04:08 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
2324110

ნინო წინწალაშვილი წარმოშობით გურჯაანის რაიონიდანაა. ბავშვობა ულამაზეს სოფელში, ბაკურციხეში გაატარა. დღეს სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობს - მომავალი სტომატოლოგია. ამაზე ოცნებობდა და ბედნიერია, რომ ოცნება აიხდინა.

თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მისი ოცნება. ყოველთვის უნდოდა მწყერის ფერმა ქონოდა. დედის დახმარებით და თანადგომით ეს ოცნებაც აუხდა. დღეს მის ფერმაში 1200-მდე მწყერი  ცხოვრობს. სხვა დანარჩენს ნინო თავად მოგიყვებათ.

ნინო წინწალაშვილი
ნინო წინწალაშვილი

— ჩემი ერთ-ერთი გატაცება იყო მწყრის მოშენება. ამ დროისთვის უკვე სამედიცინოზე ვსწავლობდი და კარგად მესმოდა რამხელა მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს და სხვადასხვა სჭირო ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმისთვის. აღმოჩნდა, რომ  ეს ყველაფერი დიდი რაოდენობით იყო მწყრის კვერცხში. ამის შესახებ ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით გავიგე. 

დედა  პროფესიით ზოოინჟინერია და ძალიან გამომადგა მისი გამოცდილება და განათლება მეფრინველეობაში. ძალიან დამიდგა მხარში, მითარგმნიდა უცხოურ ლიტერატურას, რაც საშუალებას მაძლევდა მეტი ინფორმაცია მიმეღო. რომ არა ის, ბევრს ვერაფერს შევძლებდი. მოკლედ შეიძლება ითქვას, ჩვენ ეს საქმე ერთად გავაკეთეთ.  თავიდან რამდენიმე ათეული მწყერი მოვიყვანეთ. მწყერი, როგორც გარეული ფრინველი თავიდან ბევრ დაბრკოლებას მიქმნიდა, თუმცა გადავლახე ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე საგრანტო კონკურსში ჩავერთე. ვიფიქრე, რატომაც არა? გავაკეთებ დიდ ფერმას და მხოლოდ მე კი არა, სხვებსაც შეეძლებათ მწყერის პროდუქტის დაგემოვნება. თანაც ეს შემოსავლის წყაროდ იქცეოდა. თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა,  ვიქნებოდი ჩემს სოფელში ერთ-ერთი დამსაქმებელი. ყველაფერი კარგად წავიდა, პროგრამა  „აწარმოე საქართველოშის“ დახმარებით მართლაც გავაკეთე ჩემი ფერმა. დიდი არა, თუმცა  გაფართოვების პერსპექტივით.

ნინო წინწალაშვილი
ნინო წინწალაშვილი

- სანამ უშულოდ მწერზე დავიწყებთ ლაპარაკს, მინდა გკითხოთ, როგორ უთავსებთ ერთმანეთს სწავლას და საქმიანობას? სწავლაში ხელი არ გეშლებათ?

— ამას ხშირად მეკითხებიან და ბევრი თვლის, რომ ორი კურდღლის მადევარი ვარ. თუმცა ეს ასე არაა. ჩემი მთავარი საქმიანობა არის ჩემი პროფესია და ის, რაც ფერმას ეხება არის ჩემი ჰობი, რომელიც იქცა შემოსავლის წყაროდაც. როგორ ვთქვი, ჯერ სტუდენტი ვარ, პარალელურად ვმუშაობ ერთ-ერთ კლინიკაში ორთოდონტის ასისტენტად.  ჯერ-ჯერობით ვუთავსებ და ხელი არ შეუშლია. იმედია ასეც გაგრძელდება. მთავარია ჩვენ, ადამიანებმა, არცერთი წამი არ დავკარგოთ ფუჭად.

ნინო წინწალაშვილი
Nini Razmadze
ნინო წინწალაშვილი

- ქართულ ბაზარზე როგორი მოთხოვნაა მწყერის პროდუქტზე?

— მწყერის პროდუქტზე მოთხოვნა თავიდან ნაკლები იყო,  ამ კუთხით  ბევრი რამ არც ახლა შეცვლილა,  ამიტომ ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება ვლაპარაკობ, მის სასარგებლო თვისებებზე, ვარეკლამებ, ვაცნობ საზოგადოებას. მის საოცარ თვისებებზე ბევრი მილაპარაკია და კვლავაც ვილაპარაკებ. არ მწყინდაბა და არ დავიღლები, სანამ ყველას არ გავაგებინებ.

