გიორგი ნემსაძე – ვარძიაში რუსთაველის ნაკვალევზე გაზრდილი ხის ოსტატი

© გიორგი ნემსაძის პირადი არქივიგიორგი ნემსაძე
გიორგი ნემსაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ნემსაძემ ხის მხატვრული დამუშავება ბავშვობაში შეისწავლა. იმდენად მოიხიბლა, რომ მომავალში თავისი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქცია. მისი ხელოვნება მრავალფეროვანია – ხისგან სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს, სუვენირებს, აქსესუარებს ამზადებს. მისი ნამუშევრები დახვეწილი ფორმებით და ორნამენტებით გამოირჩევა.

გიორგი ოჯახთან ერთად სამცხეში, ასპინძაში ცხოვრობს. როგორც  ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იმ გარემომ იქონია, სადაც იგი გაიზარდა. 

© გიორგი ნემსაძის პირადი არქივიგიორგი ნემსაძე
გიორგი ნემსაძე - Sputnik საქართველო
გიორგი ნემსაძე

— საერთოდ, ყველა ხელოვანის შემოქმედებასა თუ ცხოვრებაში გარკვეულ როლს გარემო ასრულებს. ჩემ შემთხვევაშიც ასეა. ჩემი პროფესიის არჩევაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სამცხეს და ასპინძას. შეუძლებელია შოთას მიწაზე გაიზარდო, ვარძიის ძირში და ქართული ხელოვნება შენთვის ყველაზე ძვირფასი არ იყოს.

– როდის დაიწყეთ ხეზე მუშაობა?

— 12 წლის ვიყავი, როცა მივედი ხის მხატვრული დამუშავების წრეზე, რომელიც ჩემ სკოლაში გაიხსნა. შემდეგ ისე გამიტაცა, ისე მოვიხიბლე, რომ როგორ გავიდა 11 წელი, არც მახსოვს.

გიორგი ნემსაძის ნამუშევარი
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი

– ძირითადად რა ნივთებს ქმნით და რითი არის გამორჩეული თქვენი ხელნაკეთი ნივთები?

— ერთი წლის წინ გამიჩნდა სურვილი შემექმნა საკუთარი ბრენდი და შემექმნა ყველასგან განსხვავებული დიზაინით. ბრენდს დავარქვი HAND ART (ხელის შემოქმედება, ხელთქმნილი). ვქმნი ყველაფერს, რაც შეიძლება შეიქმნას ხისგან და ვამზადებ ყველაფერს ხელით, რაც ფასეულს ხდის ჰენდარტის ნივთებს.

ვქმნი სამკაულებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სუვენირებს, ვამზადებ დამკვეთის გემოვნებით და დიზაინით. მთელი ჩემი ინტერესი ის არის, რომ ეს ნივთები უნდა იყოს გამორჩეული არა მარტო ვიზუალით, არამედ ხარისხითაც. ვფიქრობ, იმიტომაა პოპულარული ხელაკეთი ნივთები, რომ იხდი ნაკლებს და იღებ მეტს.

© გიორგი ნემსაძის პირადი არქივიგიორგი ნემსაძის ნამუშევარი
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი

– რატომ აირჩიეთ სამუშაო მასალად ხე, რა უპირატესობა აქვს მას?

— ხე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი და ეფექტურია, არის ძალიან ძნელი დასამუშავებელი და პრობლემური იმ მხრივ, რომ ბევრად ძნელად იმორჩილებ, ვიდრე, მაგალითად, ლითონს. მაგრამ ჩემი არჩევანი ამაზე დაყრდნობით არ გამიკეთებია. არჩევანი შემთვევით გავაკეთე, როდესაც ბავშვობაში ხის დამუშავების წრეზე მივედი. სკოლა რომ დავამთავრე, გავიცანი დიდი ქართველი, ლეგენდარული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, რის შემდეგაც ჩვენი მეგობრობა მხოლოდ კოლეგიალობით არ იფარგლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბ ბერძენიშვილი ქვის ოსტატი იყო და ძალიან ბევრს მასწავლიდა ამ სფეროში, მისი რჩევით და თხოვნით სრულიად გადავერთე ხის მხატვრულ დამუშავებაზე და ჩემი ნამუშევრების 95% ხეზეა შესრულებული.

