ქართველი დიზაინერი, რომლის კოლექციითაც შეიხი მოზა და ულიანა სერგეენკო დაინტერესდნენ

© FB/ Mariam Kitesashviliმარიამ ქიტესაშვილი
მარიამ ქიტესაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ ქიტესაშვილი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა მასში ბავშვობის გატაცებამ იმძლავრა და ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდა. შეისწავლა კერვა, გაიარა დიზაინის კურსები და ამბობს, რომ ამით მის ცხოვრებაში ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო.

მარიამი დღეს საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. მისი კოლექციის ჩვენება უცხო ქვეყნებში ხშირად იმართება. მის მიერ შექმნილი სამოსი ფერადი და ნათელი ფერებით გამოირჩევა. კოლექციაში ძირითადად ჭარბობს თამამი სამოსი, რომლის ჩაცმასაც, როგორც მარიამი ამბობს, ერიდება ქართველი მომხმარებელი.

— დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. რაც შეეხება დიზაინს, ბავშვობიდან ვარ გატაცებული ხატვით. ტანსაცმლის დიზაინით კი რამდენიმე წელია, რაც დავინტერესდი. პატარაობიდან თავში სულ ფერადი კაბები მიტრიალებდა და როდესაც ეს ფიქრები სიზმრებად გადაიქცა, მივხდი – პროფესია უნდა შემეცვალა. ამით ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო.

© FB/ Mariam Kitesashviliმარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი

– დღეს უკვე წარმატებული დიზაინერი ბრძანდებით. თვითნასწავლი ხართ თუ პროფესიულ დონეზე შეისწავლეთ ტანსაცმლის დიზაინი?

— სიზმარში ნანახი კაბებისთვის ხორცი რომ შემესხა, რამდენიმე თვე ვიარე კერვისა და დიზაინის კურსებზე, სადაც ვისწავლე ესკიზის აგება, ნაჭრის სტრუქტურა, ტანსაცმლის დიზაინის ისტორია. მაგრამ თავს მაინც თვითნასწავლ დიზაინერს ვუწოდებ, რადგან ათობით წელიც რომ მესწავლა ტანსაცმლის დიზაინი, ის, რასაც ახლა ვქმნი, არ იქნებოდა ჩემთვის ასეთი ძვირფასი, როგორიც ახლაა.

– როგორი სტილი ჭარბობს თქვენ კოლექციაში?

— სამოსი, რომელსაც ვქმნი, არის დამოკიდებული ჩემ განწყობაზე, ხასიათზე. სწორედ ამიტომ არის ჩემი კოლექცია ხან ფერადი და ხან მუქი ფერებისგან შემდგარი. ძირითადად თამამი სამოსი ჭარბობს. ჩემ კოლექციაში ხშირად შეხვდებით გამჭირვალე ნაჭრებს, რომლის ჩაცმასაც, სამწუხაროდ, ერიდება ქართველი მომხმარებელი.

© FB/ Mariam Kitesashviliმარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი

– მარტო უძღვებით ყველაფერს, თუ გეხმარებათ ვინმე?

— ბიზნესს მარტო ვუძღვები, მყავს მკერავი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი. ეს კი ძალიან მიადვილებს საქმეს.

– თითოეული სამოსის დიზაინი ვის ეკუთვნის?

— თითოეული ნივთის დიზაინს ვქმნი მე და არავის რჩევას არ ვითვალისწინებ. იარლიყზე მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი წერია, ამიტომ ავტორიც მხოლოდ მე უნდა ვიყო.

© FB/ Mariam Kitesashviliმარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი

– თქვენი დიზაინით შექმნილი სამოსიდან რომელმა დაიმსახურა განსაკუთრებული მოწონება?

— ორი წლის წინ საქართველოში საიდუმლო ვიზიტით არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი შეიხი მოზა და ცნობილი უკრაინელი დიზაინერი ულიანა სერგეენკო იმყოფებოდნენ და ჩემს მაღაზიას ესტუმრნენ. ულიანას მოეწონა და შეიძინა ორი კაბა. ამაზე დიდი წარმატება ჩემთვის იმ წუთს არ არსებობდა, რადგან ულიანა ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა.

ჩემ შარშანდელ კოლექციაში არის კაბა, რომელსაც გულზე დაკერებულ თეთრ საყელოზე შავი თვლებით ამოქარგული აქვს „აი ია“.  ჩემთვის ეს კაბა გამორჩეულია. მიხარია, რომ ყაზახებს და რუსებს აცვიათ „მარიამის“ კაბა, რომლის გულზე ქართული სიტყვებია ამოქარგული.

© FB/ Mariam Kitesashviliმარიამ ქიტესაშვილის ნამუშევრები
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევრები

– რამდენად გემოვნებიანი არიან ქართველი მომხმარებლები?

— ქართველი მომხმარებლები ცოტა მორიდებული არიან. თუ კაბა გამჭირვალეა, ხშირად ითხოვენ სარჩულს, თუ მოკლეა – დაგრძელებას… ვერ ვიგებ, რატომ ცდილობენ გარკვეული დეტალების დამალვას, ქართველი ერი ხომ გამორჩეულად ლამაზი და ეშხიანია. ვცდილობ, ხაზი გავუსვა ქალის სილამაზეს და ვეცდები შევაჩვიო ქართველი მომხმარებელი ფერად, მოტკეცილ და თამამ სამოსს.

– საქორწინო კაბებსაც კერავთ. რა სტილის კაბებია დღეს აქტუალური და მოდური?

— საქორწინო კაბის შეკერვა სულ სხვა პროცესია. თითქოს მეტი სიყვარული ტრიალებს სახელოსნოში და ჩვენც პატარძლის ბედნიერებას ვიზიარებთ. აქტუალურია კაბა გრძელი შლეიფით, გამჭვირვალე ზედა ნაწილით, რომელზეც გიპიურია დაქარგული. ჩემი ყველა პატარძალი ძალიან მიყვარს, რამდენიმემ ქორწილშიც დამპატიჟა. რა თქმა უნდა, პრეტენზიულები არიან, ამ დროს მეც მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ. ქორწილის დღე ხომ ყველა გოგონას ცხოვრებაში განსაკუთრებული და გამორჩეულია, ამიტომ საპატარძლო კაბა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ასეთი შეკვეთა და, შესაბამისად, პატარძლის ყველა კაპრიზი სრულდება.

© FB/ Mariam Kitesashviliმარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი

– რამდენად სწრაფად გამონახეთ მომხმარებელთან საერთო ენა? მარტივი იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვირდება?

— ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება მოდის სფეროში ადვილი არ არის. დღეს მოდის სფეროში უამრავი ნიჭიერი დიზაინერია, ბევრიც უფრო ნიჭიერი და ჩვენ ყველამ ჩვენი სათქმელი სიტყვა უნდა ვთქვათ.

ნიჭიერი ქართველი დიზაინერების წყალობით ქართული მოდა საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს. ეს თითოეული ქართველისთვის საამაყოა და ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი ამ პროცესს.

© FB/ Mariam Kitesashviliმარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მარიამ ქიტესაშვილის ნამუშევარი

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— საქართველოს საზღვრებს გარეთ მქონია ჩვენებები, მაგრამ არასოდეს მქონია ჩემ სამშობლოში, ამიტომ პირველი, რაც მინდა გავაკეთო, ეს არის ჩვენება საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0