მოსაზრება: მაღალი ფსონების თამაშში ევროპას გადახდა მოუწევს

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიევროპული კვარტალი ბრიუსელში
ევროპული კვარტალი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო, რომლებიც ალექსეი ნავალნის საქმის გამო დააწესა.

ირინა ალქსნისი

ახალ შავ სიაში რუსეთის სპეცსამსახურების, თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი თანამშრომელი და ასევე ერთი ორგანიზაცია — ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი შევიდა. წყაროები ირწმუნებიან, რომ ამ პირებს „შეეძლოთ სცოდნოდათ მოწამვლის შესახებ ან ჩართულები ყოფილიყვნენ მასში“.

რუსეთისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა: ქვეყნდება სია

ამგვარად, თუ ევროკავშირს დავუჯერებთ, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკური მკვლელობებითაა დაკავებული, რისთვისაც ქიმიურ იარაღს იყენებს ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ხოლო ადეკვატური სასჯელი მსგავსი ქმედებისთვის, ევროპელების აზრით, რამდენიმე რუსი ჩინოვნიკისთვის აქტივების გაყინვა და ქვეყნებში შესვლის აკრძალვაა. სხვაფრივ კი ასეთივე ქმედებები, რომლებსაც თითქოს რუსეთი სჩადის, ევროპისთვის მიზეზი არ არის, კიდევ რამენაირად გადააკეთოს რუსეთთან თანამშრომლობა.

უფრო მეტიც, ბერლინი, როგორც მომხდარის ინიციატორი და მამოძრავებელი ძალა, დაინტერესებულია მოსკოვთან „კარგი ან თუნდაც გონივრული ურთიერთობებით“, ვინაიდან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ამბობს, მომხდარი „არ ცვლის გეოგრაფიას“, მისი ქვეყანა კი „ვაჭრობითა და სამეცნიერო გაცვლებით“ ცხოვრობს.

სწორედ ამ ფაქტების ერთობლიობაში უნდა ვეძებოთ ბოლო დროის უპრეცედენტოდ მკაცრი რუსული რიტორიკის ახსნა. ეს შეიძლება უცნაური ჩანდეს ერთი შეხედვით, მაგრამ ევროკავშირმა თავისი ახლანდელი გადაწყვეტილებით ნამდვილად შესძინა რუსეთთან დაპირისპირებას ხარისხობრივად ახალი ხასიათი. იმის გასაგებად, თუ რაში მდგომარეობს იგი, ახლო წარსულის გახსენებაა აუცილებელი.

ამჟამინდელი ეპიზოდი ბოლო რამდენიმე წელში დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავების მესამე შემთხვევაა. პირველი 2014-2015 წლებში იყო, მეორე 2018 წელს — სკრიპალების საქმის გამო, და ახლა — ნავალნის ინციდენტის გამო.

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი ყველას წინააღმდეგ: თურქეთი გეოპოლიტიკურ ექსპერიმენტს ატარებს

ჩამოთვლილი პროცესების ორგანიზატორი და მამოძრავებელი ყველა შემთხვევაში სხვადასხვა სახელმწიფო იყო. 2010–იანების შუა წლებში წარმმართველ ძალად აშშ იქცა, რომელიც მართავდა კიდეც რუსეთზე ზეწოლის გრანდიოზულ კამპანიას იმ პერიოდში. ხოლო სკრიპალებთან დაკავშირებული სკანდალი სრულად იყო ინსპირირებული დიდი ბრიტანეთის მიერ.

ორივე შემთხვევაში კონტინენტური ევროპა გამოდიოდა მამოძრავებელ ძალად, რომლისგანაც ასევე მოსალოდნელი იყო თავების მსხვერპლად შეწირვა მოსკოვთან ბრძოლაში. უფრო მეტიც, ამერიკელებს პირველ ჯერზე გამოუვიდათ კიდეც: სწორედ ევროკავშირს მიადგა სერიოზული ზიანი სექტორალური სანქციების გაცვლისა და რუსული კონტრსანქციების შედეგად. სხვათა შორის, ეს წინასწარ პროგნოზირებადიც იყო, ვინაიდან რუსეთი ევროკავშირისთვის იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ვიდრე შტატებისა და გაერთიანებული სამეფოსთვის.

ევროპამ ამ მტკივნეული გამოცდილებიდან მწარე გაკვეთილი გამოიტანა და საკმაოდ მალევე დაიყვანა დღემდე მიმდინარე სანქციების ომი ყველა მხარისთვის ეკონომიკურად უმტკივნეულო ზომებამდე — პერიოდულად დიპლომატების გაძევებისა და უსასრულო სიების განახლების სახით.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვის დამამშვიდებელი საგარეო პოლიტიკური რიტორიკა, რომელიც ადრე მაშინაც კი ჟღერდა, როდესაც დასავლეთში ანტირუსული კამპანია ყველაზე მეტად მძაფრდებოდა, მიმართული იყო უპირველესად კონტინენტური ევროპისკენ. ამოცანა ევროპის საღად მოაზროვნე დედაქალაქებისთვის იმის ახსნაში მდგომარეობდა, რომ ისინი უტყვ იარაღად არ უნდა ქცეულიყვნენ ვაშინგტონისა და ლონდონის ხელში.

ალექსეი ბავალნი მოსკოვში გამართულ მიტინგზე - Sputnik საქართველო
მოსაზრება: გერმანია ალექსეი ნავალნის გაჩუმებას აიძულებს

და ეს გამოვიდა.

ახლა კი ევროპამ, კონკრეტულად კი გერმანიამ, გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაათამაშოს ის კარტი, რომელიც მანამდე მისმა მეგობრებმა გაათამაშეს კოლექტიური დასავლეთიდან: ააგოროს გრანდიოზული რუსოფობიული სკანდალი თავისი მიზნების მისაღწევად.

სხვაობა ისაა, რომ თუ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მგრძნობიარე ანტირუსულ ეფექტზე ჰქონდათ გათვლა, ამ შემთხვევაში მიზანი აშკარად სხვაა — უბრალოდ იმიტომ, რომ რუსეთის ანონსირებულ „დასჯას“ კვლავ აბსოლუტურად სიმბოლური ხასიათი აქვს. სამაგიეროდ ამ დროისათვის ყველაზე ღირებულ და მყიფე ობიექტს ორმხრივ ურთიერთობებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს გერმანელები მეტად უფრთხილდებიან და დარტყმას არიდებენ.

დიდი ალბათობით, ამ კომბინაციით ბერლინი და მასთან ერთად პარიზიცა და ბრიუსელიც თავიანთ შიდა ამოცანებს ჭრიან, იყენებენ რა რუსულ თემას ჩვეულ ინსტრუმენტად, ხოლო ნავალნის — პრეფერანსულ „ბრიყვად“.

მაგრამ ევროპამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მეორეხარისხოვან გეოპოლიტიკურ როლს ასრულებდა, ცოტა არ იყოს, დაკარგა რთული პოლიტიკური–სპეცსამსახურული ოპერაციების რეალიზაციის უნარები. აქედანაა სულ უფრო გასაოცარი ბოდვის მსგავსი ნავალნის ისტორია. ამ ფონზე ბრიტანელები სკრიპალების საქმეში პროფესიონალიზმის გურუებად გამოიყურებოდნენ.

ასე რომ, თუ ევროპამ გადაწყვიტა დამოუკიდებლად შევიდეს ესოდენ მაღალი ფსონების მქონე თამაშში, ის მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ გადახდა მოუწევს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0