მოსაზრება: ვინ და რატომ ცდილობს ნორვეგიელების რუსეთით დაშინებას

© Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშინატოს მრავაეროვნული ბატალიონოის სამხედროები
ნატოს მრავაეროვნული ბატალიონოის სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
რუსეთს სახმელეთო საზღვარი ნატოს წევრ ხუთ ქვეყანასთან აქვს, რომელთაგან ოთხი, უკვე მრავალი წელია, ღიად არამეგობრულ პოზიციას იკავებს მის მიმართ.

პიოტრ აკოპოვი

მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხი სახელმწიფოდან სამი მანამდე სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა, როგორც ჩანს, ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკისა და ასევე პოლონეთისთვის საერთო წარსული მხოლოდ დამატებითი საბაბია რუსოფობიისთვის.

ვლადიმირ პუტინი ფედერალურ კრებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
მოსაზრება: დასავლეთმა იცის, სად გაავლო რუსეთის პრეზიდენტმა წითელი ხაზები

ნატოს მეხუთე ქვეყანამ, რომელთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს, სხვებზე ადრე მოიპოვა დამოუკიდებლობა, გამოეყო რა რუსეთის იმპერიას. ის არასდროს არ შედიოდა რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ სწორედ იქ გახდა ბოლო წლებში ძალიან პოპულარული ფილმები რუსული ოკუპაციისა და რუსული საფრთხის შესახებ.

და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი არასდროს დასხმია თავს ამ ქვეყანას და არ დაუპყრია მისი ტერიტორიები. პირიქით, ოკუპანტებისგან ჰყავს გათავისუფლებული. მისი ზოგი მოქალაქე კი იარაღით ხელში შემოვიდა რუსეთის ტერიტორიაზე SS-ის ნაწილების შემადგენლობაში. მათზე ცოტა ხნის წინ სერიალი „ფრონტელები“ გადაიღეს, რომელმაც ადგილობრივი პუბლიკის ნაწილიც დააბნია და რუსეთის მოსახლეობისაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერიალს „აბსოლუტურად მიუღებელი და სამარცხვინო“ უწოდეს, და სურვილი გამოთქვეს, მოესმინათ მიუკერძოებელი შეფასებები ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან.

მაგრამ მეზობელი ქვეყნის საგარეო უწყებამ უარი თქვა სერიალის კომენტირებაზე და განაცხადა, რომ „ეს კულტურის სფეროს ნაწარმოებია და არანაირად არ ასახავს ნორვეგიის პოლიტიკასა თუ შეხედულებას ისტორიაზე“.

ჩეხეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები პრაღის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
მოსაზრება: რაში სჭირდება ბაიდენს ჩეხეთიდან რუსების გამოძევება?

დიახ, საუბარია ნორვეგიაზე — ხუთმილიონიან სამეფოზე, რუსეთის მეზობელსა და ნატოს ერთ-ერთ დამფუძნებელზე. მიუხედავად სრული ატლანტიკური სოლიდარობისა, ნორვეგია სსრკ-ის არსებობის პერიოდშიც კი ცდილობდა კეთილმეზობლური ურთიერთობები შეენარჩუნებინა რუსეთთან — არა იმდენად ფაშისტური ოკუპაციისგან გათავისუფლებისთვის მადლიერების ნიშნად, რამდენადაც თანამშრომლობისთვის ურთიერთსასარგებლო თემების არსებობის გამო: შპიცბერგენი, თევზჭერა და სხვ. ამასთან ნორვეგიაში ამერიკული ჯარებიც არ იდგა.