– ყველაზე პოპულარული, მოდური რა ნივთია ახლა?

— ხის ნივთებს შორის ყველაზე მეტად ამჟამად ხის სათვალეს ითხოვენ, ზოგადად, ყველაზე პოპულარული აქსესუარებია, მაგალითად, ხის საფულე, სამაჯური, თმის სამაგრი და ა.შ.

ყველა ნივთი მოდურია, რომელიც დოგმატურ პარამეტრებში არ ჯდება. თუ ნივთი ორიგინალური და კრეატიულია, ის აუცილებლად პოპულარულიც იქნება.

© გიორგი ნემსაძის პირადი არქივიგიორგი ნემსაძის ნამუშევარი
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი

– ხის სათვალეებს რა მასალით ამზადებთ და რამდენად ხშირად ითხოვენ?

— ხის სათვალეებს სჭირდება ისეთი მასალა, რომელიც ძლიერიც არის და ელასტიურიც. ასეთი კი არის კაკალი, მუხა, წიფელა, რომლის ტექსტურაც ძალიან ეფექტურია და თანაც შემსრულებელს უადვილებს მუშაობას მისი მკვრივი მერქნის გამო. ხის სათვალეს იმდენად ხშირად ითხოვენ, რომ ხანდახან ლოდინიც უწევთ სასურველი ნივთის მისაღებად, რადგან ხარისხიან, ხელით შექმნილ ნივთს არცთუ ისე ცოტა დრო სჭირდება დასამზადებლად. ხელნაკეთი სათვალის უპირატესობა კი ის არის, რომ შენი სათვალის მსგავსი არასოდეს არსად არ შეგხვდება.

© გიორგი ნემსაძის პირადი არქივიგიორგი ნემსაძის ნამუშევარი
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი

– ხის ბაფთები შევნიშნე, რამდენად პრაქტიკულია, ხშირად გიკვეთავენ?

— ყველას ჰგონია, რომ რადგან ხისაა ნივთი, აუცილებლად მძიმე უნდა იყოს, და აუცილებლად უხეში. გაოცებულები რჩებიან, როდესაც სათვალეს ირგებენ, ძალიან ნაზი და მსუბუქია, ასევეა ხის ბაფთებიც, ძალიან ეფექტურია, მსუბუქი და ნაზი.

– ძალიან მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ, ვის ეკუთვნის თითოეული ნივთის დიზაინი?

— სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს, ძალიან ბევრი ეტაპია გასავლელი. სანამ ხეზე მუშაობას დაიწყებ, ჯერ უნდა დაიხატოს, დამუშავდეს ფანქარში თითოეული დეტალი ცალ-ცალკე და შემდეგ დამზადდეს ხეში. უმეტესი ნივთების დიზაინი მე მეკუთვნის, ნაწილი კი დამკვეთის გემოვნებით არის შექმნილი.

© გიორგი ნემსაძის პირადი არქივიგიორგი ნემსაძის ნამუშევარი
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიორგი ნემსაძის ნამუშევარი

– როგორ ფიქრობთ, რა უნარებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

— მე მახსენდება ერთ-ერთი დიდი მხატვრის სიტყვები, არსებობს ნიჭი და არსებობს მონდომება. ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად საჭიროა 1% ნიჭი და 99% მონდომება.

– რამე სიახლეს ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?

— ზოგადად მიყვარს მრავალფეროვნება და ყველაფერი გამორჩეული, ამიტომ ყოველთვის მივილტვი სიახლისკენ, და ეს აუცილებლად ამართლებს. ყველა ადამიანის გონება სიახლისკენაა მიმართული.

ყველა ახალი ამბავი
0