კარაკასში არ წყდება არეულობა და მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები, რომლებიც ნელ-ნელა პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები მოვლენათა ცენტრიდან.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. ვენესუელაში რამდენიმე წელია არ წყდება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკურ კრიზისთან ერთად იზრდება ნიკოლას მადუროს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასების თანახმად, ვენესუელა უკვე სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ვენესუელის მასმედიის ნაწილმა საპროტესტო აქციებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

კარაკასში დღემდე ხდება შეტაკებები მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის

2/10
© AFP 2024 / Yuri Cortez
ზოგ რაიონში ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს

პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითხოვენ

4/10
© AFP 2024 / Federico Parra
მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა

დემონსტრანტებმა პოლიციასთან შეტაკებისას ბარიკადები აღმართეს

არეულობის ჩასახშობად მთავრობამ ეროვნულ გვარდიასაც მიმართა

7/10
© AFP 2024 / Federico Parra
სპეცრაზმის წევრებმა არეულობის ჩასახშობად ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკებების პიკი ჯერ კიდევ არ ყოფილა და შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს

ოპოზიციის ლიდერმა და ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ და ანტისამთავრობო გამოსვლების მხარდაჭერისკენ მოუწოდა

10/10
© AFP 2024 / Federico Parra
პრეზიდენტი მადუროს მხარდამჭერები საპასუხო მსვლელობის გამართვას გეგმავენ მთავრობის ხელმძღვანელის მხარდასაჭერად