ურთიერთობები მთლიანობაში ნორმალური იყო პოსტსაბჭოთა პერიოდშიც. მაგრამ ყირიმის შემდგომ წლებში ვითარება შეიცვალა — ამერიკელებმა ჯერ სამი, შემდეგ კი შვიდი ასეული სამხედრო გაგზავნეს ნორვეგიაში. სიმბოლურია? დიახ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის მიმართულება, თუ საით უბიძგებენ ნორვეგიას. მათ კი შთააგონებენ, რომ რუსეთი საშიშია — არა მარტო ზოგადატლანტიკური პროპაგანდის ფარგლებში, არამედ გასართობ, კულტურულ დონეზე. აქედანაა ის მრავალი ფილმი და წიგნი, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელიწადში გაჩნდა. დაწყებული გახმაურებული (და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რეიტინგული) სერიალით „ოკუპირებულები“ (რუსეთის მიერ ნორვეგიის დაპყრობაზე) და დასრულებული „დიდი დათვის“ მსგავსი დეტექტივებით (აშშ-ისა და რუსეთის შეჯახებაზე შპიცბერგენზე).

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
მოსაზრება: ევროპა ვერ ირიდებს ვალდებულებებს რუსეთის შეკავებაზე

რუსული საფრთხის შესახებ დეტექტივები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება. და ბევრ მათგანში შეგნებულად არის გავლებული პარალელები ყირიმთან, მოხსენიებულია „ყირიმის სცენარი“. ორიოდე წლის წინ გამოიცა ნორდჰუს კარლსონის წიგნი „თეთრი არმადა“, რომელსაც რეკლამას უწევდნენ სლოგანით „75 წლის წინ მათ გაათავისუფლეს კირკენესი, ახლა რუსები დაბრუნდნენ“. ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ დეტექტივში „უბედურების ნიშანი“, რომელიც ყოფილმა საბავშვო მწერალმა გრეტა ბოემ დაწერა, რუსები უკვე ფინმარკს ემუქრებიან, ანუ იმ მიწებს, რომლებიც საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა. „ფინმარკი შეიძლება ახალ ყირიმად იქცეს“, — აი, ასე, მარტივად და გასაგებად.

არ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნორვეგიელი მშვიდად მიირთმევს ატლანტიკური დაკვეთით მომზადებულ რუსოფობიულ კერძებს. იმაში კი, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, ეჭვიც არ უნდა შეგეპაროთ — ის დოკუმენტურად გაფორმებული არ არის, მაგრამ კარგ მოსწავლეს ყოველთვის ესმის, რას ელის მისგან მასწავლებელი.

გერჰარდ შრედერი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
მოსაზრება: რატომ შეახსენა გერჰარდ შრედერმა გერმანელებს რუსეთთან ომები

ბევრი აღშფოთებასა და  უკმაყოფილებას არ მალავს, მაგრამ მათ მავნებლობაში, რუსეთზე მუშაობაში ადანაშაულებენ — როგორც ეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორ გლენ დისენის შემთხვევაში ხდება, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მოწოდებებით გამოდის. ის გამუდმებით წერს როგორც ნორვეგიულ, ისე რუსულ პრესაში და ამისთვის „კრემლის პროპაგანდისტის“ იარლიყს იმსახურებს. თანაც, რაც განსაკუთრებით სასაცილოა, იმ ხალხისგან, რომლებიც ღიად მუშაობენ სხვადასხვა ატლანტიკურ სტრუქტურებზე.

გასაგებია, რომ ატლანტისტები ცდილობენ ნორვეგია რუსეთის აქტიური მოწინააღმდეგეების კლუბს მიაბან, მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სამეფოში არ არსებობს რუსოფობიის სერიოზული ტრადიციები არც საყოფაცხოვრებო და არც პოლიტიკურ დონეზე. და მიუხედავად ოსლოზე ატლანტიკური გავლენის ძალისა, ნორვეგიელებს მაინც აქვთ უნარი, თავად განსაზღვრონ ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. განსაკუთრებით რუსეთთან, რომელიც არასდროს მიიჩნევდა ნორვეგიას მტრულ სახელმწიფოდ. და ეს ეხება არა მარტო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „არამეგობრული ქვეყნების ჩამონათვალს“ (რომელშიც სამეფო არ შედის), არამედ ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიას. და მათ მომავალსაც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0