ქართველი მხატვარი თანამედროვე „უცნობი ქალის პორტრეტისთვის“ 30 წლამდე ნატურას ეძებს

გამოწერა
მხატვარი, ჰიპერ-რეალისტი, ხატმწერი რეზო კოშკაძე საესტრადო სფეროში მოღვაწეობდა და სხვადასხვა რაიონული მუსიკალური ანსამბლების ხელმძღვანელი გახლდათ. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მის მიერ შექმნილი ნახატები ბევრი ცნობილი ადამიანის კერძო კოლექციაშია.

გამოცემული აქვს ლექსების კრებული. ამჟამად ბევრი საინტერესო იდეა გააჩნია, მათ შორის ცნობილი მხატვრის, ივან კრამსკოის ნახატის „უცნობი ქალის პორტრეტი“ მსგავსად თანამედროვე უცნობი ქალის პორტრეტის შექმნაა, რომელიც მისი წინამორბედის მსგავსად პოპულარული გახდება..

- ბატონო რეზო, როგორი იყო თქვენი, როგორც ხელოვანის ცხოვრებისეული გზა?

— განათლებით მხატვარი არ ვარ. თუმცა, შეგახსენებთ, რომ თომას მანს არც ერთი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ 18 აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახლდათ. ასე რომ, ეს ხელს არ მიშლის. თუმცა ისტორიკოსი და ეკონომისტი ვარ, ცხოვრების დიდი ნაწილი მუსიკას შევწირე. ჩემი ბოლო ნამუშევარი იყო მამაკაცთა ნონეტი "სურამი", რომელმაც 1985 წელს თბილისში გამართულ საგაზაფხულო ფესტივალზე პირველი პრიზი მოიპოვა და ამ დიდი სიხარულის ფონზე ჩემს ცხოვრებაში მოხდა ასევე დიდი ტრაგედია: მე და ჩემი მეუღლე ავარიაში მოვყევით, რის შემდეგაც მეუღლე დაიღუპა. ამიტომ ესტრადა მივატოვე და ბიზნესში გადავინაცვლე. 

© Photo: Courtesy of Rezo Koshkadzeრეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი - Sputnik საქართველო
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი

- თუმცა, არ მიგიტოვებიათ ხატვა…

— დიახ, ყველგან და ყოველთვის ვხატავდი. ჰიპერ-რეალისტი მხატვარი ვარ და ყველა ჟანრში და სხვადასხვა ტექნიკით ვმუშაობ. 90-იან წლებში ვცხოვრობდი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში და ბიზნესით ვიყავი დაკავებული. ასევე ვხატავდი ფერწერულ ტილოებს, ვწერდი ხატებს და მოსკოვში ძველ არბატსა და ვერნისაჟზე ვყიდდი. ფაქტობრივად, ნახევარი ცხოვრება მოსკოვში გავატარე. 

© Photo: Courtesy of Rezo Koshkadzeრეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი - Sputnik საქართველო
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი

- წლების მერე სურამში შემოქმედებითი საღამო მოგიწყვეს...

— 2009 წელს, როცა 60 წლის გავხდი, სურამელებმა და ჩემმა ყოფილმა მოსწავლეებმა, სურამის კულტურის სახლში საიუბილეო საღამო მომიწყვეს. წამყვანმა გაიხსენა, რომ მე ვხატავდი და საზოგადოებას აჩვენა ჩემი ნახატი „მთვარიანი ღამე“, რომელიც 1978 წელს მისთვის მიჩუქებია. ვინც არ იცოდა, რომ ვხატავდი, ნახატს გაოცებული უყურებდა. ამის მერე რამდენიმე პერსონალური და შერეული გამოფენა მქონდა. გავხდი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მივიღე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია-მეორის კურთხევა ხატწერაზე. ჩემს მიერ დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის ხატი დასავლეთ საქართველოში წაიღეს. პატრიარქმა ამ ხატს კურთხევა მისცა და  შემაქო. ჩემი ნამუშევრები აქვთ: ბიძინა ივანიშვილს, ლევან ვასაძეს, გოგა ხაინდრავას, ნიკუშა შენგელაიას, ჩვენს სასიქადულო ბარიტონს, გიორგი გაგნიძეს, მერაბ რატიშვილს, მხატვართა კავშირის ადრინდელ თავმჯდომარეს, ცისანა მჭედლიძეს და სხვ. 

