მოსაზრება: დასავლეთი მზადაა, იომოს ვაქცინისთვის

© REUTERS / Hannibal Hanschke/File Photoრიგი ვაქცინაციის ცენტრთან ბერლინში
რიგი ვაქცინაციის ცენტრთან ბერლინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მონაწილეებს COVID-19-ის ვაქცინების მსოფლიოში სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდა.

ირინა ალქსნისი

ამით მან ფორმალურად დაუჭირა მხარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც განგაშს ტეხს იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე წვდომა ქვეყნის სიმდიდრის დონეზეა დამოკიდებული. ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, ამ მომენტისთვის ვაქცინაცია დაახლოებით 50 სახელმწიფოში მიმდინარეობს, რომელთაგან თითქმის ყველა მდიდარ ქვეყნებს განეკუთვნება. ამასთან, ყველა დოზის 75% მხოლოდ ათ ქვეყანაშია გამოყენებული.

ვაქცინა  COVID-19-ის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ისრაელისა და უნგრეთის „სავაქცინო ნაციონალიზმი“

თუმცა გერმანიის ლიდერის სოლიდარობა ჯანმოსთან ეშმაკობას წააგავს, ვინაიდან სამართლიანობა შედარებითი ცნებაა და მისი გაგება სხვადასხვაგვარად შეიძლება. პრაქტიკულად იმავდროულად სიტყვით გამოსულმა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა მხარი დაუჭირა ბრიუსელის ინიციატივას ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების ექსპორტის ლიცენზირების შესახებ. იენს სპანი სწორხაზოვანი იყო, როდესაც აცხადებდა, რომ „ბოლოს და ბოლოს, ჩვენ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ავანსი გავეცით თითქმის ყველა კონტრაქტზე, რომლებსაც ევროკავშირმა მოაწერა ხელი, რათა საწარმოო ძალები გაზრდილიყო“.

მისი თქმით, „საქმე პირველობა კი არ არის, არამედ სამართლიანობა“. და, მართლაც, როგორი მიდგომაა უფრო სწორი ასეთ სიტუაციაში: ყველას თანაბრად თუ პრიორიტეტი იმას უნდა მიენიჭოს, ვინც მეტი ჩადო პროცესში? თუმცა ღარიბ და მდიდარ ქვეყნებად დაყოფით პრობლემა არ იწურება. უფრო მეტიც, ეს მეორადი პრობლემაა, იმიტომ რომ ვაქცინისთვის უმთავრესი დაპირისპირება თავად დასავლეთის შიგნით გაიმართა.

ევროკავშირი სულ უფრო ხმამაღალ სკანდალებს უწყობს ანგლო–შვედურ კომპანია AstraZeneca-ს. მან ბრიუსელს აცნობა, რომ იძულებულია შეამციროს შეთანხმებით გათვალისწინებული მიწოდებები 60%-ით, ვინაიდან საწარმოო–ლოგისტიკურ პროცესში სირთულეებია. ევროპას ასეთი პერსპექტივები კატეგორიულად არ აწყობს და კონტრაქტში ჩაწერილი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ევროპა საკუთარი მომავლის გადარჩენას ცდილობს

მაგრამ ამისთვის კონტინენტზე ბრიტანეთში წარმოებული პრეპარატის შეტანა გახდება საჭირო. ლონდონს კი, AstraZeneca-სთან შეთანხმების საფუძველზე, ამ პროდუქციაზე პრიორიტეტული უფლება აქვს. თავის მხრივ, ევროპასაც აქვს საკუთარი კოზირი სახელოში დამალული, ვინაიდან მას საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებული ვაქცინების ექსპორტი შეუძლია გადაუკეტოს ბრიტანეთს. მოკლედ, ჩაკეტილი წრეა.

ამასთან ბრიტანეთი უკვე არის შესამჩნევად მომგებიან მდგომარეობაში. ახლა კუნძულზე მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია აცრილი, კონტინენტზე კი მხოლოდ 2%. პროგნოზის თანახმად, პირველ კვარტალში სამეფო ვაქცინის სამჯერ მეტ დოზას მიიღებს, ვიდრე ევროკავშირი.

სიტუაციას ამწვავებს პოლიტიკური კონტექსტიც. ახლახან დასრულებული Brexit-ის ფონზე ყველაფერი ეს ბრიუსელისთვის ცხვირში მტკივნეულ გაწკაპუნებას ჰგავს და ევროსკეპტიკოსების არგუმენტებს ამყარებს, რომ ბრიტანელები სწორად მოიქცნენ, როცა კავშირიდან გავიდნენ. მასმედია, საერთო ვითარების შეჯამებით, მივიდა დასკვნამდე, რომ შესაძლოა მხარეებს შორის სრულმასშტაბიანი „სავაქცინო ომი“ დაიწყოს.

დასავლეთის მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ ვაქცინის წარმოების მასშტაბი ფიზიკურად არ იძლევა მასზე მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილების საშუალებას — ამ სირთულეს, ამა თუ იმ სახით, სხვა ქვეყნებიც აწყდებიან, ისეთებიც კი, რომლებსაც საკუთარი ვაქცინა აქვთ შექმნილი, მაგალითად, რუსეთი და ჩინეთი. დასავლეთის ყველაზე დიდი პრობლემა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით შეცდომა, არის ის, რომ მათ სწორედ ვაქცინაციაზე დადეს ფსონი — როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო პანაცეაზე.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეპიდემიოლოგიური ეფექტურობა 91%-ს აჭარბებს

ასეთი პოლიტიკის შედეგი შესანიშნავად ჩანს ევროპული ქალაქების ქუჩებში: საზოგადოება უკვე გაცოფებულია დაუსრულებელი მკაცრი შეზღუდვებით. ამ დღეებში განსაკუთრებით გამოირჩა ნიდერლანდები. და ამას დასასრული არ უჩანს.

პარალელურად რუსეთი და ჩინეთი მეტ მოქნილობას ავლენენ საკუთარ პოლიტიკაში. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მინიმალურ უხერხულობას განიცდის ეპიდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო, რომლებიც თანდათან მსუბუქდება. ვითარება მთლიანობაში სტაბილურია. ჯანდაცვის სისტემა არ ირღვევა. კოვიდ–სტაციონარები თანდათან იცლება. თუმცა სპეციალისტები მაინც ფრთხილობენ პროგნოზის გაკეთებისას.

ასეთ ანტურაჟში ევროპული მიდგომა „შევაკავოთ და არ გავუშვათ, სანამ ყველას არ ავცრით“, შემაძრწუნებლად არაეფექტურად გამოიყურება. მაგრამ, როგორც ყველაფრიდან ჩანს, შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებს ან არ შეუძლიათ თავს პოლიტიკის შეცვლის უფლება მისცენ, ან უბრალოდ არ ესმით, სხვანაირად როგორ შეიძლება მოიქცნენ.

შედეგად – ყველაფერი, რაც მათ რჩებათ, ეს ერთმანეთისთვის დეფიციტური ვაქცინების ხელიდან წაგლეჯვაა.

და, კიდევ, რაღა თქმა უნდა, რუსული ვაქცინის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინანდელი საინფორმაციო ომიც დაივიწყეს — როგორც ეს მერკელმა გააკეთა, როდესაც პუტინს გერმანიის მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირში „სპუტნიკ V“-ს დამტკიცების პროცესში. 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0