08:20 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
141 0 0

მინსკის შეთანხმების „ნახევარიუბილე“ ყველა მხარემ ისე აღნიშნა, როგორც ამას ხუთი წლის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციები მოითხოვდა.

ირინა ალქსნისი

უკრაინას უამრავი ნაპოლეონისეული გეგმა აქვს. დასავლეთი დაბნეული აწყდება აქეთ-იქით, ვერ გაუგია, როგორ გამოვიდეს ჩიხიდან, რომელიც თავად შექმნა. რუსეთი უშფოთველობას ინარჩუნებს, თუმცა მის მიღმა მაინც გამჭვირვალედ იკითხება შხამიანი „ჩვენ ხომ გაფრთხილებდით“. 

მოსკოვის ბოლო ნაბიჯებში, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დავინახოთ პოზიციის გარკვეული გამკაცრება ჩვეული მინიშნებით იმაზე, რომ სწორედ კიევის ბრალია, რომ მიღწეული შეთანხმებები ჯერ არ შესრულებულა. რუსეთის თხოვნით გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ამ პრობლემას ეძღვნებოდა. თუმცა კიდევ უფრო მრავლისმეტყველია ვლადიმირ პუტინის შეკითხვა, რომელიც მან ცოტა ხნის წინ დაუსვა ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას: აპირებს თუ არა უკრაინა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. 

თუმცა ასეთივე წარმატებით შეიძლება ყველაფრის მოსკოვის სურვილით ახსნა — შეაკავოს კიევის ფუსფუსი „ნორმანდიული ფორმატის“ გარშემო. მარტო ბოლო დღეებში იქ გახმოვანდა: ა) ძალთა დაშორიშორების ახალი ვარიანტი, ბ) საზღვარზე კონტროლის დასაბრუნებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა, გ) იდეა დონბასში უკრაინულ-რუსული ერთობლივი პატრულირების შესახებ.

ამასთან, ყველა უკრაინული ინიციატივა წარმოდგენილია ისე, თითქოს აპრილში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყოს. ამიტომ კრემლი იძულებული იყო, „ხელებში ერტყა“, პირდაპირ მიეთითებინა, რომ სამიტს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, რაც დეკემბერში პარიზში მიღებული გადაწყვეტილებები შესრულდება — რაშიც პროგრესი აშკარად არ შეინიშნება.   

უკრაინამ საერთაშორისო არენაზე თავისთვის ძალიან მოხერხებული პოზიცია, „ტუსოვშჩიკ-ნაპიორსტოჩნიკის“ ნიშა დაიკავა.

კიევს სიამოვნებას ანიჭებს დიდ პოლიტიკასთან შეხების გრძნობა და მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ძალების გვერდით დგომის შესაძლებლობა. ის, რომ მისი წარმომადგენლების მიმართ სულ უფრო ხშირად ავლენენ დემონსტრაციულ უყურადღებობას, არავის აშფოთებს. ასე დაემართა, მაგალითად, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელიც მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორებმა უბრალოდ არ შეუშვეს დარბაზში, სადაც სიტყვით გამოდიოდა სახელმწიფოს მოქმედი თავი.

ამავდროულად კიევი ცდილობს გამოიყენოს ნებისმიერი შანსი, რათა მდგომარეობა სათავისოდ გადაათამაშოს. არსებობს ფურცელზე დაფიქსირებული მინსკის შეთანხმებები, რომელთა შესრულებაც უკრაინის ხელისუფლებას არ სურს (ზოგ შემთხვევაში კი, როგორც ყველაფრიდან ჩანს, არ შეუძლია). ხუთი წლის განმავლობაში მათ არაერთი ინიციატივა გაახმოვანეს, რომელთა მიზანი შეთანხმებული პუნქტების შეცვლა ან მათში დამატებების შეტანა იყო, რათა საკუთარი სურვილები უფრო მომგებიანი გაეხადათ. 

ამასთან კიევური ეშმაკობა იმდენად მარტივია და აშკარაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის (ნიგერიული „ბედნიერების წერილებისა“ თუ ვაგზლის „ნაპიორსტოჩნიკების“ არ იყოს), რომ უბრალოდ უხერხულია, ასეთი დონის თაღლითობას მიმართო. მაგრამ უკრაინულ ისტებლიშმენტს არც ეს აშფოთებს.

დასავლეთი კი აშკარად გააშეშა შექმნილმა მდგომარეობამ, რისი დასტურიცაა სკანდალი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხსენებასთან დაკავშირებით, სახელწოდებით „12 ნაბიჯი დონბასში მშვიდობისთვის“.

მთლიანობაში უვნებელი შინაარსის დოკუმენტს ხელი თითქმის ორმოცდაათმა ექსპერტმა მოაწერა, რომელთა შორის ბევრი ცნობილი და მაღალი რანგის ჩინოვნიკი, დიპლომატი და სამხედრო იყო. მათ შორის, კონფერენციის თავმჯდომარე ვოფგანგ იშინგერი.

მაგრამ მოხსენებას მკაცრი კრიტიკით დაესხნენ თავს როგორც უკრაინის, ისე აშშ-ის (აქ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გავლენიანმა ანალიტიკურმა ცენტრმა Atlantic Council) და დონბასის წარმომადგენლები. ვიღაცამ დოკუმენტში „კრემლის ხელი“ დალანდა, სხვებისთვის ეს ფარატინა ქაღალდი იყო, რომლის მსგავსიც ბოლო წლებში ტონობით დაიწერა. 

შედეგად, დოკუმენტი ჯერ წაშალეს კონფერენციის საიტიდან, რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ დააბრუნეს. ამ აქეთ-იქით მიწყდომაში უკრაინის პრობლემის უიმედობა ისახება, რომელიც დასავლეთმა საკუთარი ხელით შექმნა.

არადა ის მართლა უიმედოა. 

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკმაოდ მაღალ ექსპერტულ დონეზე პერიოდულად ჟღერს მოსაზრებები, რომ ცოტაც და რუსეთს, ევროპასა თუ აშშ-ს (ან ყველას ერთად) მოთმინება გამოელევათ და უკრაინის მიმართ რადიკალურ ზომებს გაატარებენ, და, ასე თუ ისე, გადაჭრიან გორდიას კვანძს.

შესაბამისი პროგნოზები უკიდურესად საეჭვოდ გამოიყურება იმ მიზეზით, რომ მსგავსი ზომები მოითხოვს მთავარს — აიყვანონ უკრაინა საკუთარ ბალანსზე. მაგრამ ამის მსურველები არ არიან. დასავლეთმა რამდენიმე წელი დაკარგა იმის იმედით, რომ ტვირთს რუსეთს აჰკიდებდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერა საკუთარი ძალისხმევის უნაყოფობა. ხოლო იმის იმედი, რომ ტვირთს დასავლეთი წამოიკიდებს, კიდევ უფრო მიამიტობაა.

სწორედ ამიტომ, ჩიხიდან გამოსავლის არარსებობიდან გამომდინარე, არანაკლები ამოცანაა – გახადონ იქ ყოფნა შეძლებისდაგვარად კომფორტული. პირველ რიგში ეს ეხება კიევის ხმის ჩაწევას, რომელსაც ტყუილუბრალო ხმაური მაქსიმალური რაოდენობის ბონუსებსა და სიამოვნებას აძლევს, ხოლო ირგვლივ მყოფებისთვის თავის ტკივილი და დროის ფუჭი ხარჯვა მოაქვს.

და, ყველაფრიდან გამომდინარე, მოცემულ საკითხში დასავლეთის პოზიცია სრულიად ემთხვევა რუსეთისას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს 

მთავარი თემები