06:15 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (490)
49 0 0

ნორვეგიამ გადაწყვიტა, გაზარდოს ნავთობის სიჭარბე მსოფლიო ბაზარზე, წერს მასმედია. რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანმა ანალიტიკოსმა იგორ იუშკოვმა განმარტა, როგორ განვითარდება მოვლენები ასეთ შემთხვევაში.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ნორვეგია, მიუხედავად ნავთობზე დაბალი ფასისა, გეგმავს კიდევ მეტად გაზარდოს მისი სიჭარბე მსოფლიო ბაზარზე, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი. 

სააგენტოს ინფორმაციით, ნორვეგიული სახელმწიფო კომპანია Equinor ASA აპირებს მოპოვებები უკვე მაისში გაზარდოს იოჰან სვერდრუპის საბადოზე ჩრდილოეთის ზღვაში — 470 ათას ბარელამდე დღე-ღამის განმავლობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებები 30 ათასი ბარელით გაიზრდება დღე-ღამეში და თანაც ვადაზე ერთი თვით ადრე, რაც ჭარბწარმოებისა და ნავთობის ომის პირობებში კიდევ მეტად გაართულებს ვითარებას ბაზარზე.

ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ნორვეგია ყოველდღიურად 690 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვებაზე გადავა.

რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანმა ანალიტიკოსმა იგორ იუშკოვმა ეჭვი გამოთქვა, რომ ეს გეგმები შესრულდება.

„ერთი მხრივ, [მოპოვებების] ზრდა, როგორც ამას ვარაუდობენ, არც ისე დიდია — საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რომელმაც განაცხადა, რომ მოპოვებებს დღე-ღამეში სამ მილიონ ბარელამდე გაზრდის. ასე რომ, დამატებითი მოცულობები ნორვეგიის მხრიდან არც ისე დიდად გამოიყურება. მაგრამ დგება კითხვა: გადახარშავს კი ბაზარი ახალ მოცულობებს? ვფიქრობ, ბაზარზე არსებული სიტუაცია კორექტივებს შეიტანს ნორვეგიული კომპანიის გეგმებში“, — განაცხადა იუშკოვმა.

მისი თქმით, ასეთი რაოდენობის ნავთობი ბაზარზე არავის სჭირდება.

„უკვე ახლა ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არა მარტო უარს ამბობენ დამატებით მოცულობებზე, არამედ, პრინციპში, ამცირებენ კიდეც გადამუშავებას, იმიტომ რომ ევროპას, საკარანტინო რეჟიმის გამო, უბრალოდ არ სჭირდება ამდენი ნავთობპროდუქტი. ერთი თვის განმავლობაში ნავთობის ყველა საცავი შეივსება და მაშინ არა მარტო მოხმარებაზე, არამედ მოთხოვნაზე რეალური ვარდნა დაიწყება. და ეროპელები უარს იტყვიან ნავთობის შესყიდვაზე. ამიტომ არსებობს კითხვა: ვისთვის აპირებენ ნორვეგიელები ამ დამატებითი მოცულობის მიყიდვას?“ – აღნიშნა ექსპერტმა.

ტრამპმა მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის გეგმას, განდევნოს რუსეთი ნავთობბაზრებიდან>>

ნავთობზე კოტირებები 6 მარტს ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების თაობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება 31 მარტს დაასრულებს მოქმედებას.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების შეთანხმების წევრი რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – ბათილდება OPEC+-ის ქვეყნების ყველა ვალდებულება საწვავის მოპოვების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

1 აპრილიდან OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ ექნებათ.

 

თემები:
რუსეთი დღეს (490)

მთავარი თემები