ნინო წინწალაშვილი - შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში
ნინო წინწალაშვილი - შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში

-  რამდენი მწყერი გყავთ?

— დღეისთვის 800-1200-მდე მწყერი  გვყავს. რაოდენობა მუდმივად ცვალებადია. ეს დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე. ყოველთვის მირჩევია შეკვეთა წინასწარ ავიღო, განსაკუთრებით კი ცოცხალ მწყერზე, რომ არ მომიწიოს მათი ტყუილად გაზრდა და გამოკვება.

ნინო წინწალაშვილი
ნინო წინწალაშვილი

- როგორ და რა პერიოდში მრავლდება მწყერი?

— საერთოდ მწყერი ბუნებრივ პირობებში გაცილებით ნელა მრავლდება.  ფერმერულ პირობებში   კვერცხს ინკუბატორში ვჩეკავთ. მწყერისთვის სპეციალური გალიები გვაქვს, ფართო, მაგრამ არა მაღალი. სადედე გუნდისთვის შედარებით განსხვავებული გალიებია, იქიდან, დადებული კვერცხი ავტომატურად გარეთ გორდება.  
რაც შეეხება კვებას, განსაკუთრებული საკვები არ სჭირდებათ. სიმინდის ღერღილი, ქერი, ბალახის თესლი, სჭიროებებიდან გამომდინარე  ვუმატებთ საკვებ რაციონში ვიტამინებსაც.  მიუხედავად იმისა, რომ მწყერი მომცრო ზომის ფრინველია და მისი წონა 100-დან 200 გრამამდე მერყეობს,  საჭმელს ძალიან ბევრს ჭამენ, ამიტომ  ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ საკვები, საკვებურში მუდმივად უნდა ჰქონდეთ.

ნინო წინწალაშვილი
ნინო წინწალაშვილი

- რა სასარგებლო თვისებებით გამორჩევა მწყრის კვერცხი და ხორცი?

— მწყრის კვერცხი მართლაც, რომ უნიკალურია. მასში შემავალი ფერმენტ ლიზოცინის წყალობით ის ნელ-ნელა იწყებს გამოშრობას  და თუ კვერცხი ძალიან  ძველია, შეიძლება საერთოდ გაქრეს.  ახალი კვერცხი 10-15 გრამს იწონის. ქათმის კვერცხთან შედარებით მწყრის კვერცხში მნიშვნელოვნად მეტია სპილენძი, კობალტი და სხვადასხვა ამინომჟავები. განსაკუთრებით ამინომჟავა თიროზინი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მეტაბოლიზმში და პიგმენტის ფორმირებაში, განაპირობებს კანის ჯანმრთელ ფერს. ამიტომაცაა, რომ მწყერის კვერცხი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ მრეწველობაში. მწყრის კვერცხში არსებულ ოვომუკოიდებს შეუძლიათ დათრგუნონ ალერგიული რეაქციები, ამიტომ მათ საფუძველზე მზადდება სამედიცინო პრეპარატი „ოვომუკოიდის ექსტრაქტი“, რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ. მწყრის კვერცხის მიღების შემთხვევაში გამორიცხულია ალერგია და დიათეზი. შენიშნულია, რომ მწყრის კვერცხი ამაღლებს სიცოცხლის ტონუსს. ის გამოირჩევა ლიზოციმის მაღალი შემცველობით, ხოლო ეს ნივთიერება, ავსებს ენდოგენურ მარაგს, ახდენს მიკროფლორის ნორმალიზებას. ამასთან ერთად, ლიზოციმი ხელს უშლის არასასურველი მიკროფლორის განვითარებას კვერცხში. მწყერის კვერცხის გამოყენება ბიომრეწველობაში განპირობებულია იმით, რომ მწყერის ორგანიზმი მაღალი რეზისტენტობით ხასიათდება სხვადასხვა დაავადებების მიმართ. კვერცხში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები საშუალებას იძლევა უშიშრად მიიღონ მწყერის კვერცხი უმი სახით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მასში საკვები ნივთიერებების შენარჩუნების თვალსაზრისით, რომლებიც შეიძლება დაიშალოს პროდუქტის დამუშავების დროს.

ნინო წინწალაშვილის მწყერი
ნინო წინწალაშვილის მწყერი

მწყერის კვერცხი, მასში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და მაღალი დიეტური თვისებების გამო  სამედიცინო პრაქტიკაში, ჯერ კიდევ უძველეს დროში გამოიყენებოდა.

