20:35 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (887)
54 0 0

დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სერიას აამოქმედებს: ორშაბათს ევროკავშირმა პერსონალური სანქციები შეათანხმა რუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან „ნავალნის დევნაზე“

პიოტრ აკოპოვი

კონკრეტული სია რამდენიმე დღის მერე იქნება წარმოდგენილი. ხოლო შტატებში მთავრდება „სანქციებისა და სხვა ზომების“ მთალი პაკეტის შემუშავება უკვე არა მარტო ნავალნის, არამედ ჰაკერული შეტევებისთვისაც (რასაც SolarWinds-ი ეწოდა) ამერიკულ უწყებებსა და კომპანიებზე, რაშიც რუსეთს ადანაშაულებენ.

ეს ყველაფერი პროგნოზირებადი იყო — რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ რუსეთზე სასანქციო ზეწოლა უკვე შვიდი წელია, მიმდინარეობს. ამის შეჩვევა უკვე შეიძლებოდა, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა ის არგუმენტები, რომლებითაც თავიანთ ქმედებებს ამართლებენ დასავლელი პარტნიორები. სწორედ არგუმენტები და არა მოტივები, რომლებიც მათ ამოძრავებს. მოტივები ისედაც გასაგებია, რომლებიც კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსეტის პრეზიდენტმა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კოლეგიაზე გამოსვლისას.

„ჩვენ ვეჯახებით რუსეთის შეკავების პოლიტიკას. საუბარია არა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის დამახასიათებელ კონკურენციაზე, არამედ სწორედ თანმიმდევრულ და აგრესიულ ხაზზე, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩაიშალოს ჩვენი განვითარება, დამუხრუჭდეს იგი, შეიქმნას პრობლემები გარე პერიმეტრზე, მოხდეს შიდა დესტაბილიზაციის პროვოცირება, ჩამოიშალოს ფასეულობები, რომლებიც აერთიანებს რუსულ საზოგადოებას, და საბოლოო ჯამში, დასუსტდეს რუსეთი და მოექცეს გარე კონტროლის ქვეშ, როგორც ამას პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგ ქვეყანაში ვხედავთ“.

ეს მიზნები საიდუმლო სულაც არ არის. კარგადაა ცნობილი შეკავების ყველა მეთოდიც, პუტინმა მხოლოდ ჩამოთვალა ისინი: „ისინი ცდილობენ შეგვბოჭონ ეკონომიკური და სხვა სახის სანქციებით, დაბლოკონ დიდი საერთაშორისო პროექტები, რომლებითაც დაინტერესებულები ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ ჩენი პარტნიორებიც, პირდაპირ ერევიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ პროცედურებში. და, რა თქმა უნდა. აქტიურად გამოიყენება სპეცსამსახურების არსენალში არსებული ინსტრუმენტები“.

ეს ყველაფერი უკვე არაერთხელ იყო რუსეთის ისტორიაში: ჩამოთვლილ მეთოდებს სხვადასხვა კომბინაციაში იყენებდნენ, ასე რომ ჩვენ წინააღმდეგობის გაწევაც ვისწავლეთ და პასუხის გაცემაც. სწორედ ამიტომ თქვა პუტინმა, რომ „რუსეთის მიმართ მსგავსი ხაზის გატარება აბსოლუტურად არაპერსპექტიულია“. რუსეთს ვერავინ აიძულებს, წავიდეს დათმობებზე. ამასთან რუსეთი აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავს, საკუთარ სუვერენიტეტსა და ინეტერესებს იცავს, და არანაირად არ არის აგრესორი.

უფრო მეტიც, რუსეთი გამუდმებით უსვამს ხაზს, რომ მზადაა ურთიერთობებისა და ღია დიალოგებისთვის ყველასთან ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე — რაზეც ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა. და რას ვისმენთ პასუხად?

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დასკვნით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ევროკავშირთან თანამშრომლობით, ხოლო რუსეთის ხელისუფლებას ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ. ჟოზეპ ბორელმა კი რუსეთს უწოდა „მეზობელი, რომელმაც გადაწყვიტა, მოიქცეს როგორც მოწინააღმდეგე“. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა „განისაზღვროს მოდელი, რათა მეზობლებთან, რომლებიც წინააღმდეგ მიდიან, გამუდმებული კონფრონტაცია თავიდან იყოს აცილებული“.

