ქეთი აბელაშვილი და ანდრეი კონჩალოვსკი ჭიათურაში

- დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ მოახსენებდით მაესტროს?

— დიახ, ვკითხე, რომ „მარიას საყვარლები“ ხომ თქვენ გადაიღეთ? მან გაიღიმა: კი, მე გადავიღეო. არასოდეს დამავიწყდება როგორი ბავშვური თვალები ჰქონდა. ძალიან უშუალო ადამიანია. ჭიათურელები წარმოუდგენლად თბილი ხალხია და როგორც ჩანს, ეს ადამიანი ძალიან ჩაიხუტეს. რეჟისორიც ისე ბუნებრივად და შინაურულად იყო ყველასთან… სუფრასთან ოთხი მეუფე, მამაოები და დედაოები ისხდნენ. მათ შორის მეუფე დანიელიც გახლდათ. ცხოვრებაში არ დაგავიწყდება ისეთი სუფრა იყო. კონჩალოვსკიმ ფანტასტიური სადღეგრძელო თქვა საქართველოზე. კონკრეტულად სიტყვები აღარ მახსოვს, რადგან ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი მას რომ ვხედავდი, რომ მხოლოდ იმ სიტყვებით გამოწვეული ემოცია მახსოვს. საოცარი სამშობლო გაქვთო, აღფრთოვანებულია საქართველოთი და იმ ხალხით, რომელიც გაიცნო. ასეთი მოულოდნელი შეხვედრები ალბათ ღმერთის საჩუქარია და ისინი ჩვენს ცხოვრებას განსაკუთრებული აზრით ავსებენ…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0