07:21 25 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0370
  • 100 RUB4.2987
  • USD2.8079
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1143)
92 0 0

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ღონისძიებებში, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმის (აუშვიც-ბირკენაუ) გათავისუფლების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა, და ძალიან შეეცადა, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად ჩამთავრებულიყო.

ირინა ალქსნისი

სიტყვა „ამჯერად“ პრინციპულია, რადგან მანამდე, წინა კვირაში უკრაინის ლიდერს აშკარად არ გაუმართლა. ყველაფერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წარუმატებელი გამოსვლითა და რუმინეთთან დიპლომატიური გაუგებრობით დაიწყო, და ისრაელში სრული აბსურდით დასრულდა. 

ოსვენციმის ახლანდელი წლისთავი იმ კონფლიქტის ნაწილი გამოდგა, რომელშიც ბარიკადების ერთ მხარეს აღმოჩნდა პოლონეთი, მეორე მხარეს კი — ისრაელი და რუსეთი. იერუსალიმში გამართული ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბევრად შთამბეჭდავი იყო, ვიდრე პოლონური. 

წარმოქმნილი დაპირისპირებისადმი საკუთარი დამოკიდებულება ყველაზე გავლენიანმა ზესახელმწიფოებმა ისე გამოხატეს, როგორც ეს საერთაშორისო არენაზეა მიღებული — მონაწილის სტატუსის მნიშვნელობით. თუ ისრაელში რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ იყვნენ წარმოდგენილი ძალიან მაღალ და უმაღლეს დონეებზე, პოლონეთში ყველაფერი ბევრად მოკრძალებულად მიმდინარეობს. 

ამავდროულად ვარშავის მხარე ხაზგასმით დაიჭირა ზოგმა აღმოსავლეთევროპულმა სახელმწიფომ, კერძოდ, ლიეტუვამ. ეროვნული სეიმის სპიკერმა განაცხადა, რომ დახოცილი ებრაელების ხსოვნის აღნიშვნა მათი დაღუპვის ადგილზე ჯობს, სადაც გაემგზავრა კიდეც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

ბალტიისპირელი მეზობლების არჩევანზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ფორმალურად მათი ქმედება სრულად შეესაბამება პროტოკოლსა და დიპლომატიური ენის ნიუანსებს, რომელზეც ურთიერთობენ კიდეც მსგავს შემთხვევებში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

უკრაინა იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სკანდალის ცენტრში თავისი ლიდერის გამო აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი ისე იქცეოდა, როგორც სპილო ჭურჭლის დუქანში. 

როგორც ცნობილია, ვლადიმირ ზელენსკი იერუსალიმში ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩაფრინდა, თუმცა მოულოდნელად უარი თქვა ძირითად ღონისძიებაზე დასწრებაზე. არანაირ ახსნა-განმარტებას არ ძალუძს იმ ფაქტის „მიჩუმათება“, რომ უკრაინის ლიდერმა ამით შეურაცხყოფა მიაყენა არა იმდენად ორგანიზატორებს, რამდენადაც იმ ხალხს, ვისაც ეძღვნებოდა კიდეც ეს ღონისძიება. 

ამის პარალელურად უკრაინულმა  მხარემ მოითხოვა შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან, შექმნა რა შთაბეჭდილება, თითქოს სწორედ ეს იყო ზელენსკის ისრაელში ჩასვლის მიზანი. 

კიევის წარმომადგენლები უკიდურესად კადნიერად იმედოვნებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განრიგში მათთვის ადგილი მოიძებნებოდა, მით უმეტეს, ზოგადი კონტექსტისა და ფორუმზე ვიზიტის ფაქტობრივი გაუქმების გათვალისწინებით. 

საბოლოოდ უკრაინის ლიდერმა ისრაელი ყოველმხრივ ხელცარიელმა დატოვა და თანაც მორიგი ლაქა დააჩნია საკუთარ თუ ქვეყნის რეპუტაციას. 

