11:55 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
243 0 0

გასული დღის მთავარ მოვლენად მოწინავე სამყაროში აშშ-ის კონგრესის სპიკერის ნენსი პელოსის განცხადება იქცა რუსეთის წინააღმდეგ სასწრაფოდ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. და კიდევ დღე-ღამეში კორონავირუსით ამერიკელების ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები.

ვიქტორ მარახოვსკი

პელოსის განცხადება „ამერიკელების წინააღმდეგ რუსეთსა და თალიბებს შორის შეთქმულების“ შესახებ უგუნურ განცხადებას მოჰყვა. ეს ისტორია ამერიკული სპეცსამსახურების მიერ წყაროებისგან მიღებული ინფორმაცია კი არ არის, არამედ ვიღაც ანალიტიკოსების მიერ „თალიბების დაკითხვის შედეგად მიღებული დასკვნაა“ იმის თაობაზე, რომ ვიღაცამ რუსეთში რატომღაც ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის თალიბებისთვის ფულის გადახდა გადაწყვიტა, რომლებიც ისედაც მრავალი წლის განმავლობაში ხოცავენ ამერიკელ სამხედროებს.

ამ დასკვნამ, პენტაგონისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ო’ბრაიენის განცხადებით, დადასტურება ვერ ჰპოვა, რის გამოც ის არც კი მოუხსენებიათ აშშ-ის პრეზიდენტისთვის.

მაგრამ ფოკუსი ისაა, რომ დღევანდელი ამერიკა აღარ ცხოვრობს ნორმალური სახელმწიფოს ფუნქციონირების ჩვეულებრივი კანონებით (ვაშინგტონში ახლა ბევრი „აუხსნელი“ მოვლენა ხდება, როგორც ეს კორექტულად აღწერა დმიტრი პესკოვმა). ის ჰაიპების მომაკვდინებელი შიდა ბრძოლების კანონებით ცხოვრობს და მათი ფორმულირება შეიძლება როგორც „არანაირი კანონები“.

ამიტომ ბირთვული ზესახელმწიფოს წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი, სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი პირი, რომელიც თავის იდეოლოგიად მართლმსაჯულებასა და სამართლიანობას აღიარებს, დაუდასტურებელი „ოპერატიული ინფორმაციის“ გაჩენაზე ერთმნიშვნელოვანი და პოლიტიკური დასკვნით რეაგირებს: საჭიროა სანქციების დაუყოვნებლად შემოღება სხვა ბირთვული ზესახელმწიფოს წინააღმდეგ.

ხოლო მედიასაშუალებები, რომლებმაც საზოგადოებაში ეს ინფორმაცია ისე შეაგდეს, რომ მისი ნამდვილობის დასადასტურებლად თავი არ შეუწუხებიათ, უკვე ამხელენ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს იმაში, რომ „მას არ უყვარს რუსეთის შესახებ მოხსენებები“. და ამით, ასე ვთქვათ, ახალ ქეისზე ამუშავებენ მანამდე არაერთხელ ჩავარდნილ თეზისს „ტრამპი რუსეთის შპიონია“.

რაც შეეხება დღის მეორე ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ COVID-19-ის დღიური შემთხვევები აშშ-ში პლუს 50 ათასამდე გაიზარდა, გასაოგნებელია, როგორ ამუშავებენ ამას ამერიკული მედიასაშუალებები.

აი, მაგალითად, რას წერს ავტორიტეტული გამოცემა Huffington Post:

„ბოლო აფეთქების ზოგი მიზეზის პოვნა მაისის ბოლოს, ხსოვნის დღემდეა შესაძლებელი“;

CNN: „ტრამპის ანტიპირბადური ჯვაროსნული ლაშქრობა მის დასაკბენად დაბრუნდა“;

The New York Times: „გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბევრი ამერიკელი მამაკაცი პირბადის ტარებას სისუსტის ნიშნად მიიჩნევს. პრეზიდენტ ტრამპის უარი პირბადის ტარებაზე მიუთითებს, რომ მასაც ეს საქმე სისუსტედ მიაჩნია“.

თუ მოგეჩვენათ, რომ ამ მაგალითებში რაღაცაა მხედველობიდან გამოტოვებული, არა, მართლა მოგეჩვენათ. მათში სრული ტაბუ აქვს დადებული იმას, რომ მაისის ბოლოდან დღემდე მთელ ამერიკაში მრავალათასიან ბრბოებად დადიან პროგრესული და სწორი მოძრაობა Black Lives Matter-ის წარმომადგენლები, რომლებიც ღრმად სოციალიზებულ ქმედებებს სჩადიან: ძარცვავენ მაღაზიებს, ცეცხლს უკიდებენ შენობებს, ხოცავენ ადამიანებს, მუხლს იყრიან და ფეხებს ბანენ უმცირესობებს.

ასობით ათასმა, თუ არა მილიონობით ამერიკელმა დაივიწყა სიფრთხილე და ისე იქცევა, თითქოს არანაირი კორონავირუსი არ არსებობდეს. ყველა გარეშე დამკვირვებელი აღნიშნავდა, რომ ამას დაავადების ჯოჯოხეთური აფეთქება მოჰყვებოდა, მაგრამ როცა აფეთქება მოხდა, აღმოჩნდა, რომ მასზე ლაპარაკი უბრალოდ არ შეიძლება.

ამიტომ პროგრესული ანალიტიკოსები აგინებენ ხალხის ტოქსიკურ სიმამაცეს, ტრამპის უპასუხისმგებლობასა და მაისის ხსოვნის დღეს, მაგრამ ჯიუტად არ სურთ დაინახონ ზედაპირზე მოტივტივე აშკარა მიზეზი.

რა უნდა აღინიშნოს აქ. არსებობს საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეს ორი მაგალითი ერთი მოვლენის სიმპტომებია — მაშტაბურისა და საშიშის. მოკლედ ამას „ემოციური უსაფრთხოების იდეოლოგია“ შეიძლება ეწოდოს. ამ იდეოლოგიის თანახმად, არსებობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ლოგიკასა და ფაქტებს, რომლებიც მიზნობრივი აუდიტორიის ემოციურ კომფორტს არ დაარღვევს და მისი შეხედულებების წინააღმდეგი არ იქნება.   

მიზნობრივი აუდიტორიისთვის ხომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად იდიოტურია სიცრუე „რუსული ფული ამერიკული სკალპებისთვის“. არც ისაა მნიშვნელოვანი, რეალურად რის გამო მოხდა კორონავირუსის ახალი აფეთქება ამერიკაში.

საქმე გვაქვს ოკამას სამართებლის რაღაც საშინელ ემო-ვარიაციასთან, რომლის თანახმადაც, ამა თუ იმ მოვლენის ჭეშმარიტი განმარტების ძიება არაფერშია საჭირო, თუ უკვე არსებობს ემოციურად სწორი და მისაღები განმარტება.

ამიტომ „ნებისმიერ რთულ ვითარებაში დაადანაშაულე რუსეთი და ტრამპი“.

რა თქმა უნდა, ეს არაფერში წაადგება ამერიკის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრას: დაკარგულ ლიდერობასა და პანდემიასთან გამკლავების უუნარობას.

სამაგიეროდ ეს დააკმაყოფილებს პროგრესულ ძალებს ამერიკული საზოგადოების შიგნით და პრეზიდენტის მოწინააღმდეგებს საშუალებას მისცემს, მოიშორონ იგი.

და ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომელსაც აქამდე გვისახელებენ მაგალითად.

მთავარი თემები