ხვალ რომ არჩევნების დღე იყოს?!..ანუ ვის მისცემდი ნეტავ?!

CC0 / Pixabay / მიეცი ხმა
მიეცი ხმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკათათვე იწურება... ღვინობისთვის 31 რიცხვამდე უკვე ას დღეზე ნაკლები რჩება და რა გასაკვირია, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა იმდენად მაღალია, აღარც იზომება...

სამსონ ხონელი

ასეა, ქვეყანა დიდი ხანია წლის მთავარი პოლიტიკური დაპირისპირების მოლოდინით ცხოვრობს... ვისთვის როგორი შემოდგომა დადგება და ვინ რამდენ ბიულეტენს დაითვლის, „ქართული ოცნება" შეძლებს საპარლამენტო არჩევნების ზედიზედ მესამედ მოგებას თუ შედგება ნახელისუფლართა ერთობის რევანში, ბიძინა ივანიშვილის გუნდი მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს თუ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა... ან ეგებ არის სხვა ალტერნატივაც?..

მუშები მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
რა იცვლება შრომის კანონმდებლობაში, ანუ დეპუტატების ხედვა გარჯაზე

დიდი დრო არ გასულა, რაც კომპანია „ედისონ რისერჩმა" ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა... დღეს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მოსახლეობის 39 პროცენტი „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს, გამოკითხულთა კიდევ 20 პროცენტი ჯერ კიდევ ფიქრობს. სავარაუდოდ, ეს ელექტორატის ის ნაწილია, რომელიც ნააზრევს მოგვიანებით, გაამხელს ან სულაც, საარჩევნო უბანში მისვლამდე, საიდუმლოდ შეინახავს.

ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, ეს შედეგი ოპოზიციის უხეშმა შეცდომებმა განაპირობა, პირველ რიგში - მეორე და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ბოიკოტმა...

ახალი სახლები თბილისში - Sputnik საქართველო
უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ოპოზიციამ საარჩევნო სტრატეგია არასწორად ჩამოაყალიბა, სერიოზული შეცდომები დაუშვა... დასავლეთის არა ერთი მოწოდების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. სავარაუდოდ, ოპოზიციურმა პარტიებმა ჩათვალეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა... ამას დაემატა გერმანიის ელჩზე აბსოლუტურად იდიოტური და შეურაცხყმყოფელი შეტევა. მოკლედ, ძალიან სუსტად და უხარისხოდ ითამაშეს. შედეგად, „ქართული ოცნების" პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა, რასაც კვლევის შედეგები ადასტურებს. დააკვირდით, რა არის ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მთავარი ინსტრუმენტი? ორივე მხარე თავის საარჩევნო კამპანიაში შიშზე აპელირებს. ერთი ამბობს, თუ პანდემია არ შეაჩერა, მოკვდებით, მეორე ამბობს, ამ ხელისუფლების ხელში შიმშილი გველოდება და მოვკვდებით. არც ერთი არ ამბობს ხვალ უკეთესად როგორ ვიცხოვროთ. არადა, რაღაც პოზიტიური გეგმის შეთავაზება, მომავლის იმედის გაჩენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი...

თბილისის ერთ-ერთი ისტორიული რაიონი - Sputnik საქართველო
როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა

პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციის შეცდომები მედლის მხოლოდ ერთი მხარეა და მმართველი გუნდის რეიტინგის ზრდა სულ სხვა ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, ხელისუფლებამ ეფექტურად მართა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი და გლობალურ გამოწვევას ჯერჯერობით წარმატებით გაართვა თავი...

