„საკითხი დახურულია“: პოლიტოლოგი СНВ-3-ის შესახებ აშშ–რუსეთის გადაწყვეტილებას აფასებს

© photo: Ministry of Defence of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტით
სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე შეთანხმდა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (СНВ-3) გახანგრძლივებას მიაღწიეს მოსკოვის პირობებით, რაზეც სამხედრო პოლიტოლოგმა რადიო Sputnik-ის ეთერში კომენტარი გააკეთა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაეთანხმა შეთანხმება СНВ-3-ის გახანგრძლივებას „ხუთი წლით წინასწარი პირობებისა და ყოველგვარი დამატებების გარეშე“.

რუსეთისა და აშშ-ს დროშები - Sputnik საქართველო
შეთანხმება მიღწეულია: შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა СНВ-3-ის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს

სამშაბათს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს — ჯოზეფ ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორივე ლიდერი კმაყოფილი დარჩა ნოტების გაცვლით СНВ-III-ის გახანგრძლივების შესახებ.

თეთრი სახლის მონაცემებით, ბაიდენმა და პუტინმა ადმინისტრაციების თანამშრომლებს სწრაფი მუშაობის განკარგულება მისცეს, რათა შეთანხმების გაგრძელება 5 თებერვლამდე მოესწროს, რა დროსაც შეთანხმების მოქმედების ვადა იწურება.

რუსეთის დუმის მონაცემებით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე წარადგინა დოკუმენტი რატიფიკაციისთვის, რომელიც СНВ-3-ის გახანგრძლივებას 2026 წლის 5 თებერვლამდე ითვალისწინებს. სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტს დღეს განიხილავს პლენარულ სხდომაზე.

როგორც სამხედრო პოლიტოლოგი ანდრეი კოშკინი აღნიშნავს, ორი ქვეყნის ლიდერის ესოდენ სწრაფ გადაწყვეტილებას აშკარა სარგებლის მოტანა შეუძლია.

„გუშინ საუბარი შედგა აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. ამ საუბრის შედეგია გადაწყვეტილება, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მხრიდან, დაეთანხმოს СНВ-3-ის გახანგრძლივების ყველა იმ პირობას, რომლებსაც მანამდე რუსეთი სთავაზობდა. ანუ, შეთანხმების გახანგრძლივებას ყოველგვარი პირობის გარეშე. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთი გახანგრძლივება შედგა, ვინაიდან ორივე მხარემ უკვე ჩაუშვა შეთანხმების რატიფიკაციის მექანიზმი. როგორც იტყვიან, საკითხი დახურულია. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება მოიტანს სარგებელს, პირველ რიგში, მსოფლიოში სტაბილიზაციისთვის. რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს, არა სტაბილიზაციის მექანიზმების დაშლა, როგორც ეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს იყო, არამედ ახლების შექმნა, რომლებიც გამალებული შეიარაღების მოთოკვას უზრუნველყოფს“, — განაცხადა კოშკინმა.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გასდის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2020 წლის 16 ოქტომბერს წამოაყენა შეთანხმების ყოველგვარი პირობის გარეშე ერთი წლის ვადით გახანგრძლივების წინადადება, თუმცა ვაშინგტონი არ დაეთანხმა მას. აშშ სხვადასხვა პირობებით მოითხოვდა მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად, თუმცა ჩინეთი იდეას არ დაეთანხმა.

ყველა ახალი ამბავი
0