ამაში მხოლოდ და მხოლოდ ზელენსკის დადანაშაულება არასწორი იქნებოდა. მისი წინამორბედი პეტრო პოროშენკო ასევე არაერთხელ გამხდარა კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი საერთაშორისო ღონისძიებებზე უადგილო ნაბიჯებისთვის. როგორც ჩანს, ეს ზოგადად უკრაინის პრობლემაა.

ეჭვგარეშეა, რომ ამგვარი ვითარების ერთ-ერთი მიზეზი ოფიციალური კიევის ღრმა უმეცრებაა, რომელიც ნამდვილად ვერ ფლობს საგარეო კომუნიკაციების რთულად დელიკატურ და დახვეწილ ენას. და ვერც პროტოკოლის ნორმებს. ამის მაგალითია რუმინეთთან მთლად ცინცხალი გარჩევები იმის გამო, რომ პრეზიდენტის სიტყვის ოფიციალურ თარგმანში ინგლისურ ენაზე შეუფერებელი ზმნა იყო გამოყენებული, რომელიც „იმგვარად“ არ იშიფრებოდა. 

დიდი ალბათობით, ვლადიმირ ზელენსკის, განაცხადა რა უარი იერუსალიმის ფორუმში მონაწილეობაზე, ყურადღების მიქცევა სურდა და გულწრფელად ვერ აცნობიერებდა, როგორ საიმიჯო ზიანს მიაყენებდა ეს მასაც და მის ქვეყანასაც.

გარდა ამისა, კიევის ხელისუფლებისთვის უკიდურესად მტკივნეული აღმოჩნდა ეროვნული ამბიციების პრინციპული შეუსაბამობა არსებულ პოტენციალთან. უკრაინა ყველგან აწყდება სხვა ქვეყნების გაცილებით დიდ შესაძლებლობებს — რუსეთის, ისრაელისა და იგივე პოლონეთის ჩათვლით. კიევში არ ესმით, რატომ არის პოლონეთის პრეზიდენტის უარი იერუსალიმში წასვლაზე პოლიტიკური დემარში (თუნდაც სკანდალური), ხოლო ზელენსკის ბევრად რბილი ნაბიჯი — სამარცხვინო აბსურდულობა. 

უკრაინა ვერანაირად ვერ აცნობიერებს და ვერ ეგუება იმას, რომ მისი ადგილი გლობალური და რეგიონული „დერჟავების“ გვერდით კი არ არის, რომლებიც დამოუკიდებელ თამაშს ეწევიან (და იციან ამის კეთება), არამედ მნიშვნელობით მესამეხარისხოვანი, აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების გვერდით, რომელთა ამოცანაა – დაუცადონ ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის ბრძანებას.

აქედან გამომდინარეობს კიდეც საერთაშორისო კონფუზების დიდი ნაწილი. ეროვნული ხელმძღვანელობა, ცდილობს რა, შეძლებისდაგვარად ხმამაღლა წარმოაჩინოს თავი, მოქმედებს მიღებული წესების, პროტოკოლისა და ჯანსაღი აზრის გაუთვალისწინებლად. ამის ნაცვლად იღებს მარგინალიზაციის ახალ ტალღას და უკრაინას კიდევ მეტად ეწებება ისეთი ქვეყნის რეპუტაცია, რომელიც „წესიერ ოჯახში არ შეიშვება“.  

უფრო მეტიც, ეს კიდევ მეტ ჩრდილს აყენებს უკრაინის მხარდამჭერთა ჯგუფსაც. 

ასე რომ, ვლადიმირ ზელენსკის ღირსეული და ადეკვატური მონაწილეობა მიმდინარე პოლონურ ღონისძიებებში ვარშავას უფრო დააკლებს ქულებს, ვიდრე მოუმატებს — მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას იქ უმაღლესი თანამდებობის პირი წარმოადგენს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1143)

მთავარი თემები