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე: ჩემთვის ეს შედეგი მიულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლება პანდემიას კარგად გაუმკლავდა. როდესაც კონკრეტული მიმართულებით არის წარმატება და თანაც ეს წარმატება ყველასთვის თვალნათელია, არ შეიძლება მისი იგნორირება და გაუბრალოების მცდელობა. ოპოზიციას სწორედ ეს დაემართა და არა მხოლოდ ეს, ოპოზიციამ უამრავი შეცდომა დაუშვა... გავიხსენოთ 8 მარტის შეთანხმება. თავიდან პოზიცია ჰქონდათ, როდესაც ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს გიგი უგულავა ამბობდა, რომ მთავარია შეთანმხებაში მონაწილეობა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ოპოზციას ხმა არ უნდა ამოეღო პატიმრებთან მიმართებაში, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო... შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მმართველი გუნდის წარმომადგენლები გულწრფელნი იყვნენ, როცა აცხადებდნენ, რომ კენჭისყრის ბოიკოტირებით ოპიზიცია დაზარალდებოდა. პროგნოზი გამართლდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლით, რაც ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნა იყო, პოლიტიკური დივიდენდები ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოხერხება უნდოდა... ოპოზიციას სათქმელი რა დარჩა? მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დამაქცევარია, პოზიტიური შედეგის მომტანი არ არის. დღეს თუ მმართველ გუნდს 39 პროცენტი უჭერს მხარს, საშემოდგომოდ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, 40 პროცენტს ასცდება და „ქართული ოცნება" ყოველგვარი კოალიციის გარეშე, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას. ერთი სიტყვით, ოპოზიციამ თავისი საქმიანობა მთლიანად ნეგატივზე ააგო. არ არის დღეს ოპოზიცია ის ძალა, რომლისადმი ამომრჩეველში ერთგვაროვანი დამოკიდებულებებია... მხოლოდ იმის ლაპარაკი, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდია, ოპოზიციას რეალურ შედეგს არ მოუტანს...

ბანკი - Sputnik საქართველო
რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი? დეპოზიტი − ლარში, დოლარში თუ ევროში?

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიანიშნებს, რომ ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა საარჩევნო მარათონში უპირატესობის მოპოვების რეალური შანსი...

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: ახალი საარჩევნო სისტემა ოპოზიციისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ მისი გატანით მათ გამარჯვების პრეცენდენტი შექმნეს. მეორე მხრივ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარით მათ მნიშვნელოვნად დაკარგეს შანსი, რომ არჩევნებამდე გამარჯვებულთა კაპიტალით მისულიყვნენ...

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
როგორ ავირჩევთ პარლამენტს?.. ანუ  რა იცვლება დედაკანონში?..

ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ელექტორატის დიდი ნაწილისთვის ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი მიუღებელია და ახალი პოლიტიკური ძალის გამოსასვლელად ყველა პირობა შექმნილია. მიუხედავად ამისა ვერ ჩამოყალიბდა ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც კონკურენტუნარიანი, ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა და სულ ცოტა პოლიტიკური პროცესის დემონოპოლიზაციასა და გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს... მათივე თქმით, რამდენიმე მცდელობაც იყო, სულ ბოლოს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მოინდომეს ამ ფლანგზე გარღვევა და „ლელოს" დადება... თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ... რატომ, რა გვიშლის ხელს, ქვეყანაში ხომ 260-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და გაერთიანებაა რეგისტრირებული, რა არ გვყოფნის - ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსი? - შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და მართალიც იქნება... რა გაეწყობა, ამ ვისთვის მარტივ და ვისთვის რთულ კითხვაზე ჩემეულ ხედვას შემოგთავაზებთ. მთავარია იდეა... შემდეგ თანამოაზრეთა გუნდი და სულ ბოლოს ფინანსები... გაერთიანება იდეის გარშემო უნდა შედგეს და არა ერთი, ორი ან თუნდაც რამდენიმე ქარიზმატული პოლიტიკოსის გარშემო... საზოგადოებამ შეთავაზებული იდეა და მისი განხორციელების ხედვა უნდა მიიღოს. იმისათვის, რომ ბუნებრივად დაიბადოს მესამე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა აუცილებელია, ჩამოვაყალიბოთ ის ამოცანები, რაც მოკლე და გრძელვადიან პერიოდში გვიდგას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალის შემოთავაზება ჩვენი მოქალაქეების ამოცანების ადეკვატური იყოს... არ მინდა დავიჯერო, რომ "ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა" და... სამი წერტილით აქ დავსვამ წერტილს, დარწმუნებული ვარ, წერტილებს მიღმა სათქმელს მკითხველი მარტივად ამოიკითხავს.

ყველა ახალი ამბავი
0