მარადიული მონატრება და სიცოცხლის სევდა – სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები...

© photo: courtesy of Elizabeth Joudroმთები
მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები, და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს? სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა!..

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ დიდ ქართველ მწერალს, სცენარისტსა და კინორეჟისორს გოდერძი ჩოხელს. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „ბაკურხეველი ხევსური", „წერილი ნაძვებს", „ბინდისფერი ხეობა", „ადამიანთა სევდა", „მგელი", „თევზის წერილები", „მღვდლის ცოდვა" და სხვა უამრავი. გადაღებული აქვს ფილმები: „ადგილის დედა", „ბაკურხეველი ხევსური" „ადამიანთა სევდა", „წერილი ნაძვებს", „ცოდვის შვილები", „სამოთხის გვრიტები", „ლუკას სახარება"…

გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე - Sputnik საქართველო
"სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე

მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის: ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან–პრი ფილმისათვის „აღდგომა", მონტე–კარლოს კინოფესტივალზე „ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის „ცოდვის შვილები", იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი და სხვა.

• რაა სიკვდილი?— ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს.

• — სიკვდილისა გეშინია?

— რატო მეშინია?!

— რატომ არა?

— იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.

დიმიტრი უზნაძის ძეგლი - Sputnik საქართველო
სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა

• ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია.

• — რა არის სიცოცხლე?

— სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

— სიკვდილი?

— სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

• ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდება ის.

იანუშ ლეონ ვიშნევსკი - Sputnik საქართველო
ყველაზე ხანმოკლე მარადიულობა, ანუ ვის სჭირდება ბანალური „მიყვარხარ"?

• სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

• სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები, და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს? სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა!..

• დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.

• როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი და, ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა — სიყვარული!

მეტეორული ნაკადი - Sputnik საქართველო
რუსთაველის ცუდი სამსახური და ხომალდი, რომელზეც ღმერთს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა

• — რა გადარდებს?

— მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.

• წუთისოფელი იცინოდა, დრო კი მიდიოდა, დრო – წამალი და სენი ყველაფრისა.

• სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის… გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან…

აყვავებული ხე - Sputnik საქართველო
სიყვარულიც ომია, ოღონდ იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება...

• გთხოვთ, ნუ მოსძებნით თამარის საფლავს, იგი დამბადებელმა ხელში აიყვანა და მზის სხივად აქცია…

• — როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

— რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა…

• —… გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

— არა, მე გათხოვილი ვარ!

 

ყველა ახალი ამბავი
0