მირანდა მაისურაძე – გარშემომყოფთა სიყვარულით განებივრებული მომღერალი

© FB/ Kakhetian Traditional Winemakingმომღერალი მირანდა მაისურაძე
მომღერალი მირანდა მაისურაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ სტუმარია მომღერალი და რადიო „დარდიმანდის“ მუსიკალური წამყვანი მირანდა მაისურაძე

ჯემალ ღამბაშიძე

„ჭკუამხიარული, მარტივად საურთიერთობო ნებისმიერი ასაკის ადამიანთან, ცოტა ბუტია და მტირალა. განებივრებული გარშემომყოფების, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ხშირად აბსოლუტურად უცხო ადამიანების დიდი სიყვარულითა და საჩუქრებით. მადლიერი ღვთისა და ბედისწერისა იმ ცხოვრებისათვის, რაც მაქვს“, — ასე ახასიათებს საკუთარ თავს ჩვენი რესპონდენტი.

© FB/ მირანდა მაისურაძემომღერალი მირანდა მაისურაძე
მომღერალი მირანდა მაისურაძე - Sputnik საქართველო
მომღერალი მირანდა მაისურაძე

- მირანდა, სიმღერა როდიდან დაიწყე? 

— ბავშვობიდან ვმღერი და ვგალობ, თუმცა საჯაროდ – 2012 წლიდან. 2012-ში ჩავწერე პირველი საავტორო სიმღერა მამა პეტრე კვარაცხელიას ლექსზე "შენ თვალებიდან აპრილი გცვივა". სიმღერას კი "მიყვარხარ, ამას ნუ მეკითხები" დავარქვი.

- როგორც ვიცი, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ მოგცა კურთხევა, რომ იმღერო.

— დიახ,უწმინდესმა 2012 წელს, გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიის გახსნაზე, საპატრირქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლ „იავნანასთან“ ერთად მომისმინა. შემდეგ საპტრიარქოში შევხვდი მის უწმინდესობას, სადაც მივიღე ლოცვა-კურთხევა, ვიმღერო. 

- დავუბრუნდეთ ბავშვობის პერიოდს… 

— სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე და აუტანლად ცელქი ვიყავი… V-XI კლასის ჩათვლით დავდიოდი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში – მედიასტუდია "დრო", ნორჩ ისტორიკოსთა წრე, მხატვრული კითხვა, გაზეთი "გაზაფხული", ცეკვა…  სიმღერის გარდა, მგონი, ყველაფერზე მოვასწარი სიარული.1999 წელს მონაწილეობას ვიღებდი სილამაზის კონკურსში. როგორ სახალისოდაც არ უნდა ჟღერდეს დღეს, მის "თბილისი 1999“ ვარ (იცინის).

© FB/ მირანდა მაისურაძემომღერალი მირანდა მაისურაძე
მომღერალი მირანდა მაისურაძე - Sputnik საქართველო
მომღერალი მირანდა მაისურაძე

- რა ხდება პირად ცხოვრებაში? 

— გამყინვარება. არ მყავს შეყვარებული, არც ცალმხრივი, არც ორმხრივი (იცინის).

- დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორ ატარებ  თავისუფალ დროს?

— როცა რამდენიმე დღე მაქვს თავისუფალი, ყოველთვის ვცდილობ ბრეთის დედათა მონასტერში წავიდე. იქ ჩემი მეორე სახლია. მეგობრებთან ურთიერთობა ჩემი ყოველდღიურობაა, ასე რომ, იმას ვერ ვიტყვი მეგობრებთან ერთად ვერთობი–თქო.

- რა სახის ჭორები გსმენია საკუთარ თავზე?

— ჭორები ნაკლებად, სახალისო, შელამაზებული ამბები უფრო, რომლებიც, ძირითადად, ჩემს რადიო მსმენელებსს და მათ ფანტაზიებს უკავშირდება.

© FB/ Nica Gverdtsiteliმომღერალი მირანდა მაისურაძე მეგობრებთან ერთად
მომღერალი მირანდა მაისურაძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
მომღერალი მირანდა მაისურაძე მეგობრებთან ერთად

- დღემდე აუხდენელი ოცნება… 

საკუთარი სახლი სტეფანწმინდაში, თუმცა ძალიან მალე ავიხდენ ამ ოცნებას. სულ ამით შემოვიფარგლები. მეოცნებე არ ვარ ზოგადად.

– რას იტყვით სამომავლო გეგმებზე…

— რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ტელევიზიაში ვაპირებ ბედის ცდას, ასევე იქნება ახალი სიმღერები და ახალი „მაგარი“ რადიოეთერები.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0