მოსაზრება: როგორ თამაშობენ ამერიკელები კლიმატის თემით

© AP Photo / Edmar Barrosგადამწვარი ტყე
გადამწვარი ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
2004 წელს მსოფლიოს ეკრანები რონალდ ემერიჰის ჰოლივუდურმა ბლოკბასტერმა მოიარა, რომლის სახელწოდებაც იყო „დღე ხვალის შემდეგ“.

ვიქტორია ნიკიფოროვა

მასში იყო ყველაფერი, რის გამოც გვიყვარს ფილმი–კატასტროფები: მასობრივი დაღუპვისა და ტიტანური ნგრევების დიდებულად გადაღებული სცენები, ულამაზესი მუსიკა და ფინალში ადამიანის ჰეროიკული გამარჯვება.

„დღე ხვალის შემდეგ“ ახლაც მშვენიერი სანახავია, თუმცა მორალურად მოძველდა და მალე ალბათ „ტოქსიკურადაც“ ჩაითვლება. საქმე ისაა, რომ ფილმში ნაჩვენებია კატასტროფა, რომელიც კაცობრიობას გლობალური გამყინვარების გამო ანადგურებს. სურათი ემყარება წიგნს „მომავალი მსოფლიო სუპერქარიშხალი“ — 30 წლის წინ ასეთი შინაარსის წიგნები უამრავი იყო.  

რომის პაპი ფრანცისკე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
მსოფლიო წარღვნა: რის შესახებ აფრთხილებს კაცობრიობას რომის პაპი

შემთხვევითი არ არის, რომ გლობალურ დათბობასთან მებრძოლთა რიგები დღეს ბავშვებითა და ახალგაზრდობით ივსება. უფროსი ასაკის ხალხს კარგად ახსოვთ, რომ 1970-90-იანი წლების მთავარი საფრთხობელა სწორედ „გამყინვარების პერიოდი“ იყო. მას ზუსტად ის გამოცემები და ტელეარხები „აჰაიპებდნენ“, რომლებიც დღეს დათბობით გვასინებენ.

თემა ჯერ კიდევ 1960–იანებში წამოიჭრა და ასე რეკლამდებოდა:The New York Times, 1969 წელი: „დაგვრჩა ოცი წელი“.  

The Guardian, 1974: „გამყინვარების პერიოდი დაჩქარებული ტემპით გვიახლოვდება“.  

იწერებოდა, რომ მალე ყველა მარცვლეული კულტურა განადგურდებოდა და ადამიანს საკვები აღარ ექნებოდა, თუმცა მანამდე სასმელი წყალი გაქრებოდა; რომ ვენეცისა და მალდივის კუნძულებს წყალი დაფარავდა, ხოლო ნიუ–იორკი, უძველესი ატლანტიდის მსგავსად, ოკეანის ფსკერზე აღმოჩნებოდა. საბოლოოდ კი, 2000 წლისთვის დედამიწას მთლიანად ყინული დაფარავდა.  

და რას აკეთებდა მეცნიერება? ის პროგრეს უსწრებდა და იმის სულ ახალ და ახალ, უდავო „სამეცნიერო“ მტკიცებულებებს პოულობდა, რომ გლობალური გამყინვარება იქნებოდა სწრაფი და საშინელი: „ყველა დავიხოცებით“.

დიდთოვლობა აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
„თოვლი ხელისუფლებამ მოიყვანა“: ამერიკელები მთავრობას ადანაშაულებენ – ვიდეო

მეცნიერები წერდნენ მონოგრაფიებს, ატარებდნენ სემინარებსა და მიმართავდნენ ხელისუფლებებს: „ძვირასო ბატონო პრეზიდენტო! — წერდნენ 1972 წელს ბრაუნისუნივერსიტეტის გამოჩენილი სწავლულები პრეზიდენტ ნიქსონს. — ვიცით რა თქვენი წუხილი მთელი მსოფლიოს ბედზე, უნდა გაცნობოთ <…> კლიმატის გლობალური ცვლილებების მაღალი ალბათობის შესახებ ისეთ მასშტაბებში, როგორსაც ცივილური კაცობრიობა აქამდე არ შეხვედრია... გამყინვარება სწრაფად მატულობს...“

და „გლობალური გამყინვარება“ მაშინვე იქცა ცივი ომის იარაღად. სწორედ იმ დროს საბჭოთა კაშირი რეკორდული ტემპებით ავითარებდა ნავთობდარგს და გაზის მოპოვებებს იწყებდა. დასავლელი პარტნიორები ნავთობზე ფასების ზრდით ზარალდებოდნენ, რაც მათ 1973 წელს მოუწყეს არაბულმა ქვეყნებმა.

გამოდიოდა, რომ რუსი კომუნისტები თავისუფლად ქაჩავდნენ ნავთობს ციმბირში, მერე კი მთელ მსოფლიოში ყიდდნენ. ხოლო პრეზიდენტი ნიქსონი იმ დროს ამერიკელებს მკაცრ ეკონომიას ასწავლიდა — ავტომობილების საწვავით  დღეგამოშვებით შევსებას, საათში ას კილომეტრზე დაბალი სიჩქარით მოძრაობას, სახლებში ჰაერი ტემპერატურის არაუმეტეს 18 გრადუსზე შენარჩუნებას და თვითმფრინავებით იშვიათად ფრენას.

გლობალური გამყინვარების შესახებ მითი მარტივად და გასაგებად ასაბუთებდა საბჭოთა კავშირისთვის ბუნებრივი რესურსების წართმევის აუცილებლობას. ეს ხომ უსამართლობა იყო, რომ ზამთრობით რუსების სახლებში თბილოდა, ამერიკელებისა კი — არა.

Луноход и астронавт на поверхности Луны - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
მეცნიერებს მთვარეზე „ნოეს კიდობნის“ აგება სურთ: ინიციატივა უკვე განიხილება

მოგვიანებით ამ ლეგენდის განტოტებად იქცა „ბირთვული ზამთარი“ — რადიოაქტიური ფერფლით დაფარული პლანეტა, მომაკვდინებელი ღრუბლებით გადაჭიმული ცა, მეგაპოლისების ნანგრევები ზედ მცოცავი მუტანტებით. „ბირთვული ზამთარი“ წარმატებით გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირზე პოლიტიკური ზეწოლისთვის ბირთული იარაღის ცალმხრივად შემცირებისა და ყველა შესაძლებელ დათმობაზე წასვლის საიძულებლად. სად არის ახლა ეს საშინელი ზღაპრები?

2006 წელს — ფილმ „დღე ხვალის შემდეგ“ პრემიერიდან ორი წლის შემდეგ, კანის ფესტივალზე წარმოადგინეს დოკუმენტური ფილმი „უხერხული სიმართლე“. მისი სპონსორი, მთავარი გმირი და სულის ჩამდგმელი გახლდათ ცნობილი ამერიკული პოლიტიკური კლანის წარმომადგენელი — ექს–ვიცეპრეზიდენტი ალბერ გორი. მომდევნო წელს მან ნობელის პრემია მიიღო ამ ფილმისთვის. „სიმართლე“ კი ის იყო, რომ მთელი ჩვენი უბედურება გლობალურ დათბობაშია.

და იგივე The New York Times–მა, The Guardian–მა, CNN–მა და BBC–მ ამერიკული ადმინისტრაციის ახალი დღის წესრიგის გაჟღერება დაიწყო. ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიტყორცნება, რასაც დათბობა მოსდევს. დათბობა კი ცუდია. რატომ? არ იკითხოთ. ისევ აღმოჩნდა, რომ „ყველანი დავიხოცებით“. 2009 წელს ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა კაცობრიობას რვა წელი მისცა, ხოლო 2013 წელს The Guardian–ი წერა, რომ არქტიკა ორ წელში დადნებოდა.

გვალვა - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
იუნესკო: კაცობრიობა 2030 წლისთვის წყლის გლობალურ დეფიციტს შეეჯახება

 მეცნიერები ერთმანეთს ასწრებდნენ ახალი დღის წესრიგის თაობაზე სემინარებისა და კონფერენციების ჩატარებასა და პრეზიდენტებისადმი მიმართვებს. ამ ყველაფერმა მოიტანა კლიმატის შესახებ კიოტოს პროტოკოლისა და პარიზის შეთანხმების გაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი დღემდე მკვეთრად აკრიტიკებს მითს გლობალური დათბობის შესახებ.

ახალ ამერიკულ მითს, როგორც თავის დროზე გლობალურ გამყინვარებას, წმიდად ეკონომიკური ლოგიკა აქვს. ეს კონკურენტების განადგურების მცდელობაა. რა არის იმაზე მარტივი, რომ რუსული ხორბალი და გაზი „ნახშირბადიანად“ დამარკირდეს და ბაზრიდან გაიდევნოს, რათა ისინი თავიანთი პროდუქციით ჩაანაცვლონ.

ეროვნულ ხელისუფლებებთან პრეტენზია მსოფლიოს ყველა ხალხებს ყველას აქვთ. ეს მილიარდერების საყვარელი საქმეცაა, რომლებიც ამ ბოლო დროს არაადეკვატურობის მაღალ დონეს ავლენენ.

მაგალითად, ილონ მასკი ვარაუდობს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ენა — როგორც ურთიერთობის საშუალება, აღარ იარსებებს. მილიარდერი–მორმონი ტრევორ მილტონი ახალი საწვავის სახით აქტიურად აპიარებს წყალბადს — ერთ–ერთ ყველაზე ფეთქებადსაშიშ გაზს სამყაროსი. ბილ გეიტსი ეგზოტიკურ პროექტებს აფინანსებს გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის. მისი ერთ–ერთი ინიციატივის თანახმად, ჰაერში ათასობით თვითმფრინავი უნდა აფრინდეს ტონობით ცარცის გასაფანტად, რომელიც მზეს დაფარავს და დედამიწაზე აცივდება. მართალია, აღარაფერი აღარ გაიზრდება და საკვებიც აღარ გვექნება, მაგრამ სამაგიეროდ დათბობა შეჩერდება. ხუმრობა არ გეგონოთ — ესა და მსგავსი პროექტები სერიოზულად განიხილება ჰარვარდის უნივერსიტეტში.

ახლა მილიარდერების წამოწყებები უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ხალხი მართლაც მოვა მსოფლიო ხელისუფლებაში?

კარგი იქნება, თუ ამას აპრილში დაგეგმილი კლიმატური სამიტის წინ გაიხსენებენ. ამერიკელებს სეუძლიათ, ნებისმიერი იდეა აქციონ მასობრივი განადგურების იარაღად — მათ შორის, ბუნების დაცვის კეთილი იდეაც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0