იტალიური ქაღალდი, გადაჭრილი მახათი და ჩარჩოში მოქცეული სილამაზე – ქვილინგის ხელოვნება

© Photo: Courtesy of Miranda Seidishviliმირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაძლოა ვინმემ არ დაიჯეროს, მაგრამ იმ საოცარი ნახელავების დასამზადებლად, რასაც ფოტოებზე ხედავთ, მხოლოდ ორი რამაა საჭირო: იტალიური ქაღალდი და გადაჭრილი მახათი.

ამგვარი ხელოვნება ქვილინგის სახელითაა ცნობილი. მათ ავტორს ორი ერთნაირი ნივთი არ დაუმზადებია, ანუ რასაც ქმნის, იმის მხოლოდ ორიგინალური ნიმუშები არსებობს. რაც მთავარია, ყველაფერს იმპროვიზაციით და მონახაზის გარეშე აკეთებს…

ეს დახასიათება პროფესიონალ მხატვარს არ ეხება — ქალბატონი მირანდა სეიდიშვილი პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია. ბათუმში მას კარგად იცნობენ და ბევრ შეკვეთასაც იღებს.

© Photo: Courtesy of Miranda Seidishviliმირანდა სეიდიშვილი
მირანდა სეიდიშვილი - Sputnik საქართველო
მირანდა სეიდიშვილი

 

– ქალბატონო მირანდა, მსგავსი საქმიანობის იმპულსი ხშირ შემთხვევაში ცხოვრებაში რაიმე მძაფრი შეგრძნება ხდება ხოლმე…

— ალბათ არც მე ვარ გამონაკლისი… როცა მამა გარდამეცვალა, ძალიან განვიცადე და შველას ყველაფერში ვეძებდი, ვკითხულობდი რაც ხელში მომხვდებოდა. ერთხელ გადავაწყდი პატარა წიგნს, სადაც ვნახე კბილის ჩხირზე დახვეული ქაღალდისგან გაკეთებული პატარა ხე, რომელსაც ძალიან ლამაზი ფორმა ჰქონდა. ამის შემდეგ პირველი ნივთი, რაც გავაკეთე, ძალიან პრიმიტიული იყო. მერე კი მაკრატლით ქაღალდისგან რაღაცეების გამოჭრა დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ზემოდან, უფლისგან იყო, რადგან მანამდე, გეფიცებით, არასოდეს არაფერი დამიხატავს.

© Photo: Courtesy of Miranda Seidishviliმირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი

– ეს მხოლოდ ორიგინალური იდეებით დამზადებული ნივთები და აპლიკაციებია?

— ყველაფერი აბსოლუტურად ჩემი ფანტაზიითაა დამზადებული. არავისგან არაფერი გადამიღია. იმის დრო და სურვილიც არ მაქვს, რომ ინტერნეტში შევიდე, რაღაც მოვძებნო და გადმოვიღო. თანდათან, რომ იტყვიან, როლში შევედი. გავიგე, რომ ამგვარ ხელოვნებას ქვილინგი ჰქვია. მუშაობის დროს ვიყენებ გადაჭრილ მახათს და იტალიურ ქაღალდს, რომელსაც ვამუშავებ. თბილისში ჩარჩოებს ვყიდულობ. როცა რაიმეს კეთებას ვიწყებ, ამოსავალი ჩარჩოა, მის მიხედვით ვიწყებ მუშაობას, მერე უკვე ფანტაზია ერთვება საქმეში და ყოველგვარი მონახაზის გარეშე გამოდის ის, რაც გამოდის.

© Photo: Courtesy of Miranda Seidishviliმირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი

– ეს, ალბათ, შრომატევადი საქმეა?

— მართალია, ძალიან შრომატევადია ის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ამავე დროს მამშვიდებს კიდეც. ყველა მეუბნება, კარგი ნერვები გაქვსო. არა, უბრალოდ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მეუბნებიან, მოდი, რაიმე წრე გახსენი და მოსწავლეები აიყვანეო, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ბათუმი ძალიან პატარაა და ბევრი უკვე მიცნობს. ჩემი ნახელავები კარგად იყიდება. იმიტომ კი არა, რომ მე ვაკეთებ, ისინი მართლა ძალიან სასიამოვნო საჩუქარია. ბოლო დროს საქორწილო მოსაწვევების კეთება დავიწყე.

