კარიერა და ოჯახი – მრავალშვილიანი დედის წარმატებული ბიზნესის ისტორია

© Photo: Courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილი
ვერა მოსიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არც ისე მარტივი საქმეა ახალგაზრდა ქალს გყავდეს ოთხი შვილი და ამავე დროს გქონდეს საკუთარი ბიზნესი, მართავდე დამოუკიდებლად, თან საკმაოდ წარმატებით. ეს ყველაფერი კი თავდაუზოგავი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

მინდა ხშირად მოგითხროთ ახალგაზრდა, წარმატებულ ადამიანებზე, მათ შრომისმოყვარეობაზე და თავდადებაზე. მინდა ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპი — „ან ოჯახი, ან კარიერა“. თუ მოვინდომებთ, მივხვდებით, რომ შესაძლებელია ორივე ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს.

© Photo: Courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილი
ვერა მოსიაშვილი - Sputnik საქართველო
ვერა მოსიაშვილი

ვერა მოსიაშვილი პროფესიით ეკონომისტია, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ქიმიური ტექნოლოგია და ბიზნესის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ამას გარდა მიღებული აქვს სამედიცინო განათლება. ოჯახი 27 წლის ასაკში შექმნა. დღეს უკვე ოთხი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, რომელთაც მისი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად თვლის.

ორი შვილი ერთმანეთის მიყოლებით გააჩინა, ამიტომ ცოტა გაუჭირდა მათი გაზრდა — ისინი ხომ თითქმის ერთი ასაკისანი იყვნენ. სიძნელეების მიუხედავად ორივე შვილი თავად აღზარდა.

„ამ დროს იმდენი ღამის თენება გჭირდება, რომ ხანდახან ისიც კი მავიწყდებოდა, რომელი საათია, რა დღეა. მაგრამ მათი სიყვარული უსაზღვროდ დიდ ძალას მაძლევდა“, — ამბობს ვერა.

© Photo: Courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილი
ვერა მოსიაშვილი - Sputnik საქართველო
ვერა მოსიაშვილი

უკვე ოთხი შვილი ჰყავდა, როცა კერძო საბავშვო ბაღის გახსნა გადაწყვიტა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გინდა შენი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინო. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად გათვალო რა იქნება შენთვის, შენი ოჯახისთვის, შვილებისთვის საუკეთესო ვარიანტი. ამ შემთხვევაში საბავშვო ბაღი იყო საუკეთესო არჩევანი. სწორედ ამიტომ გახსნა ბაგა-ბაღი „ვარსკვლავები“.

ამაყობს, რომ ბავშვების აღზრდაში, თანამედროვე მეთოდების დანერგვაში, ზოგადად, ყველა საკითხში პირადად არის ჩართული. ხშირად ხვდება მშობლებს, პასუხობს მათ შეკითხვებს, აძლევს მითითებებს და რჩევებს. ეს ბაღზე დადებითად აისახება.

© Photo: Courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილი
ვერა მოსიაშვილი - Sputnik საქართველო
ვერა მოსიაშვილი

აქ ყველა გაღიმებული სახით დადის. რატომ უყვართ ასე ბავშვებს და მათ მშობლებს ეს ბაღი? და, აი, პასუხი: ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბავშვები აქ თავს ბედნიერად გრძნობენ, ერთობიან, თამაშობენ ჯანსაღ გარემოში, იკვებებიან სრულფასოვნად, ბევრ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე (ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, ატრაქციონებით). ბაგა-ბაღს ემსახურება ექიმი პედიატრი და ტარდება არტთერაპიის კურსები (სამკურნალო თიხაზე ძერწვის ხელოვნება). ბავშვები სწავლობენ ასაკის გათვალისწინებით ჭადრაკს, მუსიკას, უცხო ენებს, სამეჯლისო ცეკვებს და ჰყავთ საუკეთესო, ბავშვების მოყვარული მასწავლებლები. ხშირად ეწყობა ექსკურსიები. ბაღის  ხშირი სტუმრები არიან თოჯინების თეატრის მსახიობები. ყოველ დილით კი პატარები ნებისმიერი ადგილიდან ბაღში „ვარსკვლავურ მანქანას" მიჰყავს.

© Photo: Courtesy of Vera Mosiashviliვერა მოსიაშვილის შვილები
ვერა მოსიაშვილის შვილები - Sputnik საქართველო
ვერა მოსიაშვილის შვილები

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი არჩევანი იყო. ჩემი აღსაზრდელების მშობლები ნებისმიერ საკითხში ძალიან მენდობიან. მათთვის ის ფაქტორი, რომ მე თავადაც დედა ვარ, რომ მათი შვილების თანატოლები არიან ჩემებიც და მათი შვილების გვერდით იზრდებიან, ალბათ კიდევ დამატებითი ნდობის ფაქტორიცაა. თან ჩემთან ბაღში კამერები გვაქვს დამონტაჟებული და მშობლებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი თავიანთ პატარებს. რა თქმა უნდა, ესეც დამატებითი ნდობის ფაქტორს ქმნის“, — ამბობს ვერა მოსიაშვილი.

ყველაზე დიდ ძალას ხომ სწორედ შვილები გვმატებენ. ვერას შემთხვევაშიც ასე იყო. ბიზნესშიც სწორედ შვილები აღმოჩნდა ის მამოძრავებელი ძალა, სტიმული, ენერგია, რამაც ახალგაზრდა ქალი წარმატებამდე მიიყვანა.

„ჩემმა შვილებმა დიდი გამოცდილება შემმატეს. მასწავლეს დროის სწორად მართვა, დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარული მთლიანად სამყაროს წინაშე, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მივხვდი, რომ რაც უფრო მეტს გავცემ, უკანვე იმას მივიღებ — ენერგიას, სიყვარულს, სიცოცხლის ხალისს“, — ამბობს ვერა.

და, ბოლოს — „დედობა ხომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და, ამავდროულად — ბედნიერება. ჩვენ ხომ ეს შევძელით? ჰოდა სხვა დანარჩენიც გამოგვივა. წარმატების საიდუმლო დაუღალავი შრომა, მიზანდასახულობა და დროის სწორად გათვლაა“!

 

ყველა ახალი ამბავი
0