04:32 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

პოლონეთში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გრძელდება აბორტების პრაქტიკულად სრულად აკრძალვის საწინააღმდეგო მასშტაბური აქციები.

ვლადიმირ კორნილოვი

დამტკიცებულია არაერთხელ: პოლიტიკაში ხშირად მოქმედებას იწყებს ბუმერანგის ეფექტი, რომლის შედეგადაც მეზობელ ქვეყნებში ქარის მთესველი სახელმწიფო თავისთან ქარიშხალს იმკის. მაგრამ არავინ ელოდებოდა, რომ ოფიციალური ვარშავის მიერ ბელორუსიისთვის მოფიქრებული სცენარი ასე სწრაფად დაუბრუნდებოდა პოლონეთს უკან.

ბელორუსული არჩევნებიდან ორი თვის განმავლობაში პოლონეთის ყველა დონის ხელმძღვანელობა პათოსით მოუწოდებდა, ყველანაირად დაეჭირათ მხარი მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებისთვის, „დაეცვათ ბელორუსი ქალები, რომლებიც გმირულად იბრძვიან თავისუფლებისთვის“, დახმარებოდნენ მათ მორალურად და ფინანსურად. ხოლო როცა თავად პოლონეთში დაიწყო „ბელორუსული სცენარის“ რეალიზება, იმავე ნაციონალურმა ლიდერებმა მკაცრად დაგმეს საკუთარი „მშვიდობიანი პროტესტანტები“ და მათ წინააღმდეგ პოლიციური ძალის გამოყენება გაამართლეს.

შეიძლება შემეკამათოთ, რომ მინსკისა და ვარშავის პროტესტებს შორის ანალოგია არცთუ კორექტულია მონაწილეების განსხვავებული მოტივაციის გამო. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თავად ქალთა მიტინგების ორგანიზატორები არ მალავენ, რომ ტექნოლოგიის კალკი ბელორუსი კოლეგებისგან აქვთ გადაღებული. მაგალითად, ამ კვირას „სტრაიკა კობეტის“ (ქალთა გაფიცვა, რომელმაც ქვეყანა შეძრა) არაფორმალურმა ლიდერებმა საკონსულტაციო საბჭო ჩამოაყალიბეს ბელორუსი ოპოზიციონერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას საკოორდინაციო საბჭოს ანალოგიით. პოლონური პროტესტების ლიდერი მარტა ლემპარტი პირდაპირ აცხადებს, რომ საფუძვლად მინსკის მოვლენები აქვს აღებული: „ჩვენ ვიყურებით ბელორუსიისკენ და ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია აქციების კოორდინაცია“.

და ამ მიტინგების საბოლოო მიზანიც ზუსტად ემთხვევა: მთავრობის გადადგომა.

ამგვარად, ბელორუსული მოვლენების ქება–დიდებამ პოლონურ პრესაში, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა ოფიციალური ვარშავა, ის მოიტანა შედეგად, რომ მისი კოპირება თავად პოლონელებმა დაიწყეს. შემთხვევითი არ არის, რომ ცოტა ხნის წინ „სტრაიკა კობეტის“ აქციებზე გამოჩნდა პლაკატი: „ამბოხებების რომანტიზაციაზე აღგვზარდეს და ახლა უკვირთ, რომ პროტესტებს ვმართავთ“.

მაგრამ როგორ კარდინალურად იცვლება პოლონელი ჩინოვნიკების რიტორიკა, როდესაც ისინი მინსკისა და ვარშავის ანალოგიურ პროცესებზე საუბრობენ! ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი პირდაპირ წერდა ბელორუსიაში რევოლუციის ექსპორტის აუცილებლობაზე და ნახატების კონკურსიც კი გამოაცხადა, რომელიც „ბელორუსი ქალების სიმამაცესა და ჰეროიზმს“ ასახავდა. მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე პრემიერის ინიციატივიდან და მან ახლა უკვე მრისხანე პუბლიკაციების გამოქვეყნება დაიწყო პოლონური პროტესტების მეთოდების მიუღებლობის შესახებ, უწოდა რა მათ „ბარბაროსობა და უკანონობა“, იმავდროულად სამართალდამცველ ორგანოებსაც მოუწოდა კანონის გამოყენებისკენ.

პოლონეთის ხელისუფლება რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა ბელორუსული ოპოზიციის რეპრესიებისთვის ლუკაშენკოს რეჟიმის გასამართლებას. ახლა კი პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხალ ვოსი პროკურატურას მოუწოდებს, მკაცრი რეპრესიები დაიწყოს თავისი მანიფესტანტების წინააღმდეგ.

