ექსპერტის მოსაზრება: რაში სჭირდება აშშ-ს ვენესუელის ბლოკადა

© AP Photo / Ariana Cubillosპროტესტი ამერიკულ სანქციებს კარაკასში
პროტესტი ამერიკულ სანქციებს კარაკასში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენესუელის ნავთობის დარგში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული აშშ-ის სანქციების გამო. ექსპერტი ალექსეი ზუბეცი განმარტავს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამერიკული შეზღუდვები.

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ვენესუელაში ნავთობმომპოვებელი დარგის რეფორმა იწყება აშშ-ის სანქციებისგან თავის დასაცავად. შესაბამის ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.

„საკონსტიტუციო და საპრეზიდენტო ბრძანებულებით, ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ნავთობმოპოვებით მრეწველობაში, რათა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მრეწველობის იმპერიალისტური აგრესიისგან დასაცავად სწრაფი და გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული“, — განაცხადა მადურომ ნავთობმომპოვებლებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტის გამოსვლა Twitter-ზე მადუროს აკაუნტის მეშვეობით გადაიცემოდა. 

პრეზიდენტის თქმით, „მეორე მუხლით იქმნება უფლებამოსილი საპრეზიდენტო კომისია ეროვნული ნავთობმოპოვებითი მრეწველობის დაცვის, რესტრუქტურიზაციისა და რეორგანიზაციის მიზნით“.

​მადუროს განმარტებით, კომისია აღჭურვილი იქნება აუცილებელი უფლებამოსილებით მთლიანად სანავთობე დარგის ტრანსფორმაციისთვის.

შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს ვენესუელური სანქციების სიაში შეიყვანა შვეიცარიული Rosneft Trading SA – „როსნეფტის“ სტრუქტურა, და ასევე მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიდიე კასიმირო, რომელსაც „როსნეფტში“ გადამუშავების, ნავთობქიმიის, კომერციისა და ლოგისტიკის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია და შედის „როსნეფტის“ მმართველობაში. 

აშშ 90-დღიან ვადას აძლევს მოკავშირეებს, კერძოდ, ევროპას, იმისთვის, რათა ურთიერთობა გაწყვიტოს Rosneft Trading-თან, რომელსაც ვენესუელური ნავთობის გარე ბაზარზე გატანაში სდებენ ბრალს. 

რუსეთის მთავრობასთან არსებული სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორს ალექსეი ზუბეცს მიაჩნია, რომ ეს ვითარება აშშ-ში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. 

კარაკასში დღემდე ხდება შეტაკებები მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის - Sputnik საქართველო
ცეცხლი და ალი ვენესუელის დედაქალაქის თავზე – არეულობა კარაკასში

„ტრამპს წელს მეორე ვადით არჩევა სურს და მას აშშ-ის ტერიტორიაზე მცხოვრები ლათინოამერიკელების მხარდაჭერა სჭირდება, რომლებიც რესპუბლიკელების მომხრეები არიან და არ უყვართ ცენტრალური ამერიკის სოციალისტური მთავრობები. ამ გავლენიან ლათინოამერიკულ წრეებს ტრამპმა, არჩევნებზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის, ბონუსის სახით, ვენესუელის მთავრობის გადაყენება აღუთქვა. ამისათვის აშშ აწესებს შეზღუდვებს ვენესუელური ნავთობის იმპორტზე. ეს ეკონომიკური ბლოკადა და ვენესუელის ეკონომიკის მოხრჩობის მცდელობაა“, — განაცხადა ზუბეცმა.

მისი აზრით, ვენესუელას ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება ნავთობის დარგის რეფორმირება.

„დღეს ვენესუელის მთავრობის წინაშე დგას ამოცანა – გაიყვანოს ნავთობმომპოვებელი კომპლექსი მუშაობის უფრო მაღალ მაჩვენებელზე, ვინაიდან ბოლო დროს იქ ამ მხრივ ყველაფერი მაინცდამაინც კარგად არ იყო. მათ ნავთობის უფრო მეტი მარაგი აქვთ, ვიდრე საუდის არაბეთს, მაგრამ ეს მძიმე ნავთობია და მისი მოპოვების თვითღირებულება ძალიან მაღალია“, — აღნიშნა ექსპერტმა. 

2019 წლის 21 იანვარს, ქვეყნის სათავეში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოსვლიდან მოკლე ხანში, ვენესუელაში მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიციური ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა ხუან გუაიდომ თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა, რაც მაშინვე აღიარეს შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა. რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ზოგი სხვა ქვეყანა კი მხარს მადუროს უჭერდნენ, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს.

 

ყველა ახალი ამბავი
0