100 გრამი მწყერის კვერცხი 168 კკალ-ს შეიცავს. რაც შეეხება შემადგენლობას, შედგება  ცხიმის (13,1 გ), ცილის (11,9), A და B ჯგუფის ვიტამინებისგან. აღსანიშნავია, რომ 100 გრამში ქოლინის დოზა, სრულად აკმაყოფილებს დღიურ მოთხოვნას, რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მოლიბდენი, მანგანუმი და ქრომი. კვერცხის ცილა მდიდარია ამინომჟავებით.
იაპონიაში ფართოდ გამოიყენება მწყერის კვერცხი ბავშვთა კვებაში. იგი დადებითად მოქმედებს განვითარებაში ჩამორჩენილ ბავშვებზე. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა საავადმყოფოში მწყერის კვერცხი გამოიყენეს კომპლექსში სხვა პრეპარატებთან ერთად, ბავშვების განკურნებისათვის ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული პნევმონია, ტუბერკულოზი. შეინიშნებოდა მადის გაუმჯობესება, წონაში მატება და სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების ნორმალიზება.

მწყრის კვერცხის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების ეფექტურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა მას შემდეგ, რაც იგი გამოიყენეს და ჩართეს იმ ბავშვების დიეტაში, რომლებმაც მიიღეს რადიაციული ზემოქმედება ჩერნობილის ა.ე.ს.-ის ავარიის დროს. გარკვეული დროის გავლის შემდეგ გაუმჯობესდა მათი საერთო მდგომარეობა, აიწია სისხლში ჰემოგლობინის დონემ, გაქრა თავის ტკივილები, დაღლილობა. ბიოქიმიურმა ანალიზმა ვერ გამოავლინა გადახრა სისხლის შემადგენლობაში.
აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მწყერის კვერცხის გამოყენება რეკომენდებულია ავადმყოფ და სუსტ ბავშვთა სამკურნალოდ და, პირველ რიგში, ეკოლოგიურად არასაიმედო რაიონებში.

რაც შეეხება  მწყერის ხორცს, იგი  შეიცავს 21-22% ცილას, 2,5- 4,0% ცხიმს. ქიმიური შემადგენლობით მწყერის ხორცი მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტს.   მწყერის ხორცი შეიცავს ბევრ ვიტამინებს  A, B1, B2 მიკროელემენტებს(რკინა, კალიუმი, კობალტი, სპილენძი) ვიდრე ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი. მწყერის ხორცს აქვს შეუცვლელი ამინომჟავები(ლიზინი, ცისტინი, მეთიონინი,ტიროზინი). მისი მიღება რეკომენდირებულია, ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული პნევმონია (ფილტვების ანთება), ტუბერკულიოზი, დიაბეტი, კუჭის წყლული, გულის დაავადება, ღვიძლის, თირკმელის დაავადების დროს. ასევე მატებს ტონუსს და ამაგრებს ძვლებს. მწყერის ხორცი  რეკომენდირებულია   მათთვის, ვისაც რადიაციული დასხივება  აქვს მიღებული. მწყერის ხორცი იმდენად გემრიელია, რომ ბავშვები სიამოვნებით მიირთმევენ  მოხარშულს და არა შემწვრს. ის ძალიან მალე მზადდება, რაც ძალიან მოსწონთ დიასახლისებს.

 ამ ყველაფრის მიუხედავად რეალიზაცია მაინც მიჭირს. ვფიქრობ ხალხში ინფორმირებულობის დონე უნდა გავზარდოთ. ამისათვის კიდვ რა ზომებს მივმართო არ ვიცი. ალბათ მიჩვევაა საჭირო, რომელსაც დრო  სჭირდება. კვერცხს  თბილისში www.soflidan.ge-ს დახმარებით ვყიდი. ხანდახან „my market-ის” საშუალებითაც. ასევე გურჯაანის თელავის და ბაკურციხის მაღაზიებში.

მწყერის  ხორცისთვის ძირითადად პირადად მიკავშირდებიან სხვადასხვა რესტორნები, თუმცა სტაბილური მოთხოვნა აქაც არ არის.  ისევ და ისევ, ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით, მოსახლეობაში  ცნობადობა გაზრდილიყოს.  მინდა ჩემი მცირე ფერმა  დიდ ფერმად გადავაქციო და დაძველებული ინფრასტრუქტურა განვაახლო.

მთავარი თემები