დასავლეთი მომწიფდა: COVID-19 ჰიტლერია, ანუ დადგა რუსეთთან კავშირის დრო

© REUTERS / JOHN SIBLEYკორონავირუსი ლონდონში
კორონავირუსი ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხდება რაღაც უკიდურესად საინტერესო: დასავლეთი თვალდათვალ ცვლის დამოკიდებულებას COVID-19-ს საწინააღმდეგო რუსული ვაქცინისადმი.

ირინა ალქსნისი

ბოლო დღებში ყველაზე გავლენიან გამოცემებში არაერთი მასალა დაიბეჭდა, რომელთა თანახმად, რუსული ვაქცინა არც ისე ცუდია, და უფრო მეტიც, ის დიდი ალბათობით, ეფექტურიცაა.

Спутник V - Sputnik საქართველო
„რუსი მეცნიერების მიღწევები“: The New York Times–ის ჟურნალისტი რუსული ვაქცინით აიცრა

და ეს ბევრი თვის შემდეგ, როცა გლობალური მეინსტრიმი თავიდან გადავსებული იყო ისეთი ტიპის ირონიით, როგორიცაა „მოსკოვი საერთოდ ვერაფერს შექმნის“, შემდეგ ის შფოთვამ შეიპყრო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ს" შესაძლო საფრთხეების გამო, ვინაიდან ის უმოკლეს ვადაში შეიქმნა და ფართო მიმოქცევაში გასვლამდე ყველა აუცილებებლი გამოცდა არ გაუვლია. ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად ყველა ვაქცინაზე - მათ შორის, დასავლეთის ლაბორატორიებშიც - დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, იქ, რა თქმა უნდა, არავის აყენებდა უხერხულ მდგომარეობაში.

თუმცა, მოულოდნელად სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ჟურნალისტმა სემ ფაზელიმ ის მიზეზები ჩამოთვალა, რომელთა გამოც რუსული ვაქცინა ნდობას იმსახურებს.

უფრო შორს წავიდა გაზეთ New York Times-ის მოსკოველი კორესპონდენტი ენდრიუ კრამერი. მან არა მარტო შეაქო რუსული პრეპარატი და „ჭეშმარიტი მიღწევა“ უწოდა მას, არამედ აიცრა კიდეც „სპუტნიკ V-თი“ და ისიც აღნიშნა, რაოდენ შთამბეჭდავია ვაქცინაციის პროცესის ორგანიზება და მისი მისაწვდომობა მოსახლეობისთვის.

რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო
რუსულმა ვაქცინამ 60 წელს ზემოდ ასაკის ადამიანებისთვის 90%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა

ყველაზე გასაოცარი სტატია კი ბრიტანულ ჟურნალ Spectator-ში დაიბეჭდა, რომლის საფუძველიც ვლადიმირ პუტინისა და ანგელა მერკელის სატელეფონო საუბარი გახდა, რომლის დროსაც მათ გერმანიაში რუსული ვაქცინის წარმოების საკითხი განიხილეს. მასალის ავტორმა COVID-19 ჰიტლერს შეადარა და განმარტა, რომ, რახან მაშინ, თითქმის 80 წლის წინ, გაერთიანდნენ ჩერჩილი და რუზველტი სტალინთან საერთო მტრის წინააღმდეგ, არაფერია საშინელი იმაში, რომ ახლაც იმავე გზით წავიდნენ.

რამდენიმე დღის წინ კი აშშ-ში ბრიტანეთის ელჩმა კარენ პირსმა სკანდალური, თუმცა თავისებურად პატიოსანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი არ უნდა გამოვიდნენ გამარჯვებულები პანდემიიდან.

კორონავირუსზე გამარჯვებად შეიძლება მიიჩნეოდეს არა მისი განადგურება ( ეს შეუძლებელია), არამედ ცხოვრების ნორმალიზაცია - მინიმალური შეზღუდვებითა და დახრჩობას გადარჩენილი ჯანდაცვის სისტემებით.

ყველა ქვეყანას საკუთარი გზები აქვს კრონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. ჩინეთმა, როგორც ვიცით, ხისტი, თუმცა წერტილოვანი ზომები გამოიყენა. ორიოდე დღის წინ იქ ერთი კვირით სასტიკ ლოკდაუნში მოაქციეს ორი ქალაქი (18 მლნ მოსახლით) კოვიდის 137 შემთხვევისა და 197 უსიმპტომო ინფიცირებულის გამო. სამაგიეროდ დანარჩენი ქვეყანა შედარებით მშვიდად ცხოვრობა, თავისი თითქმის მილიარდნახევრიანი მოქალაქით.

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო
რუსული ვაქცინით 1,5 მილიონი ადამიანი აიცრა

რუსეთს თავისი ნოუ-ჰაუ აქვს, რომლის შედეგადაც ჯანდაცვის სისტემა დატვირთვას უმკლავდება, ხოლო ვაქცინირებულთა რაოდენობამ უკვე 1,5 მლნს გადააჭარბა. თანაც ბოლო დღეებში ინფიცირების სტატისტიკაც იმედის მომცემია, თუმცა სიხარული მაინც ნაადრევია.

