გაზი და ისრაელი: როგორ იპოვა ევროპამ რუსეთის კიდევ ერთი ჩამნაცვლებელი

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყებოდა ამ კვირაში, ისრაელის მთავრობამ მოიწონა ევროკავშირთან შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საზღვაო გაზსადენ EastMed-ის მშენებლობა იგეგმება.

სერგეი სავჩუკი

რუსული გამოცემები, რომლებიც მრავალი წელია წერენ რუსეთის მორიგი მარცხის შესახებ, წალეკა პუბლიკაციებმა, რომელთა ძირითადი ლაიტმოტივი ის იყო, რომ ევროპამ რუსულ გაზსადენს შემცვლელი მოუძებნა. თუმცა მათი მიზნობრივი აუდიტორიის სიხარული შესაძლოა ნაადრევი გამოდგეს მიზეზთა გამო.

დავიწყოთ იმით, რომ EastMed-ი — ეს ძალიან ახალგაზრდა და ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად ნედლი პროექტია. ე.წ. ენერგეტიკული სამკუთხედის ქვეყნებს — საბერძნეთს, კვიპროსსა და ისრაელს შორის თავდაპირველ შეთანხმებას ხელი 2019 წლის მარტში მოეწერა. იმის გასაგებად, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ეს, დავამატებთ, რომ ხელმოწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს პირადი კონტროლით მიმდინარეობდა. 

რუსული მილგამყვანი ხომალდი - Sputnik საქართველო
გერმანია ჯერ არ დაუჯერებს ვაშინგტონს: პოლიტოლოგის კომენტარი ამერიკულ სანქციებზე

ვაშინგტონის გულის მოსაგებად ევროპის კომისიამ კაზუისტიკის საოცრებები გამოავლინა და EastMed-ს „საერთო ინტერესების პროექტის“ სტატუსი მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ მილსადენზე მესამე ენერგოპაკეტის მოთხოვნები და შეზღუდვები არ გავრცელდება — ანუ ის მოთხოვნები და შეზღუდვები, რომელთა გამო ამდენი პრობლემა აქვს რუსულ „გაზპრომს“. ასეთია შერჩევითი სამართალი.

იმისათვის, რომ პროექტის რეალიზაცია დაჩქარდეს, ევროპის ბიუჯეტიდან 39 მლნ დოლარი გამოიყო ტექნიკური კვლევების დასასრულებლად. წინდაწინ გეტყვით, რომ ეს საკმარისი არ გამოდგა.

თითქმის 2 ათასი კმ სიგრძის გაზსადენის აგებას, 10 მილიარდი კუბომეტრის სიმძლავრითა (წინასწარი მონაცემებით) და 7 მილიარდი დოლარის ღირებულებით, 7 წელიწადში გეგმავენ. ამასთან, ის „ჩრდილოეთის ნაკადისგან“ უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ კვიპროსსა და კრეტას შორის მონაკვეთზე სიღრმე 3 ათას მეტრს აღწევს. საქმეს ართულებს ისიც, რომ ხმელთაშუა ზღვის ფსკერის რელიეფი ძალიან რთულია, ხოლო რაიონი სეისმურად აქტიურად მიიჩნევა. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამგვარ პირობებში მილსადენის გაყვანა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაზე არაფერი მსგავსი აქამდე არ აგებულა.

თუმცა ქვეყნებს შორის პოლიტიკური თუ სხვა შეუთანხმებლობების ურთულეს ფონზე – თუ ვის წყლებში იგეგმება მილების გაყვანა – ყველა ტექნიკური ასპექტი ფერმკრთალდება.

ჯერ ერთი, ლევიათანის საბადოზე ყველაფერი წესრიგში არ არის. 3,5 ტრილიონ კუბომეტრ გაზზე, ისრაელის გარდა, პრეტენზია აქვთ ეგვიპტეს, ლიბანსა და სირიას. ომის მდგომარეობაში მყოფ დამასკს ჯერ კამათისთვის არ სცალია, აი, ლიბანი კი უკვე 10 წელია დავობს შელფის ნაწილის კუთვნილებაზე. კაირო დღეისათვის სრულად იკმაყოფილებს გაზზე შიდა მოთხოვნებს და საწვავის ჰაბს აყალიბებს, საიდანაც უკვე უახლოეს მომავალში აპირებს ივაჭროს საკუთარი წარმოების გათხევადებული ბუნებრივი აირით.

აშშ-ის კონგრესის შენობა - Sputnik საქართველო
კონგრესმა დაამტკიცა: შეერთებულმა შტატებმა რუსულ გაზსადენს სანქციები გაუძლიერა

მეორეც: თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ EastMed-ი ლევიათანიდან კვიპროსისა და კრეტის გავლით მივიდოდა საბერძნეთამდე, სადაც ჰაბის შექმნა მოიაზრებოდა. ამ ჰაბიდან კი ცისფერი საწვავი უკვე იტალიასა და ბულგარეთს მიეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის წელიწად-ნახევრის განმავლობაში იტალია არ დასწრებია პროექტის მონაწილეთა არც ერთ შეხვედრას. უფრო მეტიც, ერთი წლის წინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ პირდაპირ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არც პროექტს უჭერს მხარს და არც 200-კილომეტრიანი ინტერკორექტორ Poseidon-ის მშენებლობას, რომლითაც გაზი საბერძნეთიდან იტალიაში უნდა მოხვდეს.

