06:37 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (881)
79 0 0

დონბასში კონფლიქტის გამწვავებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების აგრესიული განცხადებების  ფონზე აშშ-მა ევროპაში განთავსებული სამხედო ბაზები „შესაძლო კრიზისის“ დონიდან „პოტენციურად გარდაუვალი კრიზისის“ დონეზე გადაიყვანა.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ამერიკული გამოცემა New York Times–ი წერს, რომ პენტაგონი ამ ნაბიჯზე უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების ესკალაციისა და ასევე რეგიონში მოსკოვის სამხედრო გააქტიურების  გამო წავიდა.

კიევი და „მეთოჯინეები“ 

უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთში სამხედრო–პოლიტიკური კოცონის ნაკვერჩხალი სადაცაა ახალი ძალით გაღვივდება. შეშას მასში კიევი ამატებს — მინსკის შეთანხმების ჯიუტი იგნორირებით. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმოამდგენლები ბოლო რამდენიმე კვირაა, რეგულარულად ავრცელებენ ინფორმაციებს ზავის დარღვევის ათობით ფაქტის შესახებ — უკრაინის სამხედრო ძალები სულ უფრო ხშირად უტევენ არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით დასახლებულ პუნქტებს. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.

თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი მიიჩნევს, რომ ომის თავიდან აცილება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება.

„კიევის ნაბიჯებიდან გამომდინარე, ასეთი შანსი უკიდურესად მცირეა, — განუცხადა მან ტელეკომპანია Россия 24–ს. — დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ისევე როგორც ლუგანსკისა, აკეთებდა კვლავაც აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა კონფლიქტი პოლიტიკური მეთოდით გადაიჭრას. სამწუხაროდ, კიევი აბსოლუტურად სხვა მიმართულებაზეა განწყობილი... სიცრუე, მანიპულაცია — ესაა ის, რასაც ახლა უკრაინის მხრიდან ვხედავთ. ასეთ პირობებში პოლიტიკური დარეგულირების შანსი თითქმის ნულის ტოლია“.

კიევიდან პროვოკაციული ქარი მარტო სამხრეთ–აღმოსავლეთით კი არ უბერავს, არამედ დასავლეთითაც. ამ დღეებში პენტაგონის ოფიციალურა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა იცის „რუსეთის სამხედრო სამზადისის შესახებ უკრაინასთან საზღვარზე“.

კრემლში ხაზს უსვამენ: რუსეთის არმია არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში უკრაინაში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის თქმით, კონფლიქტი დონბასში — ეს მხოლოდ უკრაინის შიდა კონფლიქტია და არავის მსოფლიოში არ სურს „სამოქალაქო ომის აალება უკრაინის სამხედრო ძალების პროვოკაციული მოქმედებების შედეგად“. 

ანალიტიკური კლუბის, „ვალდაის“ სამხედრო ექსპერტი არტემ კურეევი დარწმუნებულია: უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და აშშ–ის დაკრულზე ცეკვავს.

„თუ გაიცემა ბრძანება ყირიმზე ან დონბასზე შეტევის შესახებ, კიევი ამას გააკეთებს ისე, რომ უკრაინისთვის მიყენებულ ზარალზე არც იფიქრებს, — განუცხადა კურეევმა РИА Новости–ს. — მით უმეტეს, რომ ზელენსკისაც და ბაიდენსაც ახლა დიდი სამხედრო წარმატება ესაჭიროებათ. დონბასი კი შესანიშნავი ადგილია საამისოდ. საქმე არაღაირებული რესპუბლიკების უნარშია, აირეკლონ თავდასხმა, და ასევე მოსკივის მზადყოფნაში, დაუჭიროს მათ მხარი. თუმცა ვაშინგტონი ნებისმიერ შემთხვევაში ხელსაყრელ მდგომარეობაშია. უკრაინის სამხედრო ძალების მოგერიებული თავდასხმები მას კიდევ ერთხელ მისცემს რუსეთის დემონიზირებისა და აალი სანქციების დაწესების შანსებს, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადი–2–თან“ დაკავშირებით“.

„თავად გაუმკლავდებიან“

უკრაინა და აშშ  ცეცხლზე ნავთის დასხმას განაგრძობენ, ასაღებენ რა რუსული ჯარების სრულიად კანონიერ გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და მეზობელ ქვეყანაში შეჭრის სამზადისად. ამით ისინი ვაშინგტონის მხრიდან კიევის გაძლიერებული სამხედრო მხარდაჭერისა და ასევე ამერიკული ჯარების უკრაინაში შესაძლო გადასროლის  გამართლებას ცდილობენ.

აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა ლლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგა ანდრეი ტარანთან საუბრისას დაგმო „რუსული პროვოკაციების ესკალაცია“. პენტაგონმა დაადასტურა მზადყოფნა „რუსული აგრესიის წინააღმდეგ კიევის ხელისუფლების უფრო ეფექტური მხარდაჭერის საქმეში“. ვაშინგტონში გაიხსენეს, რომ 2015 წელს უკრაინას ორ მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყვეს სხვადასხვა შეიარაღების შესაძენად და სამხედრო სპეციალისტების მოსამზადებლად. ამერიკელები კიევს შემდგომ მხარდაჭერასაც ჰპირდებიან, ხოლო „რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას არ მიატოვებს“.  

