09:18 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
მონაცემთა ცენტრი

აშშ ინტერნეტის სუვერენიზაციისთვის იბრძვის და... იმარჯვებს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (264)
40 0 0

პოლიტოლოგი ირინა ალქსნისი გლობალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნების მიერ სუვერენიზაციის მცდელობებს აფასებს

ირინა ალქსნისი

გამოძიების ფედერალური ბიუროს აზრით, რუსეთში შექმნილი აბსოლუტურად ყველა მობილური დანართი შესაძლოა შეიცავდეს „პოტენციურ კონტრდაზვერვით საფრთხეს“.  ამ მოსაზრებას საფუძვლად დემოკრატი სენატორის, ჩაკ შუმერის მიმართვა დაედო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ შეშფოთება გამოთქვა წელს ძალიან პოპულარულ დანართთან, ფოტორედაქტორ FaceApp-თან დაკავშირებით. აღნიშნული პროგრამა რუსულმა Wireless Lab-მა შექმნა. 

რაღა თქმა უნდა, რუსული კომპანიის წარმომადგენლების ფიცს, რომ მომხმარებელთა პირადი მონაცემები არსად გადაიცემა, ფოტოს დამუშავება დიდწილად „ღრუბელზე“ ხდება, საიდანაც ისინი 48 საათის შემდეგ იშლება, ამერიკელები არანაირად არ ითვალისწინებენ. მეტი საქმე არ აქვთ, რუსეს დაუჯერონ.  

იმავდროულად, შტატების მიერ წარმოებულ და სულ უფრო მზარდ ციფრულ და ინტერნეტ-ომში რუსული „ფრონტი“ სულაც არ არის პრიორიტეტული. რუსულ IT-სექტორზე ლაშქრობა  ჩინეთსა და Huawei-ზე შეტევებთან შედარებით, რბილად გამოიყურება. 

ის კი არა, ფრანგებთან დაკავშირებული ვითარებაც კი ამ დროისათვის უფრო მწვავეა. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგნელის ორი დღის წინანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარიზი, ამერიკული ციფრული კომპანიების მიმართ, დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს. ამის პასუხად ვაშინგტონს შეუძლია 100%-იანი მოსაკრებელი დააწესოს 2,4 მლრდ დოლარის მოცულობის ფრანგულ საქონელზე. გადაულახავი დაბრკოლება — ეს ეგრეთ წოდებული, Google-ს გადასახადია, რომლის შესახებ კანონიც საფრანგეთმა ამ ზაფხულს მიიღო. 

სხვათა შორის, ანალოგიური გამოძიების ჩატარების ინიციატივა ამერიკელებმა კიდევ სამი ქვეყნის — ავსტრიის, იტალიისა და თურქეთის მიმართ დააყენეს. საფრანგეთის ხელისუფლება ვალში არ დარჩა. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკული სანქციების პროექტი დაუშვებელია, და რომ ევროკავშირი მზადაა „ძლიერი პასუხისთვის“ მათი დანერგვის შემთხვევაში. 

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ პარიზი, არის რა ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი, აპირებს გამოიყენოს მისი ძალა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად ვაშინგტონთან შესაძლო სავაჭრო ომში.

ინტერნეტი ყოველთვის გამოხატავდა დასავლეთის, როგორც სისტემის კვინტესენციას, რომელშიც შერწყმული იყო პოლიტიკური თავისუფლებები და დემოკრატია, ეკონომიკური ეფექტურობა და პროგრესის მიღწევები. ინტერნეტში ნებისმიერ შეზღუდვებს არა მარტო ავტომატურად ეკერებოდა ავტორიტარიზმის (რომ არ ვთქვათ, ტოტალიტარიზმის) იარლიყი, არამედ დასცინოდნენ კიდეც, როგორც ღრმა ეკონომიკური და ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის გამოვლინებას, რამაც გამოხატულება ჰპოვა „ჩრდილოკორეული ინტერნეტის 28 საიტის“ შესახებ ხუმრობებში.

მაგრამ ხუმრობებმა დიდი ხნის წინ დაკარგა აქტუალობა, ვინაიდან საკუთარი ინტერნეტ-ზონის სუვერენიზაციით ახლა ბევრი ქვეყანაა დაკავებული, „პატენტიანი დემოკრატიულების“ ჩათვლით. 

პირდაპირ ახლა სპეციალისტები ირანის მთლად ახალი გამოცდილების ეფექტურობას, პლუსებსა და მინუსებს აფასებენ, სადაც ნოემბერში მომხდარი მასობრივი არეულობების დროს მთელი კვირის განმავლობაში იყო გათიშული გლობალური ქსელი. ეროვნულმა ეკონომიკამ, ხელისუფლების შეფასებით, 10,8 ტრილიონი რიალის (დაახლოებთ 90 მლნ აშშ დოლარი) ზარალი ნახა. მოქალაქეები, რაღა თქმა უნდა, არ აღუფრთოვანებია იმას, რომ ჩვეული რესურსებით, მათ შორის, მესენჯერებით სარგებლობის საშუალება წაერთვათ. მაგრამ ქვეყნის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები (საბანკო სერვისების ჩათვლით) და ადგიობრივი საიტები მუშაობდა.

რუნეტის სუვერენიზაციის შესახებ ინფორმაცია ასევე ყოველდღიურად მოდის. ორშაბათს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებისა და ასევე იმ გაჯეტების გაყიდვის აკრძალვაზე, რომლებშიც სამამულო პროგრამული უზრუნველყოფა არ იქნება „ჩაკერებული“. ამასთან კრემლმა ეს ნაბიჯები „ანტიმონოპოლიურ საქმიანობად“ შეაფასა იმ ბრალდებებზე პასუხად, რომ თითქოს რუსეთი „ინტერნეტში იმიჯნება“.

არსობრივად, ეს არის პასუხი ამერიკელებისთვის, რომლებიც მკვეთრად მიჯნავენ სუვერენიზაციის პოლიტიკის დამგმობ არგუმენტაციას იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ თავად ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო -პოლიტიკური სისტემისადმი. რუსეთის მიმართ (ისევე როგორც ჩინეთისა და ირანისა) ძირითადად პოლიტიკური ბრალდებები ისმის, ხოლო ფრანგებს ეკონომიკური ხაზით ხვდებათ.

შეერთებული შტატების პრობლემა შექმნილ ვითარებაში იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ერთდროულად ორი ამოცანის გადაჭრას ცდილობენ: შეინარჩუნონ გლობალური ქსელის კონტროლის ჩვეული ბერკეტები და დაასუსტონ ზედმეტად მოძლიერებული უცხოელი კონკურენტები. და მნიშვნელობა არ აქვს, ჩინურ IT-გიგანტზეა საუბარი, კიბერსაფრთხეებისგან დამცავ რუსულ კომპანიაზე თუ „არასწორი“ წარმოშობის გასართობ დანართზე.

უბედურება ისაა, რომ ეს ამოცანები, მოითხოვს რა პრინციპულად განსხვავებულ მიდგომებს, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მათი ერთდროულად  გამოყენება საერთო შედეგიანობას აქვეითებს.

თუმცა აშშ-ს ინტერნეტის ამერიკული ზონის სუვერენიტეტის თაობაზე სანერვიულო არაფერი აქვს. ასე რომ  ოკეანისგაღმელ ხელისუფლებას შეუძლია აქტივში პლუსი ჩაიწეროს.

 

თემები:
რუსეთი დღეს (264)

მთავარი თემები