01:59 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ვაშინგტონის გეგმებს უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ

მაღალია ქართულ მიწაზე აშშ–ის სამხედრო ბაზის პროექტის პრეზენტაციისა და ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაჩქარების ალბათობა. ამგვარი დღის წესრიგის რეალიზაცია რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ემუქრება.  

მაოკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პრიორიტეტული მიზანი — ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე მოლაპარაკებებია. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ პომპეო ამ კონტაქტებს ევროატლანტიკური კავშირების განსამტკიცებლად, საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დასადასტურებლად  იყენებს.

თბილისელი ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია „განსაკუთრებული ნაბიჯები“ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დასაჩქარებლად. ამგვარ პროგნოზებს საფუძველი აქვს. საქართველომ და აშშ–მა გასული წლის შემოდგომაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი ვაზიანის ბაზაზე სამხედრო აეროდრომის აგებას აპირებს, ხოლო თბილისმა ამერიკული წარმოების 72 ძვირადღირებული გამშვები დანადგარი და 410   რაკეტა მიიღო. შეთანხმების ბევრი ნორმა გასაიდუმლოებულია.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოში სრულფასოვანი ამერიკული ბაზის შექმნის წინააღმდეგია, ქართულ–ამერიკული შეთანხმებით გათვალისწინებულია ერთობლივი უსაფრთხოების პუნქტების (Cooperative Security Locations) დაარსება მატერიალურ–ტექნიკური ქონების მარაგებითა და აშშ–ის სამხედრო პერსონალის მინიმალური რაოდენობით. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონი შეეცდება, გამოიყენოს ყარაბაღში მომხდარი საომარი მოქმედებები და რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია იმისთვის, რომ აღადგინოს საქართველოში დიდი ამერიკული სამხედრო ბაზის პროექტი, ან განავითაროს პენტაგონის ინფრასტრუქტურა Cooperative Security Locations–ის სახით. პენტაგონს ხომ სამხრეთ კავკასიაში სხვა ხელმისაწვდომი საყრდენი წერტილი არ აქვს.

შემაშფოთებელი ტენდენცია

საქართველოსა და აშშ–ის სამხედრო თანამშრომლობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის და იძლევა შესაძლებლობას, შევნიშნოთ საინტერესო კანონზომიერება: ყველაზე მეტ ყურადღებასა და ფულს ქართველი პარტნიორები ამერიკისგან სამხედრო–პოლიტიკური ტურბულენტობისა და შეიარაღებული ბრძოლების წინ იღებენ. მაგალითად, 2008 წელს საქართველოს სამხედრო ბიუჯეტმა $1 მლრდ–ს გადააჭარბა. მანამდე პენტაგონის ინსტრუქტორებმა სამი ათასი ქართველი ჯარისკაცი მოამზადეს ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილოების მისაღებად.

ამერიკული ბაზის სავარაუდო აგება ან პენტაგონის ინფრასტრუქტურის გაფართოება ქართულ ტერიტორიაზე რეგიონული დაძაბულობის ზრდასა და შეიარაღებული კონფლიქტების ალბათობას მოასწავებს. მაგრამ იტყვის კი უარს საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონის სახიფათო შეთავაზებებზე?

მაიკ პომპეოს ვიზიტის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, თბილისს ამბიციური გეგმები აქვს იმისათვის, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდესო.

მანამდე პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზეთ The Telegraph–ის გვერდებიდან მოუწოდა ბრიტანელ პარტნიორებს, დაიცვან შავი ზღვის რეგიონი „მრავალი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტისა და მეთოდის გამოყენებით... რუსეთის აგრესიისგან“. თავის მხრივ, თბილის მზადაა, დაეხმაროს ლონდონს „თავისუფალი მსოფლიოს დაცვის“ საქმეში.

საქართველოს მთავრობა თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს (ციფრებში ეს  2020 წელს 300 მლნ დოლარზე ნაკლები იყო).  აშკარაა, რომ მოიაზრება დახმარება სამხედრო ბაზებით, აეროდრომებითა და ნავმისადგომებით, რომელთა აშენებაც (ინვესტირება) მოუწევთ უფროს პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიაზე.

პარტნიორის ბედი

ჩრდილოატლანტიკურ „ბიზნესში“ ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების ობიექტები იგება. მოცულობებისა და შედეგების გასააზრებლად: 2021 წელს პენტაგონი მარტო რუმინული ავიაბაზა კიმპია–ტურზიის მოდერნიზაციაზე $130 მლნ–ზე მეტის დახარჯვას აპირებს, მაგრამ ასეთი ბაზა სამხედრო საფრთხეებს უქმნის მეზობლებს და ავტომატურად ხდება ერთ–ერთი პრიორიტეტული სამიზნე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რუკაზე — სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.

მოსკოვი ყურადღებით აკვირდება უსაფრთხოების სისტემის რღვევას ევროპაში და ასევე აშშ–სა და ნატოს სამხედრო საქმიანობის გაფართოების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში. ქართულ მიწაზე პენტაგონის მზარდ ინფრასტრუქტურას თავისი გარკვეული შედეგები ექნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მთავარი თემები