თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა თავდაცვის ბიუჯეტში შესატანი შესწორებები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს საიტზე.
The House adopted the @RepRubenGallego amendment #13 (clarifies and extends sanctions related to the construction of the Nord Stream II pipeline) by voice.
— House Press Gallery (@HouseDailyPress) July 20, 2020
The House is debating the @RepAdams amend #17 - Extends CARES student loan protections for private student loan borrowers.
კონგრესმენებმა ცვლილებები ერთხმად მიიღეს. სანქციები მომავალი ფინანსური წლისთვისაა გათვალისწინებული, რომელიც 1 ოქტომბერს იწყება.
დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უცხოური მილგამყვანი კომპანიებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, და ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მათ სადაზღვევო სერვისებს სთავაზობენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ივლისს გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში და მასში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გარდა, ასევე ჩართო პროექტ „თურქული ნაკადის“ მეორე ტოტი, რომელზეც მანამდე სანქციები არ ვრცელდებოდა.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ახალი პროექტია რუსეთიდან გერმანიისკენ. აშშ ეწინააღმდეგება მას და აცხადებს, რომ პროექტი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემუქრება. რუსეთის ხელისუფლების აზრით კი სინამდვილეში ამერიკელებს ევროპის ბაზრიდან რუსული გაზის გაძევება და მისი ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირით ჩანაცვლება სურთ, რაც „ევროპისთვის არახელსაყრელია, ვინაიდან ის უფრო ძვირია“.