© Photo: Courtesy of Miranda Seidishviliმირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი

– ასეთი მოსაწვევები ალბათ ბევრი უნდა დამზადდეს?

— რა თქმა უნდა, ეს დასარიგებელია და ბევრის გაკეთებაა საჭირო. ბოლოს 150 ცალი გავაკეთე. ასეთი რამ ორი თვით ადრე უნდა შემიკვეთონ, რომ მოვასწრო… ხელი უკვე შეჩვეული მაქვს და პრინციპში დღეში 4-5-ს უკვე ვასწრებ. მსგავსი მოსაწვევი ფაქტობრივად პატარა საჩუქარივითაა და მას, იმედია, ინახავენ კიდეც როგორც ლამაზ ნივთს. გამოფენა მქონდა თბილისში, ფოლკლორულ ცენტრში და თურქეთში, როცა იქ ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნა. სოციალურ ქსელებში როდესაც ჩემი ნამუშევრების ფოტოებს ვდებ, უცხოელებიც აფასებენ და ძალიან მოსწონთ. რაც კი გამიკეთებია, ყველა ნიმუშია უკვე გაყიდულია. იმაზე მწყდება გული, რომ როცა ნივთი მის ახალ პატრონს მიაქვს, დავფიქრდები ხოლმე – ამას მეორედ ხომ ვეღარ გავაკეთებ?.. ყველა თავისებურად ლამაზი და განსხვავებულია. საბოლოოდ მათი მხოლოდ ფოტოები მრჩება ხოლმე.

© Photo: Courtesy of Miranda Seidishviliმირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი

– ანუ თქვენთვის ფაქტობრივად არაფერი დაიტოვეთ?

— მხოლოდ ოთხი ნამუშევარი მაქვს. სულ ვამბობ, რომ ეს ჩემთვისაც გავაკეთო–მეთქი, მაგრამ ვეღარ ვაკეთებ, საკუთარი თავისთვის ვეღარ ვიცლი.

© Photo: Courtesy of Miranda Seidishviliმირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი

– როგორც ჩანს, თქვენ შემთხვევაში ჩარჩოა განმსაზღვრელი, როგორც წესი, პირიქით აკეთებენ ხოლმე, მზა ნიმუშს შემდეგ არგებენ ჩარჩოს…

— მე წინასწარ უნდა ვიცოდე, თუ რა ზომის ჩარჩოს მიკვეთავენ, რომ იმის მიხედვით ვიმოქმედო. ჩარჩო ჩაღრმავებით კეთდება, რათა მინა არ დაედოს. მინა იმიტომაა საჭირო, რომ ნამუშევარი არ დაიმტვეროს, თორემ ქაღალდი ფერს ნამდვილად არ იცვლის. ხუთი წელია ამ საქმეში ვარ და შემთხვევა არ მახსენდება, რომ ნამუშევარს ფერი შეეცვალოს. ქაღალდი კარგი ხარისხის უნდა იყოს და არ იყოს შეღებილი. დიდი მნიშვნელობა აქვს ქაღალდის სირბილეს, ადვილად უნდა მოგყვებოდეს ხელში. ქაღალდს ვაძლევ ფორმებს და აპლიკაციებს წებოთი ვაერთებ. მოკლედ, როცა რაიმეს კეთებას ვიწყებ, ჯერ უნდა ვიცოდე, რა სახის ჩარჩოში უნდა მოვაქციო ის, რასაც შევქმნი…

© Photo: Courtesy of Miranda Seidishviliმირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მირანდა სეიდიშვილის ნამუშევარი

– ეს ფაქტი რომ განვაზოგადოთ, თავად თუ გიყვართ საკუთარი თავის „ჩარჩოში მოქცევა“?

— მე საკუთარ თავს ვერ შევაფასებ, მაგრამ, ალბათ, ჩარჩოში მოქცეული ადამიანი არ ვარ. თუმცა მიყვარს და მომწონს სილამაზე, რომელსაც ჩარჩოში ვაქცევ… საერთოდ სილამაზის დამფასებელი ვარ და მას ყველასა და ყველაფერში ვეძებ, ეს ცხოვრებას მიადვილებს და ყოველდღიურობას აზრითა და გრძნობებით ავსებს…

ყველა ახალი ამბავი
0