18:19 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (711)
53 0 0

ზესახელმწიფოს თანამედროვე საომარი მოქმედებები მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას მოასწავებს ყველა სახეობის იარაღით.

რუსეთს ომი არ სჭირდება. მოსკოვი „ცუდ მშვიდობას“ არჩევს, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ესმის, რომ იარაღის ტექნოლოგიების სფეროში ჩამორჩენილი „პარტნიორები“ კარგა ხანს ვერ შეძლებენ „წითელი ხაზის“ გადალახვას.

რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა 27 დეკემბერს განაცხადა: „არავის ვურჩევდი რუსეთთან „ძალის პოზიციიდან“ დიალოგის წარმოებას. გარდა ამისა, ძალით მუქარა გაეროს წესდების პირდაპირი დარღვევაა, ასეთი მოქმედებები საჭირო საპასუხო რეაქციის გარეშე არ დარჩება ჩვენი მხრიდან“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირდაპირ აფრთხილებს „პარტნიორებს“: „რუსეთის საზღვრებთან ნატოს აქტიურობას შესაძლოა სერიოზული ინციდენტები მოჰყვეს“. მწვავე რეაქციას იწვევს ალიანსის ყოფნა რუსეთის საზღვრებთან და ასევე ცალკეული დასავლეთევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებები.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ 2020 წელს 15%-ით გაიზარდა „ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავებისა და ხომალდების სადაზვერვო და სადემონსტრაციო ქმედებების ინტენსივობა რუსეთის საზღვრებთან... შეერთებულმა შტატებმა გერმანიიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში საბრძოლო ქვედანაყოფების გადაყვანა დაიწყო. იზრდება ამერიკული ხომალდების რაოდენობა არქტიკის რეგიონში. სისტემური ხასიათი მიეცა ნატოს წვრთნებს, რომლებიც ერთდროულად ტარდება რუსეთის დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ მიჯნებთან. მხოლოდ აგვისტო–სექტემბერში მასში 55 საბრძოლო თვითმფრინავი იღებდა მონაწილეობას — სტრატეგიული ბომბდამშენებისა და ზეზუსტი იარაღის მზიდი 12 ხომალდის ჩათვლით“.

ასეთ ვითარებაში რუსეთი „სარკისებურ ზომებს“ იღებს და მნიშვნელოვნად უსწრებს დასავლეთს მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროში.

პენტაგონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს რუსეთის სამხედრო მოქმედებების თეატრში წარმატების შანსის ნახევარიც რომ ჰქონდეთ, მოსკოვი დიდი ხნის წინ იგრძნობდა საკუთარ თავზე ნატოს „ძალის პროექციას“ „რეჟიმის კორექტირების“ მიზნით — კოლექტიური დასავლეთის ინტერესებში ქვეყნის ტერიტორიის შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით. არავის დავიწყებია „მოკავშირული ძალა“ იუგოსლავიაში, „ქარიშხალი უდაბნოში“ ერაყში, „ოდისევსის განთიადი“ ლიბიაში. თუმცა ამგვარი ქმედებებისთვის ვაშინგტონსა და ბრიუსელს მეტად მოკლე და სუსტი ხელები აქვთ. ალიანსს უბრალოდ არ აქვს პასუხი რუსულ მაღალტექნოლოგიურ „ავანგარდებზე“, „ცირკონებზე“, „პოსეიდონებზე“ და სხვებზე. მახასიათებლებით ახლო ანალოგებიც კი არ აქვთ.

და, მაინც, ჰიპერბგერითი იარაღის სფეროში ჩამორჩენის ფონზე აშშ-ში არ სუსტდება სწრაფვა „ინტეგრირებული სიძლიერისადმი“ საბრძოლო გამოყენების ყველა სფეროში. 2020 წლის მიწურულს პენტაგონმა გამოაქვეყნა ახალი სტრატეგია „უპირატესობა ზღვაზე“. დოკუმენტი ინტეგრირებული საზღვაო უპირატესობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს მსოფლიო ოკეანეში ბატონობისთვის და „აშშ-ის ქმედებები მიმდინარე ათწლეულში საზღვაო ძალთა ბალანსს განსაზღვრავს XXI ასწლეულის დარჩენილ ვადაში“.

