მილანის ქართული ეკლესიისთვის მოწყობილი სააღდგომო-საქველმოქმედო გამოფენა

© FB/ Keti Oniashviliქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი
ქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიაში, მილანის ქართულ ეკლესიაში, ქეთევან ონიაშვილის მიერ დამზადებული სააღდგომო-დეკორატიული კვერცხების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე დეკორატიულ-სააღდგომო კვერცხებთან ერთად ორიგინალური ზარდახშები და მრავალფეროვანი სამკაული იქნება წარმოდგენილი.

 ქალბატონი ქეთევანი პროფესიით აგრონომია და იტალიაში 2011 წლიდან ცხოვრობს. ქეთევან ონიაშვილს მილანში დავუკავშირდით.

© FB/ Keti Oniashviliქეთევან ონიაშვილი
ქეთევან ონიაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთევან ონიაშვილი

-ქალბატონო ქეთევან, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთების დამზადებას რამდენი ხანი მოანდომეთ?

— დიდი მადლობა, პირველად საახალწლოდ ვცადე ბედი, როცა ჩემი გოგოსთვის ნაძვის ხის მოსართავები გავაკეთე. შემდეგ სამაჯურებისა დამძივების გაკეთება დავიწყე, რაც შეეხება, სააღდგომო ნივთებს, დაახლოებით ერთი თვე იქნება, რაც მათ ვამზადებ. გამოფენა არასოდეს მქონია.

© FB/ Keti Oniashviliქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი
ქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი

-თქვენს დეკორატიულ კვერცხებს რა მასალებისგან ამზადებთ?

— მათ პენოპლასტის, პლასტმასისადა ხისგან ვამზადებ და გარედან სხვადასხვა ფერის ხავერდის ნაჭრებს ვაკრავ და მძივებით ვრთავ. ძირითადად პატარა ზომის კვერცხია, აქედან 15 მძივებით მაქვს გაკეთებული, დანარჩენი დეკუპაჟითა და რელიეფით. დიდი კვერცხები კი — ათი ცალია.

© FB/ Keti Oniashviliქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი
ქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი

- ეს გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათისაა…

— დიახ, გამოფენიდან შემოსული თანხა მილანში არსებული ქართული ეკლესიის ფონდში ჩაირიცხება.

© FB/ Keti Oniashviliქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი
ქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთევან ონიაშვილის ნამუშევარი

- ქალბატონო ქეთევან, აღდგომა რა არის თქვენთვის?

— იცით, გულწრფელად გეტყვით, სანამ აქ ჩამოვიდოდი, შეიძლება ითქვას, ათეისტი ვიყავი, (მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში დავდიოდი), მაგრამ უკვე სამი წელია, რაც ჩემი აზროვნება რადიკალურად შეიცვალა და რწმენა ისე მოულოდნელად დამეუფლა, გაოცებული ვიყავი… ამიტომ თამამად ვიტყვი, რომ აღდგომა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღესასწაულია. ასეთ დღეს ყველა და ყველაფერი განსაკუთრებით მენატრება: ოჯახი, მეგობრები, ქარიანი თბილისი, ჰაერი, წყალი… მენატრება თბილისის ხმაურიანი ქუჩები, ბაზრის კიბეებზე ჩამომჯდარი მოხუცებიც კი, რა ვიცი, ყველაფერი… რა თქმაუნდა, სამშობლოსგან შორს მყოფი ემიგრანტისთვის ნატვრა და მონატრება ყველაფრის საწყისი და დასასრულია…

 

ყველა ახალი ამბავი
0