ანუ ევროპა და მთლიანობაში დასავლეთი საქმეს ისე წარმოაჩენენ, რომ ეს რუსეთი მიდის კონფრონტაციებზე და არ სურს ურთიერთობების განვითარება. უფრო მეტიც, რუსეთი თურმე გამუდმებით ერევა ევროპის საქმეებში და ზეწოლას ახდენს ევროკავშირზე. ამიტომ ევროკავშირი ახლა მოსკოვთან ურთიერთობებს სამი პრინციპის თანახმად ააგებენ.

როგორც ბორელმა აღწერა, ეს პრინციპებია: პასუხი გასცენ მოსკოვს, თუ ის ადამიანისა და საერთაშორისო უფლებებს დაარღვევს; მიმართონ შეკავებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გააძლიერებს ზეწოლას ევროკავშირზე; და ითანამშრომლონ რუსეთთან იმ მიმართულებებით, რომლებითაც ევროკავშირი იქნება დაინტერესებული. წინააღმდეგობა, შეკავება, თანამშრომლობა იქ, სადაც ეს ევროკავშირისთვისაა ხელსაყრელი — ეს ევროპული დიპლომატიის საბრძოლო ნაკრებია. მარამ რაზეა საუბარი? „ადამიანისა და საერთაშორისო უფლებების“ დარღვევაში ექცევა პრაქტიკულად ყველაფერი — ყირიმიდან და ნავალნიდან ნებისმიერ სხვა თემამდე, თანაც როგორც რუსეთის შიდა, ისე საერთაშორისო თემებამდე.

ზუსტად ასევე შეიძლება ევროკავშირზე ზეწოლად შეფასდეს ყველაფერი, რაც მოესურვებათ. სეპარატისტები კატალონიის გამოყოფას მოითხოვენ? იძებნება რუსული კვალი. მოსკოვში საპარლამენტო ფრაქცია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლები ჩამოდიან? რუსები მერკელს ძირს უთხრიან. მოსკოვი პოლონეტსა და ჩეხეთში საბჭოთა მეომრების ძეგლების დემონტაჟს აპროტესტებს? უბედურ და თავისუფლებისმოყვარე ევროპელებზე ზეწოლას ახდენენ. გაზსადენს აშენებენ? ევროპის გახლეჩვა სურთ. უარს ამბობენ მშენებლობაზე? ევროპის გაყინვა სურთ. აბსურდია? არა, ეს გათვლადი რეაქციაა.

ანუ ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობების ცალმხრივად დარეგულირების უფლება სურს ჰქონდეს, დასჯისა და შეწყალების უფლება თავისი შეხედულების მიხედვით. რუსეთმა კი ეს მოცემულობად უნდა მიიღოს და არ აღშფოთდეს. თანაც თანამშრომლობისთვისაც მზადაც უნდა იყოს, როგორც კი დაუძახებენ, ოღონდ იმ სფეროებში, რომლებიც კეთილ ევროპელებს აწყობთ.

მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქითაა: ეს ევროკავშირია ის მეზობელი, რომელიც მოწინააღმდეგესავით იქცევა - ზეწოლას ახდენს რუსეთზე, უყენებს პირობებს, ჭკუას ასწავლის და დემონიზაციას ახდენს, ერევა მის საშინაო საქმეებში და მიაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ეს ევროკავშირი ცდილობს, მოწყვიტოს უკრაინა რუსეთს, შეცვალოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ისტორიული საზღვრები, გააფართოვოს თავისი სასიცოცხლო სივრცე რუსული ცივილიზაციის ხარჯზე — და სურს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს მშვიდად შეეგუოს?

რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში შეცვლის ურთიერთობებს ევროპასთან მისთვის მისაღები პირობებით — და რაც მალე გაიგებენ ამას ევროკავშირში, მით უფრო მსუბუქად და სწრაფად გაივლის ამ პროცესს. სხვა ალტერნატივა ევროპას მაინც არ აქვს: მას უბრალოდ არ შეუძლია, თავს უფლება მისცეს, გაემიჯნოს რუსეთს, ან მეზობლიდან მტრად გადაიქცეს. უფრო სწორად, კი შეუძლია, მაგრამ ეს მისთვის ბოლო ჯერი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (887)

მთავარი თემები