რითია გამოწვეული მსოფლიო ოკეანის მილიტარიზაციის ამერიკული პროგრამა მომდევნო 80 წლის განმავლობაში? რაღა თქმა უნდა, ჩინეთის სამხედრო–საზღვაო ძალების შედარებით მზარდი სიმძლავრითა და „რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედებებით“. თითქოს ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ უკან სამხედრო ექსპანსია იმალებოდეს საკვანძო საზღვაო გზებზე კონტროლის მოპოვების მიზნით, ხოლო რუსეთი „კონფლიქტის დროს კინეტიკურ ან კიბერშეტევას მიიტანს ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებზე, ან წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე მიიტანს იერიშს, რაც გლობალურ ეკონომიკაზე იქონიებს გავლენას“.

სტრატეგიის ავტორებმა, მაღალჩინოსანმა სამხედროებმა მაიკლ გილდეიმ, დევიდ ბერგერმა და კარლ შულცმა აშკარად ძალიან გადააჭარბეს ზღვასთან დაკავშირებული 30 მლნ ამერიკელი დასაქმებულის, წელიწადში 5.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების სავაჭრო გადაზიდვებისა და ინფორმაციის ნაკადის ბედზე შფოთვაში, რომელიც წყალქვეშა კაბელებით გადაიცემა.

ადმირალები ასევე არიან მიდრეკილი სახიფათო ფანტაზიებისკენ: „შორი მანძილის სისტემები და ჰიპერბგერითი იარაღი უზრუნველყოფს სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მიტანის გლობალურ შესაძლებლობებს. ლოგისტიკური და დამხმარე ხომალდები საწვავის შევსებაზე, იარაღის მიწოდებაზე, მარაგებისა და  ცოცხალი ძალით შევსებასა და რემონტზე იმუშავებენ. სანაპირო დაცვა უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტურ საზღვაო სატრანსპორტო სისტემას, რაც აუცილებელია ომის პირობებში ძალების შენარჩუნებისთვის“. ძალისხმევების ერთობლიობით „ზღვები აშშ-ის კონტროლქვეშ დარჩება“.

ხილული უპასუხისმგებლობა უგუნურობის ზღვარზე დგას. აშშ-ის საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტა HAWC-ის გამოცდა 25 დეკემბერს მარცხით დასრულდა. ამერიკული სისტემები არასდროს შემოწმებულა მაღალტექნოლოგიურ ოპონენტთან ბრძოლაში. სამაგიეროდ სუსტად შეიარაღებულმა თალიბებმა აშშ და მისი მოკავშირეები ფაქტობრივად დაამარცხეს ოცწლიან ავღანურ კამპანიაში. „დაუმარცხებელმა“ და „მტკიცე“ ჰეგემონმა (ასე წარმოაჩენს თავს აშშ) ავღანეთში სრული დისფუნქცია გამოავლინა. რეალურ ომში „მთავარ მოწინააღმდეგეებთან“ (რუსეთთან და ჩინეთთან) აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების ავიამზიდი დაჯგუფებები კარგად შესამჩნევ სამიზნეებად იქცევა მაღალტექნოლოგიური ხომალდსაწინააღმდეგო და ჰიპერბგერითი რაკეტებისთვის. შევნიშნავთ, რომ ნატოს ევროპელი მოკავშირეების საბრძოლო ეფექტურობა ასევე არაა აშკარა.

პენტაგონის ახალი სტრატეგია მხოლოდ იმეორებს დახავსებულ თეზისებს: აშშ-ის ინტერესები უპირველეს ყოვლისა. პლანეტაზე მეზობლების მოსაზრებები უმნიშვნელოა და „ინტეგრირებული საზღვაო სიმძლავრით“ დაითრგუნება ზღვაზე, კოსმოსსა და კიბერსივრცეში.

რუსეთი და ჩინეთი ძალიან აფასებენ მშვიდობიან თანაარსებობასა და განვითარებას. მათ შეინარჩუნეს ისტორიული მეხსიერება გასული საუკუნის ომების მრავალმილიონიანი მსხვერპლის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომში იმაზე ნაკლები ადამიანი დაკარგა, ვიდრე 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო. ამერიკული ქალაქები არსდროს დაბომბილა. მედიასაშუალებებმა და ჰოლივუდმა საბოლოოდ დაარწმუნა თეთრი სახლი და ამერიკული საზოგადოება, რომ მოუწყვლადები არიან და ყველაფრის უფლება აქვთ საერთაშორისო არენაზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

თემები:
რუსეთი დღეს (711)

მთავარი თემები