მოსაზრება: დასავლეთი მზადაა თვითგამანადგურებელი ომისთვის

© photo: Sputnik / Sergey Melkonovევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო საინფორმაციო ფონი ბოლო დღეებში, თავისი აგრესიულ-ისტერიული რუსოფობიით, გამოკვეთილად ჰგავს 2014–2015 წლების მოვლენებს, როდესაც დასავლეთმა პლანეტარული მასშტაბის ანტირუსული კამპანია წამოიწყო.

ირინა ალქსნისი

გასაკვირი არ არის, რომ ამჟამინდელ მოვლენებში ბევრი იმ პროცესების გაგრძელებასა და რუსეთსა და დასავლურ „დერჟავებს“ შორის მწვავე დაპირისპირების ახალ ტალღას ხედავს. ვიღაცას ეს შეიძლება ძალიან საწყენად მოეჩვენოს — ბოლო წლებში დაძაბულობის შესუსტების გათვალისწინებით, აქაოდა, თითქოს ასე თუ ისე ყველაფერი დალაგდა და აჰა, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყოო.

მაგრამ უნდა დაგაწყნაროთ: მიუხედავად ნამდვილად არსებული მსგავსებისა, ამჟამინდელი მოვლენები და ის, რაც მანამდე მოხდა, თავისი არსით კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: გადაწყვეტს თუ არა „ნოვიჩოკი“ გაზსადენის ბედს?

ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო წესრიგმა უზარმაზარი ცვლილებები განიცადა. 2010-იანების შუა წლებში პლანეტა ჩვეულ Pax Americana-ში ცხოვრობდა — დასავლური დომინირების სისტემაში, რომლის თავშიც აშშ იდგა, როგორც ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფო. და, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეს სისტემა უკვე განიცდიდა ძალიან სერიოზულ კრიზისს, მთლიანობაში მის სიმტკიცესა და უალტერნატივობაში ეჭვები არ არსებობდა.

არსებითად სწორედ დასავლეთის სწრაფვა, შეერბილებინა თავისთვის მზარდი პრობლემები, განემტკიცებინა დნობაშეპარული სიმძლავრე და იმავდროულად მიეხრჩო ზედმეტად თავხედი კონკურენტი, იქცა კიდეც უკრაინის გარშემო კონფლიქტისა და რუსეთთან სასტიკი ბრძოლის მთავარ მიზეზად.

იმ მომენტში რუსეთი იქცა დასავლეთის ძირითად სამიზნედ, რომელიც ერთ ფრონტად გამოდიოდა მის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა — დასავლელი პოლიტიკოსების ისტერიკა, უსაფუძვლო ბრალდებები, რუსოფობიული გამოხდომები მასმედიაში, სექტორალური სანქციები — მიმართული იყო იმისკენ, რომ მოსკოვისგან სრული გეოპოლიტიკური კაპიტულაცია მიეღოთ.

მაგრამ რუსეთმა უბრალოდ კი არ გაუძლო, უმძლავრესი დარტყმაც მიაყენა იმ მსოფლიო წესრიგს, რომლის დღეგრძელობის გასახანგრძლივებლადაც იყო ყველაფერი წამოწყებული.

ახლა შესამჩნევად სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ.

Russia Today - Sputnik საქართველო
მოსაზრება: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობას გადაეჩვია

დიდი ალბათობით, ამჟამინდელი ვითარება სისტემის აგონია არ არის, მაგრამ მის უმძიმეს კრიზისზე უკვე თავდაჯერებით შეიძლება საუბარი. თანამედროვე ეტაპის საკვანძო მახასიათებელი — თავად დასავლეთის შიგნით ღია ესკალაციაა. თანაც საუბარია არა ქვეყნებს შორის (დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის, გერმანიისა და აშშ-ის და ა.შ.) ურთიერთობების გამწვავებაზე, არამედ თავად დასავლური ქვეყნების შიგნით საზოგადოებრივ–პოლიტიკური კონფლიქტურობის მკვეთრ მატებაზე.

კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ექვსი წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ აღდგა, უბრალოდ აღარ არსებობს. ვერ მიაღწია რა 2010-იანების შუა წლებში თავის მიზნებს, ახლა მან საკუთარი თავის ჭამა დაიწყო. მისი აპოთეოზი, ეჭვგარეშეა, აშშ-ში მიმდინარე მოვლენები გახდა — ქუჩებში მრავალთვიანი არეულობებითა და საოცრად ბინძური საპრეზიდენტო კამპანიით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის ისტორია, უპირველეს ყოვლისა, გერმანიაში გლობალისტურ–პროამერიკულად და ეროვნულად ორიენტირებული ელიტების გაცხარებული შიდაპოლიტიკური ბრძოლის გამოვლინებაა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბედთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე ხდება, თუმცა ნაკლები სიმწვავით, ჩინურ Huawey-სთან თუ ევროპა–ირანის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

უბრალოდ, ის დასავლური ძალები, რომლებიც ახლა თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტის უფლებებს იცავენ, წინა პერიოდში დაგებულ მახეში არიან გაბმულები – იმ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ ერთიანი დასავლეთი „განკვეთილ ქვეყნებზე“ ზეწოლას ახდენდა და თავის პროპაგანდაში ისინი ჯოჯოხეთის მოციქულებად გამოიყვანა, რომლებსაც ნებისმიერ დანაშაულზე შეეძლოთ წასვლა. და ეს აქსიომად იქცა.

გაზეთები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ კარგავს დასავლური მედია პოზიციებს

შედეგად – ახლა ვერც ერთი პოლიტიკური ძალა დასავლეთში თავს უფლებას ვერ მისცემს, პირდაპირ განაცხადოს, რომ არ ენდობა ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შესახებ ბუნდესვერის ლაბორატორიის დასკვნას მანამ, სანამ კვლევას ყველა დაინტერესებული მხარე ღიად არ შეამოწმებს. ზუსტად ასევე არ შეიძლება საჯარო ეჭვის გამოთქმა „კომუნისტური ჩინეთის“ ავ ზრახვებთან დაკავშირებით, რომელიც პლანეტის დამონებას აპირებს 5G ქსელების მეშვეობით.

მაქსიმუმი, რაც შეიძლება — ეს მიკიბულ–მოკიბული რიტორიკაა, რომლის მიღმაც ჯიუტი ფარული წინააღმდეგობა იმალება, კერძოდ, გერმანული მრეწველობისთვის ჟანგბადის გადაკეტვის მცდელობა — ქვეყნის იძულება, უარი თქვას ახალ გაზსადენზე.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთთან დაპირისპირების პიკზე, 2010-იანების შუა წლებში დასავლეთი არ წავიდა ყველაზე რადიკალურ ზომებზე. დაწესებული სექტორალური სანქციები ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდა მოსკოვისთვის, და მეტი არაფერი. არადა მაშინ მარაგში არც ისე ცოტა კიდევ უფრო მტკივნეული გადაწყვეტილება ჰქონდათ. მაგალითად, SWIFT-სგან გათიშვა, რაც რეალურად უმძიმეს დარტყმას მიაყენებდა რუსულ ეკონომიკას. მაგრამ ამ ნაბიჯზე არ წავიდნენ, თუმცა არა იმიტომ, რომ ვიღაცას მოსკოვი შეეცოდა. დასავლეთს საკუთარი თავი ადარდებდა: რაც უფრო მძლავრია დარტყმა, მით სერიოზულია უკუცემა — ტოპ–10-ში შემავალი ეკონომიკის გამორთვა ფინანსური კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემისგან ზედმეტად ბევრი სახსრების დაკარგვას ნიშნავდა.

ჰუმანიტარული ტვირთი ჰაინანიდან - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ჰუმანიტარული დახმარება მსოფლიოს პოლიტიკურ წესრიგს არღვევს

გადაწყდა, რომ საქმე უამისოდაც გამოვიდოდა. მაგრამ შედეგი ცნობილია: არ გამოვიდა.

ახლა კი მოვლენების ყველაზე არახელსაყრელად განვითარების შემთხვევაშიც კი, იქნება ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე უარის თქმა თუ Huawey-ს ევროპაში მუშაობის სრული აკრძალვა, რუსეთისთვის და ჩინეთისთვის ფატალური შედეგი არ მოჰყვება. მაგრამ ეს კატასტროფას მოუტანს დასავლეთის ეროვნული ეკონომიკების მთელ რიგ დარგებს და, როგორც შედეგი, ელიტების მნიშვნელოვან ნაწილს. არაერთხელ აღინიშნა, რომ არ არსებობს იმაზე უფრო უმოწყალო ომი, ვიდრე ეს სამოქალაქო ომია. ხუთი წლის წინ, რუსეთთან ბრძოლის ყველაზე მწვავე ფაზისას, დასავლეთმა არ მიმართა ყველაზე დაუნდობელ ზომებს. როგორც ჩანს, ახლა ის უკვე მომწიფდა მათ გამოსაყენებლად. ეგაა მხოლოდ, რომ მთავარ სამიზნედ იქცევიან არა გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, არამედ შიდა მტრები.

დასავლეთი მზადაა დაიწყოს ომი განადგურებისთვის — თვითგანადგურებისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0