ურთიერთობების უწყვეტი ჯაჭვი და საქორწილო კაბების ქართული ხასიათი

© Photo: Courtesy of Khatuna Peikrishviliხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბები
ხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხათუნა ფეიქრიშვილი იმ ქართველ დიზაინერებს შორისაა, ვინც ეს საქმიანობა 15 წლის წინ დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულ და თანამედროვე მოდის ტენდენციებს ერთნაირად კარგად იცნობს.

ამას გარდა, მის სამოსს ყოველთვის გასდევს ქართული ხაზი და უკვე წლებია, მუდმივი კლიენტურა ჰყავს, რაც თანამედროვე კონკურენციის პირობებში არც ისე ადვილია. რაც მთავარია, მისთვის კლიენეტები უკვე დიდი ხანია, რაც მეგობრებად იქცნენ და ურთიერთობის ამ უწყვეტ ჯაჭვს ორმხრივი  სიხარული და სიამოვნება მოაქვს.

© Photo: Courtesy of Khatuna Peikrishviliხათუნა ფეიქრიშვილი
ხათუნა ფეიქრიშვილი - Sputnik საქართველო
ხათუნა ფეიქრიშვილი

 

-ქალბატონო ხათუნა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დიზაინერი ყოველთვის აქტუალური იყოს?

— საქართველოში ისე მოხდა, რომ ყოველი მეორე დიზაინერობას იჩემებს, ამ სფეროში რაღაც არა ჯანსაღი კონკურენციაა და ყველა მხოლოდ საკუთარ პიარზეა გადასული. გულახდილად გეტყვით, რომ მე არასოდეს მიმუშავია პიარსა და ყოველთვის ჩემი კლიენტურა მყავდა. მათ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ და უკვე 15 წელია, რაც სამოსს ერთი და იგივე ხალხს ვუკერავ. სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაშინ მას მოდელორება ერქვა. სხვადასხვა გარემოებების გამო დიპლომი ხუთი წლის შემდეგ დავიცავი და დიზაინერის წოდება მოგვიანებით მოგვანიჭეს.  ძალიან იშვიათია, როცა აკადემიას ამთავრებს და დიპლომს თავიდან ბოლომდე თვითონ აკეთებს. წარმოიდგინეთ, ამ საქმეში იმდენად მყარად მქონდა ფეხი დადგმული, რომ ხატვიდან დაწყებული შესრულებით დამთავრებული ყველაფერი მე გავაკეთე.

© Photo: Courtesy of Khatuna Peikrishviliხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბები
ხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბები - Sputnik საქართველო
ხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბები

- სადიპლომო ნამუშევრის თემა პროფესიული ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია, რაზე იყო თქვენი დიპლომი?

— ჩემს დიპლომს ერქვა „ნაცრისფერი განწყობილება“, ასეთი სახელწოდება არ იყო იმდროინდელი საერთო განწყობიდან გამომდინარე, უბრალოდ, ასე გადაწყვიტა  ჩემი დიპლომის ხელმძღვანელმა, ბატონმა ომარ სააკაშვილმა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო. იმ პერიოში თუკი იყო ვინმე იყო, ვინც სტუდენტებთან მუშაობდა, მათ შორის, ბატონი ომარიც გახლდათ.  ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ტრიკოტაჟის კოლექცია, მასში დომინირებდა ნაცრისფერი, რომელსაც წითელი გარეთა ნაკერები ჰქონდა. ტყავის აქსესუარები გავაკეთე. საინტერესო კოლექცია იყო. მაშინ ძალიან რთული იყო მასალის შოვნა, მით უმეტეს, როცა კონტაქტები ნაკლებად გაქვს და თანაც, პატრონი არ გყავს. ასეთ პირობებში ყველაფერი მე ვიშოვნე.  ჩემი პირველი ჩვენება თუმანიშვილის თეატრში იყო, დღემდე მახსოვს.  ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ ჩემს კოლექციას სრულიად უცხო ხალხმა დაუკრა ტაში.

© Photo: Courtesy of Khatuna Peikrishviliხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბა
ხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბა - Sputnik საქართველო
ხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბა

- თქვენ მითხარით, რომ დიდი ხანია, რაც საკუთარი კლიენტურა გყავთ…

— დიახ, საკმაოდ გამიმართლა კლიენტურაში, რის გამოც ღმერთის მადლობელი ვარ. ყოველთვის კარგი ხალხი მხვდება, იმდენად კარგები არიან, რომ მათ კლიენტებს ვეღარ ვეძახი. ეს ურთიერთობა უკვე მეგობრობაშია გადასული. ერთმანეთს იმდენად შევეჩვიეთ, რომ ეს უკვე ერთი დიდი ჯაჭვია. მათი ასეთი ერთგულება ჩემი საქმისადმი დამოკიდებულებიდან მოდის: რასაც კლიენტი ვერ ამჩნევს ხოლმე, იმას თავიდან მაინც გავაკეთებ, რადგან საკუთარ თავს არანაირ ხარვეზს არ ვპატიობ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე წლებია, რაც ვმუშაობ, ხელი არ გავიფუჭე და ჰაერზე არაფერი გამიკეთებია. ჩემი პრინციპია: კლიენტი ყოველთვის მართალია. ასი კაპრიზი რომ ჰქონდეს, ასივე უნდა შევუსრულო. ზოგს სკოლის ბანკეტზე რომ კაბა შევუკერე, დღეს უკვე მათ შვილებს ვუკერავ.

© Photo: Courtesy of Khatuna Peikrishviliხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბა
ხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბა - Sputnik საქართველო
ხათუნა ფეიქრიშვილის საქორწინო კაბა

-თქვენ მუშაობთ საქორწილო კაბებზეც, რომელშიც ქართული ხასიათი ყოველთვის იგრძნობა…

— ჩემთვის საქოწილო კაბები ძალიან მნიშვნელოვანია და მათზე მუშაობა  სიამოვნებას მანიჭებს. რამდენიმე ასლი მაქვს გაკეთებული, ოღონდ, მსოფლიო ბრენდებს ვგულისხმობ. ქართველი დიზაინერების კოლექციიდან ასლს არასოდეს ვაკეთებ- ეს უბრალოდ არასწორი იქნება. ხოლო მოდების მამებისა და დედების ასლი- რატომაც არა? დღეს ძალიან გახშირდა ქართული შტრიხები საქორწილო სამოსში. აი, მე მეუბნებიან, რაც უნდა შექმნა შენს სამოსში ტრადიციული შტრიხი მაინც იქნებაო. როგორი სუპერთანამედროვე ბრენდული კაბაც არ უნდა გავაკეთო, მას ყოველთვის გაკრავს ისეთი რაღაც, რაც მის ქართულ წარმომავლობაზე მიანიშნებს. ეტყპობა, შინაგანი ეროვნული ბუნება მაინც თავისას აკეთებს. საკმაოდ ბევრი საქორწილო კაბა მაქვს შეკერილი და ბევრი დავაქორწინე. თუკი არ მოვძველდები ქორწილისთვის კაბებს მათ შვილებსაც შევუკერავ.

© Photo: Courtesy of Khatuna Peikrishviliხათუნა ფეიქრიშვილი ოჯახთან ერთად
ხათუნა ფეიქრიშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ხათუნა ფეიქრიშვილი ოჯახთან ერთად

-ქალბატონო ხათუნა, როგორ არ უნდა მოძველდეს პროფესიონალი და რა არის ის, რაც მოდიდან არასოდეს გადავა?

— მე ვფიქრობ, ინდივიდუალიზმია ის, რაც ყოველთვის მოდაშია. რაღაც პერიოდი ქალის ტანსაცმელმა თითქოს სილუეტი დაკარგა. ახლა სილუეტი ისევ ქალურ ფორმებს იძენს. ეს ძალიან კარგია და მომწონს. გამოყვანილი კაბა ფეხსაცმელსაც უხდება და ბოტასსაც-ეს მსოფლიო მოდის ტენდენციაა. რაღაც ღირებული რომ შექმნა, ამისთვის განწყობა და სურვილია საჭირო. მე შინაგანად ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ, არ არსებობს მასალა, რომლისგანაც სამოსს ვერ გავაკეთებ. კიდევ დროს არ უნდა ჩამორჩე და რაღაც ტაბუ არ უნდა შექმნა. მე პირადად კლიენტისგან ბევრს ვსწავლობ და თინეიჯერებთან ურთიერთობა მსიამოვნებს. ბანკეტის კაბებზე რომ მოდიან, ყოველთვის ვეკითხები: რა უნდათ. ინტერნეტშიც ვაკვირდები სიახლეებს. გინდა, არ გინდა, ამ ურთიერთობების დროს ვითარდები და ეს კარგია ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის…

ყველა ახალი ამბავი
0