მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსი ექსპერტი: აშშ ირანს ძალის გამოყენებით უპასუხებს

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიირანის დროშები
ირანის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ოპერაცია ალი ჰამენეის პირადი მითითებით იყოს ჩატარებული, აშშ-ის საპასუხო სვლა კი შესაძლოა ამერიკული ფრთოსანი რაკეტებით შეტევა იყოს ირანზე.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ერაყში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე ირანის შეტევას ვაშინგტონი, დიდი ალბათობით, ძალით უპასუხებს, მიაჩნია რუს ექსპერტ იგორ კოროტჩენკოს. 

სარაკეტო დარტყმა - Sputnik საქართველო
ირანული მასმედია: აშშ-ის ბაზებზე შეტევისას 80 ადამიანია დაღუპული

8 იანვრის ღამით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების ოპერაციას იწყებდა და ერაყში, ერბილეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას შეუტია „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებით. ირანული ტელეარხი Press TV საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ შეტევის შედეგად 80 ადამიანია დაღუპული, რის პასუხადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ამერიკელთა შორის მსხვერპლი არ არის.

კოროტჩენკოს აზრით, მოვლენები მეტად სახიფათოდ ვითარდება, რისი პირველმიზეზიც აშშ-ის მიერ გენერალ სულეიმანის მკვლელობაა.

„ეს ირანის პირდაპირი გამოწვევა იყო, რასაც თეირანმა ისე უპასუხა, როგორც აუცილებლად მიიჩნია ირანული საზოგადოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, და ასევე თავისი სიხისტის საჩვენებლად“, — აცხადებს ექსპერტი. 

კოროტჩენკოს თქმით, გამორიცხული არ არის, რომ „ოპერაცია ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის ალი ჰამენეის პირადი მითითებით იყოს ჩატარებული“. აშშ-ის საპასუხო სვლა კი შესაძლოა ამერიკული ფრთოსანი რაკეტებით შეტევა იყოს ირანზე. 

„ტრამპისთვის დადგება გადაწყვეტილების მიღების მომენტი. დიდი ალბათობით, შეერთებულმა შტატებმა ძალას ძალით უნდა უპასუხოს. იმიტომ რომ თუ ვაშინგტონი ძალის გზით არ მოახდენს რეაგირებას, ეს ტრამპისთვის რეპუტაციული დანაკარგი იქნება, რაზეც ამერიკელები არ წავლენ“, — ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა. 

კოროტჩენკოს თქმით, ლოგიკის თანახმად, ამერიკულ დაზვერვას ახლა ირანი სასტიკ კონტროლზე ეყოლება აყვანილი. მისი აზრით, პრეზიდენტ ტრამპს თავის რეკომენდაციებს მისცემენ როგორც უშიშროების საბჭო, ისე პენტაგონის შეფი, დაზვერვის ცენტრალური ბიუროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. 

ბალისტიკური რაკეტის გაშვება კალიფორნიაში განთავსებული ავიაბაზიდან - Sputnik საქართველო
ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყა

როგორც ექსპერტი ამბობს, მოვლენათა შემდგომი განვითარების ოპტიმისტური სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც დროით მხარეები სარაკეტო იერიშებიდან დიპლომატიურ შეტევებზე გადაერთვებიან, რისთვისაც გაეროს არენას გამოიყენებენ, და შეეცდებიან კონფლიქტი პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით გადაჭრან. 

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა, რომელსაც ანტიამერიკული აქციების ორგანიზატორად მიიჩნევდა. თეირანმა პირობა დადო, რომ აუცილებლად იძიებდა შურს გენერლის მკვლელობისთვის, რისთვისაც 13 სცენარი ჰქონდა შემუშავებული. 

ყველა ახალი ამბავი
0