„პოლონეთის ყველა პროკურორი ისე უნდა მოეკიდოს უკანონო შეკრებების ორგანიზატორებს, როგორც დამნაშავეებს. მათ რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის საფრთხის შექმნისთვის“, — მრისხანედ განაცხადა მან რადიო Maryja-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

პოლონეთის ხელისუფლება მომიტინგეების მიმართ რეპრესიებს რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით ხსნის. იქაური ტელეარხები გამუდმებით ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაოდენ დამღუპველ გავლენას ახდენს ადამიანთა მასობრივი შეკრებები ჯანმრთელობაზე პანდემიის დროს. მაშ, ბელორუსიაში მიმდინარე პროტესტებს რატომღა უჭერდნენ მხარს პოლონური მედიასაშუალებები?

თუმცა, მოდით, პატიოსნად ვაღიაროთ: პოლონეთში ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები წმინდანები ნამდვილად არ არიან და დროდადრო ღიად სასტიკ და პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავენ, აგრესიას ავლენენ სამართალდამცველებისა და ჩინოვნიკების მიმართ, განსაკუთრებით კი კათოლიკურ ეკლესიასა და ქსენძებს (პოლონელი მღვდელმსახურები – რედ.) ესხმიან თავს.

მაგრამ მიაქციეთ ყურადღება: ამ ქვეყნის მასმედია ბეჯითად ცდილობდა, არ შეემჩნია ასეთივე პროვოკაციები ბელორუსი აქტივისტებისგან. აი, საკუთარ პროტესტანტებს კი სახელმწიფო ტელევიზია ურცხვად უწოდებს „მემარცხენე ფაშისტებს, რომლებიც პოლონურ ღირებულებებს უტევენ“. ვალში არც ეს უკანასკნელები რჩებიან და აცხადებენ, რომ მათი მიზანი „სახელმწიფოს დეფაშიზაციაა“.

საინტერესოა ისიც, რომ მინსკის აქციების რეჟისორები, რომლებიც პოლონურ ფულზე მუშაობენ ვარშავაში (ამაში თავად გამოტყდნენ), ჯიუტად ვერ ამჩნევენ მასობრივ მიტინგებს, რომლებიც მათი ფანჯრების მიღმა იმართება.

სხვათა შორის, ბელორუსული პროტესტების ხატად ქცეული სვეტლანა ტიხანოვსკაიაც უმადურობით უხდის პოლონელ ქალებს — ერთი სიტყვითა თუ ჟესტითაც კი არ გამოუხატავს სოლიდარობა მათ მიმართ, და ეს მაშინ, როდესაც პოლონელი ქალებმა მას არაერთხელ დაუჭირეს მხარი.

ყველაზე ამაღელვებელი მაინც იმის ცქერაა, რა სისწრაფით ეძებს პოლონეთი (რომელიც ბელორუსიის საქმეებში პირდაპირ ჩარევას არ მალავს) გარე გავლენის მომხდენ ძალებს და განგაშს ტეხს ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს არაფორმალურმა ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელსაც ოპოზიციონერები „დიქტატორად“ მოიხსენიებენ, უკვე უწოდა მათ „რუსეთის აგენტები“. ხოლო პოლიტოლოგ მათეუშ პისკორსკის თქმით, „მოსკოვის ხელი“ პოლონელი ფერმერების მოძრაობაშიც შეინიშნება, რომლებმაც გასულ კვირაში ქალთა პროტესტების პარალელურად მოაწყვეს აქცია. რახან ფერმერებმა ანტირუსული სანქციების გაუქმება მოითხოვეს, ე.ი. ისინიც „კრემლის აგენტები“ არიან.

რუსეთმა უკვე დიდი ხანია გააცნობიერა, რომ მყიფე ნავის რყევა სახელწოდებით „მშვიდობა“, პირველ რიგში თავად მის მრყეველებს უქმნის საფრთხეს. მაიდნების, აჯანყებების, ძალადობის ვირუსი კორონავირუსზე ნაკლები სისწრაფით არ ვრცელდება. და ის პირველ რიგში თავის შემქმნელებსვე აინფიცირებს. ამის უახლესი დამადასტურებელი მაგალითი პოლონეთია. არადა, ეგონათ, რომ უბრალოდ ქარს თესდნენ ბელორუსიაში...

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები