იუნესკო: კაცობრიობა 2030 წლისთვის წყლის გლობალურ დეფიციტს შეეჯახება

© Pixabay / klimkinგვალვა
გვალვა - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
იუნესკოში აცხადებენ, რომ ამჟამინდელი პანდემია კიდევ უფრო აღრმავებს დედამიწის მოსახლეობის მტკნარი წყლით უზრუნველყოფის პრობლემას.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. მსოფლიო არასაკმარის ძალისხმევებს ახმარს წყლის რესურსების შენარჩუნებას, რის გამოც უკვე მწვავედ დგას მისი ღირებულების სწორად შეფასების საკითხი, ნათქვამია იუნესკოს ყოველწლიურ მოხსენებაში.

მოწამლული ტბა თურქეთის ქალაქ იათაგანის მახლობლად, პროვინცია მუღლას სამხრეთ-დასავლეთი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
მოწამლული წყალი: როგორ გამოიყურება მსოფლიოს დაბინძურებული წყლები ზემოდან

დოკუმენტში მოყვანილი დამოუკიდებელი შეფასებების თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიო წყლის გლობალურ, 40%-იან დეფიციტს შეეჯახება. ვითარება დამძიმდება სხვა გლობალური პრობლემების, მათ შორის, პანდემიის გამოც.

„წყალი — ჩვენი ყველაზე ფასეული რესურსია, „ცისფერი ოქრო“, რომელზეც 2 მილიარდზე მეტ ადამიანს პირდაპირი წვდომა არ აქვს“, — აცხადებს იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე.

როგორც მოხსენების ავტორები წერენ, წყლის ღირებულება უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ მისი საბაზრო ფასიდან, არამედ იმ სარგებლიდან გამომდინარეც, რაც მის გავრცელებას შეუძლია მოიტანოს. თუმცა, ექსპერტების თქმით, ამ დროისათვის არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული მოდელი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მსგავსი შეფასების გაკეთებას.

ამასთანავე მკვლევარები განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი სანიტარიული კრიზისის ფონზე დედამიწის მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის პრობლემა მათი ჰიგიენური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უკიდურესად აქტუალურია და ის კიდევ მეტად ღრმავდება.

ყველა ახალი ამბავი
0