„აშშ–მა ნამდვილად განაცხადა, რომ მხარს დაუწერს კიევს რუსეთთან კონფლიქტში. — ამბობს კურეევი. — თუმცა დაპირება ერთგვარად ბუნდოვანია. დიახ, უკრაინას დაეხმარებიან არმიის გაძლიერებაში, საბრძოლო ტექნიკას მიჰყიდიან. მაგრამ დონბასში კონფლიქტის კვლავ გაღვივების შემთხვევაში, იქნებიან თუ არა იქ ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები და სამხედრო ნაწილები? ასეთი სცენარი — ეს უკვე ლამის მესამე მსოფლიო ომია“.

ექსპერტს არ სჯერა, რომ პენტაგონი ამაზე წავა. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ უკრაინის სამხედრო ძალები ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საკმაოდ მოძლიერდა.

„სხვა საქმეა, რომ კონფლიქტიე ესკალაციაში ბრალს ერთმნიშვნელოვნად რუსეთს დასდებენ, რაც სასტიკი სანქციების ახალ ტალღას გამოიწვევს. იმის გარკვევას, ვინ გაისროლა პირველმა, ვაშინგტონი და ბრიუსელი არ დაიწყებენ, იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ. საქმე მხოლოდ ისაა, რას მიაღწევს უკრაინული არმია და როგორ ირეაგირებენ მოსკოვში. ევროპაში ნატოს ჯარების მზაობის მაღალი დონე კი — ეს არის სიგნალი კიევისთვის, მოსკოვზე თავისებური ზეწოლისა“.

ინტერნეტში ახლა ხშირად ქვეყნდება ვიდეორგოლები რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ, რომლებიც მათ შორის ყირიმსა და როსტოვის ოლქშიცაა გადაღებული. მაგრამ ეს „გადასროლები“ მხოლოდ და მხოლოდ შეიარაღებული ძალების ყოველდღიური საქმიანობა და გეგმიური მანევრებია.

მაგალითად, 2 აპრილს შავი ზღვის ფლოტმა ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული ძალების საკონტროლო შემოწმება დაიწყო. ტაქტიკური სწავლებების ფარგლებში, სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფის სახომალდე დაჯგუფებები, ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები შეტევისა და თავდაცვის ამოცანებს დახვეწენ.

აშკარაა, რომ ასეთი  მასშტაბის მანევრები ჯარების მუდმივ გადაადგილებას მოითხოვს, მათ შორის საერთო სარგებლობის გზებზე. კოლონებისთვის მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეობს აშშ და უკრაინა რუსეთის სამხედრო აქტიურობის ზრდის „მორიგ მტკიცებულებებად“ აფასებენ.

დირე თვალში

ამის პარალელურად კი ვაშინგტონიცა და კიევიც ტრადიციულად დუმან საკუთარ მოქედებებზე. ასე უკომენტაროდ დარჩა ინფორმაცია ევროპიდან უკრაინისკენ საჰაერო ხიდის გააქტიურების შესახებ ინფორმაცია. ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობასი სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავები რაღაც ტვირთებს ეზიდებოდნენ სამხედრო ბაზებიდან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მორიგი სამხედრო სწავლებებისთვის მზადებაა, სავარაუდო მოწინააღმდეგე მათში მკაფიოდაა მონიშნული: რუსეთი. ნატო ბლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მავერებისთვის, Defender Europe 2021–სთვის ემზადება. მასში მონაწილეობას 20 ათასზე მეტი ამერიკელი და სხვა ქვეყნების 17 ათასი სამხედრო მიიღებს. იგეგმება შემტევი და თავდაცვითი ოპერაციების დამუშავება აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში, ბალკანებზე, ბალტიისა და შავი ზღვების აკვატორიებში.

სწავლებებში ჩართული იქნება უკრაინაც — როგორც ქვეყანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო „ნატოს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი. „ევროპის მცველის“ ანტირუსული მიმართულება კიევშიც დაადასტურეს. დონბასის საკითხებში სამმხრივი სალონტაქტო ჯგუფის უკრაინელმა წარმომადგენელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ალიანსს სწავლებები „რუსეთთან ომის დასამუშავებლად“ ესაჭიროება.

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ კონსტან ტინ სივკოვის აზრით, ნატოს მანევრები ევროპაში  სხვა არაფერია, თუ არა დამატებითი ძალების გადასროლის საბაბი, ხოლო საბრძოლო მზადყოფნის დონე „პოტენციურად გარდაუვალი კრიზისი“ ამას მხოლოდ ადასტურებს.

თუმცა РИА Новости–ს მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთისა და ალიანსის წევრი ქვეყნების ჩართულობით სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე უკრაინის გამო  მცირეა. ნატოში ყველაზე „ცხელ თავებსაც“ კი კარგად ესმით, რომ ასეთი ავანტიურა ყველასთვის ცუდად დამთავრდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (881)

მთავარი თემები