ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება...

CC BY-SA 2.0 / Flickr/ dynamosquito / Another glance at heavenსპარსული ხელოვნების ნიმუში
სპარსული ხელოვნების ნიმუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომარ ხაიამი სპარსული პოეზიის განუმეორებელი ფენომენის უდიდესი წარმომადგენელია, მისი რობაიები ძალზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოში.

ომარ ხაიამი — ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელი (მე-11 საუკუნე) სპარსი პოეტი, მათემატიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი იყო.

"სიბრძნის სიმფონია" დღეს ომარ ხაიამის რობაიებს წარმოგიდგენთ.

თუ შავთვალება ქალი ჩრდილში მომივა ჯამით,

მომაწვდის ღვინოს და ბედნიერს გამხდის ის ამით, —

რაა სამოთხე? ძაღლის შვილი მიწოდეთ მაშინ,

მე თუ სამოთხე გავიხსენო თუნდ ერთი წამით.

ომარ ხაიამის რობაია
ომარ ხაიამის რობაია - Sputnik საქართველო
ომარ ხაიამის რობაია

ო, ვის უნდა, რაში უნდა ყოფნა ამისთანა!

ერთი მოდის, მეორისთვის ილესება დანა.

ჩვენი ბედი რომ იცოდე, არშობილო ჯერე,

ქვეყანაზე დაბადებას ისურვებდი განა?!

 

როგორც ჩქარი ნიაღვარი, როგორც ქარი ველთა

გაქცეულან დღენი ჩვენი, რაღა დაგვრჩა ხელთა.

სანამ ვცოცხლობ, არ ვინაღვლო ორთა დღეთა გამო:

დღეთა ჯერე მოუსვლელთა და წარსულთა დღეთა!

ომარ ხაიამის რობაია
ომარ ხაიამის რობაია - Sputnik საქართველო
ომარ ხაიამის რობაია

ბედი ჭადრაკს თამაშობს, ჩვენ კი ვგავართ პაიკებს.

ტყუილს კი არ გეუბნები, მართალს ვამბობ, გაიგე!

მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი სათამაშოა,

დღე მოვა და აქედან გუდა-ნაბადს აიკრეფ!

 

რისთვის გავჩნდი, არ ვიცი, მოლოდინი რისია,

სამოთხეში დამსვამენ თუ ჯოჯოხეთს მისვრიან.

ღვინო, ქალი, ბარბითი, — მე ეს ნაღდი მომეცი

და თუ გინდა, აიღე შენ სამოთხე — ნისია.

ომარ ხაიამის რობაია
ომარ ხაიამის რობაია - Sputnik საქართველო
ომარ ხაიამის რობაია

გირჩევ ქვეყნად ძლიერ ცოტა მეგობარი გყავდეს,

ნუ თვლი მოძმედ ყოველ გამვლელს, ვინც კი დაგიზავდეს,

იქნებ ხალხში ის გფიცავდეს მეგობრობას ნამდვილს,

ნამდვილად კი მტერი იყოს, საქმით დუშმანს ჰგავდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0