მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სერბეთში 500 ათას დოზა რუსულ ვაქცინას ელოდებიან

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშირუსული კოვიდ-ვაქცინა
რუსული კოვიდ-ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერბეთის ჯანდაცვის სახელმწიფო მინისტრი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტის სპიკერი გასულ ოთხშაბათს რუსული ვაქცინით აიცრნენ კორონავირუსზე

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. სერბეთი რუსეთიდან 500 ათას დოზა ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ მიღებას ელოდება, რათა უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ანა ბრნაბიჩმა.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ჩინური თუ ბრიტანული: რომელ ვაქცინას აირჩევს საქართველო - ცერცვაძის განმარტება

კვირას ბრნაბიჩი და ჯანდაცვის სახელმწიფო მინისტრი მირსად ჯერლეკი მედპერსონალის ვაქცინაციის დაწყებას დაესწრნენ ბელგრადის საუნივერსიტეტო კლინიკა „ტირშოვაში“. მთავრობის მეთაურის თქმით, თვის ბოლომდე სერბეთში ვაქცინის 2 მილიონამდე დოზა შევა სხვადასხვა მწარმოებლებისგან, ხოლო თებერვალში კიდევ 1,5 მლნ დოზას ელოდებიან.

„დარწმუნებული ვარ, რომ წლის პირველი ნახევრის დასრულებამდე სერბეთში მასობრივ იმუნიზაციას დავასრულებთ — ასეთია ჩვენი მიზანი. გვაქვს შეთანხმება 8 მლნ დოზა ვაქცინაზე 4 მლნ კაცზე გათვლით“, — უთხრა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ქვეყანა ორშაბათს Pfizer–ისგან პრეპარატის დამატებით 18 525 დოზას მიიღებს და ასევე ელოდება დაახლოებით 500 ათას „სპუტნიკ V–ს“ რუსეთიდან.  

მირსად ჯერლეკმა განმარტა, რომ სერბეთის ხელისუფლება COVID–19–ზე 720 ათასი მოქალაქის ვაქცინაციის პირველი ფაზის დასრულებას ამერიკულ–გერმანული Pfizer/BioNTech–ითა და რუსული „სპუტნიკ V–ით“ გეგმავს.

„რუსი მეცნიერების მიღწევები“: The New York Times–ის ჟურნალისტი რუსული ვაქცინით აიცრა>>

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო მინისტრი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტის სპიკერი გასულ ოთხშაბათს სწორედ რუსული ვაქცინით აიცრნენ კორონავირუსზე. სერბეთის მთავრობამ იმავე დღეს დაამტკიცა უახლოეს თვეებში „სპუტნიკ V–ს“ დიდი პარტიის მიწოდება.

როგორც ვაქცინის Twitter–აკაუნტზეა ნათქვამი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი და სერბეთის მთავრობა  ქვეყანაში 2 მლნ დოზა ვაქცინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ვაქცინის პირველი პარტია — 2,4 ათასი დოზა ბელგრადს 30 დეკემბერს მიეწოდა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0