საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის „სპილოუს“ ლონდონური წარმატებები

© FB/ სპილოუ • Spilowსპილოუს პროდუქცია ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში
სპილოუს პროდუქცია ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სპილოუ" საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ის სამმა მეგობარმა დააფუძნა – მარინკა ღარიბაშვილმა, ტასო ჯაფარიძემ და სოფო ჩხაიძემ. მეგობრებმა იციან, რა სჭირდებათ ბავშვებს მხიარული ბავშვობისთვის და მათ მშობლებს თავისი შვილების ბედნიერებისთვის.
© FB/ Startup Marketტასო ჯაფარიძე და სოფო ჩხაიძე
ტასო ჯაფარიძე და სოფო ჩხაიძე - Sputnik საქართველო
ტასო ჯაფარიძე და სოფო ჩხაიძე

მარინკა ღარიბაშვილი: „სპილოუ“ 2016 წელს შეიქმნა. პირველი კოლექციის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დიდი მოთხოვნაც გაჩნდა, შესაბამისად, თვალსაჩინო გახდა, რომ ეს ნიშა თავისუფალი იყო და აუცილებლად უნდა შეგვევსო. კომპანიამ თავდაპირველად სხვა შემადგენლობით და მიმართულებით დაიწყო არსებობა, სახელიც იმდროინდელია. დღეს „სპილოუს“ ვქმნით სამი მეგობარი – ტასო ჯაფარიძე, სოფო ჩხაიძე და მე. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ტანსაცმელი, როგორიც ჩვენ შვილებს გვინდა რომ ეცვას – კომფორტული, ბუნებრივი და ფასიც რომ ხელმისაწვდომი იყოს.

© FB/ სპილოუ • Spilowბავშვი "სპილოუს" სამოსით
ბავშვი სპილოუს სამოსით - Sputnik საქართველო
ბავშვი "სპილოუს" სამოსით

„სპილოუს“ ტანსაცმლის სამი ხაზი აქვს – კლასიკური, სპორტული და ვინტაჟური. ვინტაჟური ტანსაცმელი ძველებური ქსოვილებისგან იკერება და ასეთი მოდელები, შესაბამისად, ნაჭრის სიმცირის გამო უნიკალურია და სულ რამდენიმე ცალი გამოდის გასაყიდად. ძველებურ ქსოვილებს მეგობრები ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ეძებენ და არჩევენ. ქსოვილები 100%-ით ნატურალურია.

© FB/ სპილოუ • Spilowბავშვის შორტი და მაისური
ბავშვის შორტი და მაისური - Sputnik საქართველო
ბავშვის შორტი და მაისური

მარინკა: ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ნატურალური ქსოვილებისგან იკერება საქართველოში, 1-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. პროცესში ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ, დიზაინიდან დაწყებული, ლოჯისტიკით დამთავრებული.

– როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა გაქვთ მომსახურებისა და პროდუქციის მხრივ?

— მომხმარებელთან პირადად ვკონტაქტობთ, ვცდილობთ, არ გავუცრუოთ იმედი და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები. თუ რამე არ მოსწონთ, ან ზომა ან მოდელი, ჩვენთან ტანსაცმლის დაბრუნება ან გადაცვლაც შესაძლებელია. გვინდა ჩვენ ბიზნესს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის სახე არ ჰქონდეს. ჩვენი სურვილია, ყველაფერს, რასაც ბავშვებისთვის ვკერავთ, მნიშვნელობა შევძინოთ შემეცნების, გართობის, თამაშის კუთხით და ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, „სპილოუს“ ტანსაცმელი მაქსიმალურად ბევრ ბავშვს ეცვას და ბევრისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს საკმაოდ კარგ ფასდაკლებებს ვთავაზობთ.

© FB/ სპილოუ • Spilow„სპილოუს“ ტანსაცმელი მცირეწლოვნებისთვის
„სპილოუს“ ტანსაცმელი მცირეწლოვნებისთვის - Sputnik საქართველო
„სპილოუს“ ტანსაცმელი მცირეწლოვნებისთვის

– იყო რაიმე სირთულეები, იმედგაცრუებები ბიზნესის დაწყებისას?

— სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო. ბავშვის ტანსაცმლის შეკერვა არ არის მარტივი, ზომების, ბუნებრივი ქსოვილების გამო. მომხმარებელი პირველი წუთიდან გვქომაგობს, გვწერენ, გვამხნევებენ და ეს დიდი სტიმულია. სწორედ ეს გვეხმარება სირთულეების დაძლევაში.

© FB/ სპილოუ • Spilow"სპილოუს" საგაზაფხულო კაბა
სპილოუს საგაზაფხულო კაბა - Sputnik საქართველო
"სპილოუს" საგაზაფხულო კაბა

– როგორც ვიცით, „სპილოუ“ ლონდონში გადის ექსპორტზე. მოგვიყევით, როგორ მოხვდით იქ და სხვა ქვეყანაშიც თუ გეგმავთ პროდუქციის გატანას?

— დამფუძნებლებიდან მე ლონდონში ვცხოვრობ. IGLOOKIDS — ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მაღაზია იყო. ეს არის მაღაზია, რომელიც თავისი კონცეფციით ძალიან ემთხვევა ჩვენ მიმართულებას. შესაბამისად, პირველად სწორედ მათ მივმართე, პირველი კოლექცია მაშინვე შეგვიკვეთეს და ძალიან მიხარია, რომ დღეს ლონდონის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე საკმაოდ წარმატებულად იყიდება ჩვენი პროდუქცია. რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სხვა მაღაზიებთან და აგენტებთან. ამავეს ვაპირებთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „სპილოუმ“ წიგნის გმირების ფორმები შეკერა მაღაზია IGLOOKIDS-სთვის. ამ დღეს დიდ ბრიტანეთში მოსწავლეები სკოლაში წიგნის რომელიმე გმირის ფორმით მიდიან.

© FB/ სპილოუ • Spilow"სპილოუს" საგაზაფხულო კაბა
სპილოუს საგაზაფხულო კაბა - Sputnik საქართველო
"სპილოუს" საგაზაფხულო კაბა

– სიახლეებს თუ გეგმავთ ახლო მომავალში, როგორ აპირებთ განვითარებას?

— ამ ეტაპზე ხუთი ადამიანი გვყავს დასაქმებული და გვინდა ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ განვითარებას, სწორედ ახლა ვმუშაობთ საკუთარი წარმოების შექმნაზე, რაც ბევრ პრობლემას გადაჭრის და ბევრ რამეს გაგვიადვილებს.

 

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0