მილანს უფრო პერსპექტიულად მიაჩნია ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობა და გაზის აზერბაიჯანისგან შეძენა საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით.

ინტერკორექტორების მშენებლობა იტალიასა (Poseidon) და ბულგარეთში (IGB) კომპანია IGI Poseidon-ს ეკისრება, რომლის თანაბარ წილებს ფლობენ იტალიური Edison S.p.A. და ბერძნული DEPA S.A. იტალიური მონაკვეთისადმი  ბოლო სიახლეები მიმდინარე წლის აპრილით თარიღდება, როდესაც IGI-მ განაცხადა, რომ მზადაა საინჟინრო კვლევების ჩასატარებლად, რასაც დამატებით 70 მლნ ევრო ესაჭიროება. ფული დღემდე არ არის გამოყოფილი და სამუშაოებიც არ მიმდინარეობს.

და, რაღა თქმა უნდა, EastMed-ის რეალიზაციის გზაზე პირქუშ მთადაა აღმართული თურქეთი, რომლის ურთიერთობებიც პროექტის მონაწილეთა უმეტესობასთან, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა იდეალურისგან.

მაგალითად, კვიპროსის სანაპიროს მახლობლად მდებარეობს აფროდიტეს საბადო, საიდანაც ასევე იგეგმება ბუნებრივი გაზის მიღება ევროპაში გასაყიდად. 2018 წლის მარტში იტალიური კომპანის Eni-ს მზვერავი ხომალდი იქ კვლევებს აწარმოებდა, მაგრამ იძულებული გახდა შეეწყვიტა სამუშაოები მას შემდეგ, რაც იქ თურქეთის საბრძოლო ხომალდები გამოჩნდა და ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვეს მათ რაიონის დატოვება.

ასევე გაურკვეველია კვიპროსის ამბავი. გაზსადენის ნაწილის გაყვანას კუნძულის ოკუპირებულ ჩრდილეთ ნაწილში აპირებენ და ანკარას შესაბამისი სატრანზიტო გადახდების იმედი აქვს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან კვიპროსელები.

მილები „ჩრდილოეთის ნაკადი-2-სთვის“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ევროპა და აშშ გაზსადენის გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს

და კიდევ: შემთხვევით არ გვიხსენებია ამერიკული ინტერსები ამ პროექტში. გარდა იმისა, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მეტად გაცივდა, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა ანკარას პირდაპირ ეკონომიკურ ზარალს აყენებს: 21 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მიიღო სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და ასევე „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგაა მიმართული. ეს ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად არამეგობრულია, ვინაიდან ეჭვქვეშ აყენებს ანკარის გეგმებს – გახდეს გაზის მთავარი ჰაბი სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში. თუ EastMed-ი და, განსაკუთრებით, მისი ბულგარელი პარტნიორი IGB აიგება, „თურქული ნაკადის“ სატრანზიტო ტოტი ლულებურგაზის გავლით თავის პრაქტიკულ დანიშნულებას დაკარგავს, ბიუჯეტი კი — ფულს.

კიდევ ერთი შტრიხი: ლევიათანის საბადოს დაზვერვა 1999 წელს დაიწყო ამერიკულმა კომპანია Noble Energy-მ, მანვე მიიღო ყველა დაფნის გვირგვინი და პრეფერენცია ისრაელის მთავრობისგან მას შემდეგ, რაც ნახშირწყალბადების უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა. შელფური გაზის მარტო შიდა ელექტროენერგეტიკულ პროექტში თელ-ავივმა 6,3 მლრდ დოლარი ჩადო, ხოლო Noble Energy-მ შეღავათიანი უფლებები მიიღო ყველა თანამდევ კვლევებში მონაწილეობაზე.

ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც ისრაელმა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა გადაწყვიტა. არც ისე დიდი Noble მაშინვე შეიძინა ამერიკულმა ნავთობგიგანტმა Chevron-მა. გარიგების ფასი 5 მლრდ დოლარი იყო და ის წლის ბოლომდე დასრულდება.

ეჭვგარეშეა, ანკარას მშვენივრად ესმის, საიდან მომდინარეობს საფრთხე მისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის. ამიტომაც ამერიკულ–თურქული ურთიერთობების გაუმჯობესაბის იმედად ყოფნა არ უღირს. ისევე, როგორც არ ღირს EastMed-ის სწრაფად აგების მოლოდინი. ისრაელის მილებს შეუძლია დაანგრიოს მიწოდებებისა და საექსპორტო მოგებების სქემები, რაც არანაირად არ შეუწყობს ხელს პრობლემების გადაჭრას რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ EastMed-ის პროქტი მკვდარი წერტილიდან დაიძვრება, მის დასრულებამდე შვიდი წელია დარჩენილი, ხოლო „გაზპრომის“ მილგამყვანები მუშაობას უკვე 3 აგვისტოს შეუდგებიან, რათა მაგისტრალის დარჩენილი 160 კმ გერმანიამდე მიიყვანონ, რის შემდეგაც რუსეთი ორი ბალტიური ტოტით 110 მლრდ კუბომეტრ გაზს გადაქაჩავს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

ყველა ახალი ამბავი
0