ასეა თუ ისე, დასავლეთში ყველაფერი უფრო ცუდადაა. თუ აშშ-ში შიდაპოლიტიკური მოვლენების ფონზე ეპიდემიასთან ბრძოლამ უკანა პლანზე გადაინაცვლა, ევროპაში ეს ყველაზე მტკივნეული თემაა ამ მომენტისთვის.

ყველაზე მძიმე ვითარებაა დიდ ბრიტანეთში. ინგლისში ხელისუფლებამ მკაცრი ლოკდაუნი შემოიღო. უკეთესი ვითარება არც კონტინენტზეა - შეზღუდვები ფართოვდება და ძლიერდება, ხოლო ხელისუფლება პროგნოზირებს, რომ უახლოესი კვირები ყველაზე რთული იქნება და დამრღვევებს დასჯით ემუქრება.

სხვათა შორის, იქ ვაქცინაცია კი დაიწყო, მაგრამ არსებობს ბევრი საფრთხე. მისი სიჩქარე საკმაოდ დაბალია, ვინაიდან ვაქცინის წარმოება და მიწოდება ფიზიკურად არ იძლევა არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას. თავად პრეპარატების გარშემო საკმაოდ ნეგატიური საინფორმაციო ფონი ყალიბდება. ვრცელდება ცნობები როგორც ვაქცინირებულთა გარდაცვალების შესახებ, ისე ვაქცინების თავისებურებების შესახებ, რაც თავისთავად ამუხრუჭებს ვაქცინაციის პროცესს. მაგალითად, დასავლეთში ამჟამად ძირითადი ვაქცინა Pfizer/BioNTec-ისგან, მინუს 70 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ინახება (ეს მაშინ, როცა „სპუტნიკ V-ს“ შენახვის მაჩვენებელი მინუს 18 გრადუსია).

რუსული კოვიდ-ვაქცინა - Sputnik საქართველო
სერბეთში 500 ათას დოზა რუსულ ვაქცინას ელოდებიან

კიდევ არსებობს დიდი საზოგადოებრივი დაღლილობა და უკმაყოფილება - და ეს შესაძლოა ყველაზე დიდი პრობლემა იყოს ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებისთვის.

აქ მაჩვენებელი შეიძლება გერმანიის მაგალითი იყოს, რომელიც მთელი გასული წლის განმავლობაში რჩებოდა წარმატებული მუშაობის მაგალითად კრიზისის პირობებში. გერმანიის ჯანდაცვის სისტემამ წარმატებით გაიარა სტრეს-ტესტი, იქ არ შექმნილა ფილტვების ვენტილაციის აპარატებისა და საწოლების დეფიციტი. ამასთან კონტინენტის უძლიერესმა ეკონომიკამ მოახერხა, თავისი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების უმძლავრესი პროგრამა აემოქმედებინა.

თითქოს ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“: სწორედ გერმანიაში იფეთქა საზოგადოების უძლიერესმა უკმაყოფილებამ სახელმწიფოს კოვიდ-პოლიტიკის გამო. საპროტესტო დემონსტრაციებს წყლის ჭავლითაც კი შლიდნენ.
შედეგად ახლა ფედერალური მთავრობაც, მიწების ხელისუფლებებიცა და პირადად ანგელა მერკელიც ფაქტობრივად პატურ სიტუაციაში არიან. ერთი მხრივ, ისინი იძულებული არიან, შეინარჩუნონ ლოკდაუნი, მეორე მხრივ კი გერმანიის საზოგადოება თანდათან ცოფდება საყოველთაო შეზღუდვების, შინ ჯდომისა და გაფუჭებული შობის გამო. და არანაირი არგუმნეტი, რომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ კეთდება, უბრალოდ აღარ მუშაობს.

ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ წარმოება რუსეთში - Sputnik საქართველო
Bloomberg-ი რუსული კოვიდ-ვაქცინის ძლიერ მხარეებს ასახელებს

მსგავსი განწყობები ძლიერდება სხვა ქვეყნებშიც, რაც ძლიან სახიფათოა.

ბოლო წლებში დასავლეთს არაერთხელ დაუმტკიცეს, რომ საზოგადოებრივი აზრის მათეულ მანიპულაციებს თავისი ზღვარი აქვს. ამასთანა ახასიათებს თვისება, ყველაზე შეუფერებელ მომენტში შეტრიალდეს არაპროგნოზირებადი და უკიდურესად უსიამოვნო შედეგებისკენ. მსოფლიოში მზარდი ტურბულენტობის ფონზე კი სისტემაზე კონტროლი და მისი მართვადობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გასაკვირი არ არის, რომ მოსკოვთან თანამშრომლობა ვაქცინების წარმოების საკითხში ევროპისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღარ არის და ამაზე დაფიქრება ღირს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0