© Photo: Courtesy of Rezo Koshkadzeრეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი - Sputnik საქართველო
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი

- ბატონო რეზო, იყო პერიოდში როცა არ ხატავდით და მაშინ კრებული გამოეცით…

— მიუხედავად ასაკისა, ბევრი არ ვხატე, შემოქმედებაში ვაკუუმი მქონდა. თუმცა ასეთ დროს ლექსების კრებული გამოვეცი. მახსოვს, ორ კვირაში 42 ლექსი დავწერე. ისე მოხდა, რომ ბაქოში, საქმეებზე წასვლამდე ჩემი ლექსებით სტამბაში მივედი. იქ მომუშავე ნაცნობ ქალბატონს ვთხოვე: ქართულს გადაჩვეული ვარ და ჩემი ლექსები, ანუ ეს „ნაჯღაბნები“ უხერხულია, ვინმეს ვაჩვენო და იქნებ, ამიკრიფოთ მეთქი. როცა უკან დავბრუნდი, მთლიანი წიგნი დამხვდა დაკაბადონებული. ჩემს ნაცნობებს უფიქრიათ, მოდი, სიურპრიზი მოვუწყოთო და დაბეჭდილი წიგნი დამახვედრეს. კრებულს „დაბრუნება“ ერქვა. 

© Photo: Courtesy of Rezo Koshkadzeრეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი - Sputnik საქართველო
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი

- ამ ეტაპზე თქვენთვის ხატვაა პრიორიტეტული?

— ნამდვილად ასეა. ამასთან დაკავშირებით სერიოზული ჩანაფიქრი მაქვს, მყავს არტ-დილერები. ახლახან ცნობილი მხატვრის, გივი თოიძის საღამოზე მიმიწვიეს ბატონებმა გურამ ცერცვაძემ და ვალერი ასათიანმა. ბატონი გურამი საქართველოს მხატვართა კავშირის ახალი თავმჯდომარეა. მან ადრე მთხოვა ჩემი პორტრეტი დახატეო, რისთვისაც ხაშურში ჩემთან ბევრჯერ ჩამოვიდა. გივი თოიძის საღამოზე ბევრმა პირველად ნახა ჩემი ნამუშევრები და აღფრთოვანდა. ასეთი მომენტები სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში. ყველას უკვირს როგორ ვასწრებ ყველაფერს. დღე-ღამეში, ფაქტობრივად, ოთხი საათი მძინავს და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია. სერიოზული გამოფენებისთვის ბევრი ნამუშევარია საჭირო, ამიტომ ახლა უნდა გავაერთიანო დღე და ღამე და სულ ვხატო… 

© Photo: Courtesy of Rezo Koshkadzeრეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი - Sputnik საქართველო
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი

-ჰიპერ-რეალისტ მხატვარს რომელი „ჰიპერ-რეალისტური“ შეფასება დაგამახსოვრდათ?

— მე ბევრი ცნობილი ადამიანის პორტრეტი მაქვს შექმნილი. პოპულარული ბარიტონი, გია გაგნიძეც დავხატე. სანამ ამერიკაში წავიდოდა, შევპირდი, რომ მის პორტრეტს შევქმნიდი. როცა ჩემთან მოვიდა და ნახატი ნახა, კაცი გადაირია და მითხრა: ასე მგონია, სარკეში ვიყურებიო. ამის მერე უზარმაზარი ტილო შემიკვეთა. დღეისთვის დროის უმეტეს ნაწილს ხატვასა და ხატწერას ვუთმობ, რადგან მაქვს ბევრი შეკვეთა, მიწვეული ვარ ბაქოში საშემოდგომო საერთაშორისო გამოფენაზე. თუმცა მანამდე მინდა, რომ ხელოვნების მოყვარული, გემოვნებიანი თბილისური საზოგადოების წინაშე წარვსდგე. ჯერ კიდევ მაქვს საკმარისი ენერგია და რწმენა იმისთვის, რომ საკუთარი ნიშა მოვძებნო და ჩემი ადგილი დავიმკვიდრო ქართველ მხატვართა შორის. ჩანაფიქრი ბევრი მაქვს და თუ უფლის ნება იქნება, ჩემს სათქმელს უფრო ხმამაღლა ვიტყვი. 

© Photo: Courtesy of Rezo Koshkadzeრეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი - Sputnik საქართველო
რეზო კოშკაძის ჰიპერ-რეალისტური ნახატი

- ბატონო რეზო, რაიმე „ავანტურისტული“ არტ-იდეა ხომ არ გაქვთ?

— ძალიან მინდა, რომ ისეთივე ნახატი შევქმნა, როგორიც იყო ცნობილი მხატვრის, ივან კრამსკოის ნახატი „უცნობი ქალის პორტრეტი“. ამისთვის ვეძებ 30 წლამდე ასაკის ლამაზ გოგოს, რომელსაც ისეთნაირად დავხატავ, რომ ყველას დაამახსოვრდება. საქართველოში ლამაზი გოგონების ძალიან ბევრია, მაგრამ მე საინტერესო, დასამახსოვრებელ ტიპაჟს ვეძებ…

 

ყველა ახალი ამბავი
0